დუბლი # – “სიყვარული დაფრინავს”

კარი ღიაა.
ეს უკვე უცნაური დეტალია:
როცა პოეტები ლექსს წერენ, და მათი შვილები კი ოთახებში ყიჟინას სცემენ, პოეტები, როგორც წესი, კარს ხურავენ ხოლმე. შეიძლება გაღიზიანებულები აჯახუნებენ კიდეც. მაგრამ არა იმიტომ, რომ ბავშვები სძულთ, ან აგრესიული მუზის შეტევას გრძნობენ. უფრო იმიტომ, რომ ეშინიათ, ტვინის ხვეულებში ჩასახული აზრი ფურცელზე გადმოტანამდე არ გაქრეს.
მათ ჰერმეტულად დახურული სივრცე სჭირდებათ. საიზოლაციო ლენტით ამოგმანული კარ-ფანჯრები. სრული ინტროსპექცია. საკუთარ თავში შესვლა, რათა თოთო აზრები ქირურგიული ხელთათმანებით, დაუმახინჯებლად, ინფექციის შეუყრელად გამოიყვანონ გარეთ. აზრის გააზრების, რითმის გარითმვის ეს პროცესი იმდენად სათუთი და ენით აუწერლად სასიამოვნოა, რომ ერთადერთი სიტყვა ესადაგება ყველაზე სრულყოფილად, ფრანგული – Fრაგილე. თვითონ მოქმედებას კი – მაცალეთ, ლექსს ვწერ~ – ყველაზე დრამატულად ერთადერთი გრამატიკული დრო გამოხატავს – ინგლისური აწმყო განგრძობითი. და აი ახლა, ამ სახლში სწორედ ეს სათუთი და საბედისწერო დრო დგას – განგრძობითი.ყოფნა~ დამხმარე ზმნას მიმატებული საუღლებელი ზმნის აწმყო მიმღეობა. ანუ, მე ლექსს ვწერ~. ახლა. კარი კი ღიაა. კარს იქით, საწერ მაგიდასთან კაცი ზის და ბუტბუტებს. სილუეტზევე ეტყობა დაძაბულობა. უკან გადავარცხნილი თმები, განიერი მხრების მოხაზულობა, ნელი ცქმუტვა და გაურკვეველი ბგერათშეთანხმებები. ხან ხმამაღალი, აღტკინებული წამოძახება, ხანაც _ ჩამცხრალი, დამშვიდებული მიგნება. სიტყვები, რითმები, სილუეტის რხევა – ისე, როგორც რეპი, ოღონდ 60-იანების სტილში, ლირიკული. კარი ღიაა. კაცი ლექსს წერს. სანახაობა იმდენად რიტუალურია, რომ დერეფანში მოთამაშე ბავშვებიც წამით ჩერდებიან, აყურადებენ. ძალიან, ძალიან ქვეცნობიერად ხვდებიან, რომ მათგან სულ რამდენიმე მეტრში რაღაც იბადება... თამრიკო და ბასა ფოცხიშვილები ასე იზრდებიან. პოეტურ და მატერიალისტურ სამყაროებს შორის გახსნილი საზღვრებით. სახლში, სადაც ყველაფერილექსის მეტრული საზომით იზომება~.
მათი მამა აფრენაზე ოცნებობს. აფრინდება და ფრიი~. ის ძალიან პოეტურია.ლოდინს ლილისფერს ნეტა, რა ჰქვია~.
თამრიკოს წლების მერეც პირველ რიგში ეს ორი ლექსი ახსენდება. ხელნაწერი კი ოთახში, საწერ მაგიდასთან უკიდია.

აქ კარგია. მარტო მოგონებები მხედავენ~ დღეს დები იმას ქმნიან, რასაც პოსტ-საბჭოთა და პოსტ-90-იანი წლების ომების ქართული პოპ-კულტურა ჰქვია.გიხაროდენ~ და მოქკავშირი, პირველი ქართული სერიალი სახლი ძველ უბანში~, უცნობის კლიპიდან ~ნაშებში~ გაპარული ქმრები,გზავნილი 21-ე საუკუნეში~, ახალი წლის ღამის კონცერტები, შეყვარებული კაცების არყები, ნაძვის ხეების ფესტივალი… ანუ, ახალი ქართული პარამეტრებით რომ გავზომოთ – ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრება. უკვე გადანაწილებული როლები – ბასა უფრო პოპულარულია, ვიდრე თამრიკო. მაგრამ ისინი მაინც ერთად არიან _ უიერარქიოდ. ერთად მუშაობენ. თამრიკო ამბობს, რომ ბასამ ქართული კლიპის გზა გაკვალა. ახლა ის განვითარდება, სხვანაირად არ შეიძლება~. ახლა ბასა ფილმზე მუშაობს. თამრიკოც აპირებს, უფრო სერიოზული რამ შექმნას.რამდენი ხანია, კინოში აღარ მიმუშავია. ბოლოს გოდერძი ჩოხელის მიჯაჭვული მგლები~ იყო, თუ არ ვცდები 1998 წელს... ახლა ნაძვის ხის ფესტივალი ჩავატარეთ, ბევრი დრო და ენერგია წაიღო. წინ კიდევ ორი ფესტივალი მელის. ტრიესტში ბასას მარიკა თხელიძის კომპოზიციიისთვის გადაღებული ჟუსტ თრყ მიაქვს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ. მერე ბერლინში მივდივარ. მიყვარს ეს ქალაქი და მისი კინოფესტივალი. ყველაზე ნაკლებად ბურჟუაზიულია, ყველაზე კარგად არის წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპის პროდუქცია. იქაც საქმეები მაქვს. მერე კი ჩამოვალ და ყველაფერს მივხედავ~. ეს უახლოესი გეგმებია. ბუნებით აქტიური და ენერგიული მხატვარი მათ განხორციელებას ცდას არ დააკლებს. მაგრამ პაუზა ყოველთვის საჭიროა. თამრიკომაც იცის ერთი მოხერხებული ჩრდილი პოპ-კულტურული რუტინისგან თავის დასაცავად. ჩრდილი, ანუ ის ლექსის მეტრული საზომით შემოფარგლული სივრცე, სადაც ბავშვობიდან გადმოყოლილი პოეტური აურა დღემდე ტრიალებს. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვაგრძელებთ. იქ გავჩერდით, როცა ოთახის კარი ღია იყო და ათწლეულების განმავლობაში ძალიან პოპულარული, რამდენიმე თაობისთვის საყვარელი პოეტი, დერეფნიდან შემოჭრილი ბავშვების ხმაურის ფონზე, სტრიქონებს რითმავდა. მერე კარზე ზარი ირეკებოდა. მოდიოდა გოგი ცაბაძე და იწერებოდა სიმღერამეფაიტონე~. იწერებოდა დიდხანს – იქვე მუშავდებოდა, სწორდებოდა, ტექსტიც და მელოდიაც, ყველაფერი ექსპრომტად. გოგონები თამაშს წყვეტდნენ – ხან მამის, ხან გოგი ცაბაძის ცქერით იღლებოდნენ. გადიოდა დრო და სიმღერას, რომელიც მათ თვალწინ იქმნებოდა, ყველგან ისმენდნენ – ქუჩაშიც, რესტორანშიც, ტაბახმელაშიც, წყნეთის გზებზეც.
მერე კიდევ ზარი. ამჯერად ნანი ბრეგვაძე იდგა ზღურბლთან. თამრიკო ქვევიდან აჰყურებდა ქალს, რომელიც უკვე ნანახი ჰყავდა ფილმში ორერა: სრული სვლით წინ~. ქალი, რომელიც, გოგონას აზრით, ძალიან გამოპრანჭული და ლამაზი იყო. თამრიკოს პატარა სკამი ჰქონდა. შეიტანდა ოთახში, კუთხეში დაჯდებოდა და უსმენდა:ეს ნოტი აიღე~… ეს სიტვა ხომ არ ჯობია?~ ზარი მესამედ. ლევან გოთუა მოდიოდა.რეპრესირებული, გადასახლებიდან დაბრუნებული. მორისს მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა~. ყველანი ერთად ქალაქგარეთ მიდიოდნენ. არაგვის ხეობა, გუდამაყარი. ბევრი ფოტო. ბოლოს პიკნიკი. თამრიკოს ეგონა, რომ მიწაზე დაგებულ გადასაფარებელს კლიონკა~ ერქვა. ლევან გოთუა უსწორებდა:არა, ეს მუშამბაა, გენაცვალე~. – თუ ქართულად ლაპარაკობდნენ, ყოველგვარი მინარევების გარეშე უნდა ელაპარაკათ. ეს სიტყვაც – მუშამბა~ ბავშვურ მეხსიერებას განსაკუთრებულად აეკვიატა – ხომ დაგმართნიათ? მამა არ ჩხუბობდა.ერთხელ, როცა ბასას და ჩემს კინკლაობაში დედაც ჩაერია, მორისი შემოვიდა და გულწრფელად გაკვირვებულმა გვკითხა: რა გაჩხუბებთ, ნახეთ, გარეთ რა ამინდია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, რა დროს ეს არისო~.
დრო გადიოდა, პოეტური და თავისუფალი აურა კი სახლში არ იცვლებოდა. მამა იმდენად თავისუფლად მოაზროვნე კაცი იყო, რომ ყოველ სიახლეს იოლად ეგუებოდა ხოლმე. ვერაფრით წარმომედგინა, რომ მორისი ახერხებდა და ეცნობოდა ახლადგამოჩენილი კოტე ყუბანეიშვილის ლექსებს. ერთხელ კოტე ჩემთან სტუმრად მოვიდა. მორისი კი გამოვიდა და კოტეს მის ლექსებზე დაუწყო ლაპარაკი. მე იმდენად არ გამკვირვებია, რამდენადაც თვითონ კოტეს. თუმცა, რა იყო გასაკვირი – მორისს ხომ გულწრფელად უხაროდა, როცა ხედავდა, რომ ადამიანი თავისუფლად აზროვნებს და კარგად იცის ქართული ენა~. ამ შეხვედრის შემდეგ ერთი დამთხვევა მოხდა. ბასამსიყვარული დაფრინავს~ გადაიღო. უცნობმა ლექსს სხვა ტექსტი დაამატა რეპის სახით. მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს დებმა, რომ მამის სტრიქონებისთვის: სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის~ მისამღერი კოტე ყუბანეიშვილს დაუწერია:მიპასუხე, გენაცვალე, ვისი სული გსურს?~

მამა – ობობა
მხატვრისთვის ლექსი შინაგანი სამყაროს ის გამოძახილია, რაც ფუნჯის ტილოზე მოსმით ვერაფრით გამოხატა. პოეტისთვის პირიქით – ნახატია ის იდეა, რაც სიტყვებად ვერ გარდაქმნა, ტაეპებად ვერ გარითმა და ფუნჯის საღებავში ამოვლება არჩია.
თამრიკოს ბავშვობიდან ახსოვს მამის ერთი ნახატი – იმ მუშამბასავით აკვიატებული, ოღონდ ამჯერად ვიზუალურ მეხსიერებას შემორჩენილი: წითელ ფონზე თეთრი ცხენი დგას, ჯაჭვებითაა დაბმული და აწყვეტას ლამობს. ქართული რომანტიზმით, თუ მსოფლიო ეპოსით ნასაზრდოები, სრულიად პირდაპირი მეტაფორაა, მაგრამ პოეტისთვის და მისი ქალიშვილისთვისაც ძალიან ინტიმური და მტკივნეული – საბჭოთა პერიოდის წნეხის ფუნჯით გაპროტესტება.
სახატავი ქაღალდი დღემდე არ მიყიდია. მორისისგან შემომრჩა. არაჩვეულებრივად ხატავდა. მხატვრობაც მან შემაყვარა. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო~. გარდა იმისა, რომ პოეტი ხატავდა, პოეტსაც ხატავდნენ. ბავშვი გაიღვიძებდა დილას და დერეფანში ვედროებით მოტანილი თიხა ხვდებოდა – მეგობარი მამას აქანდაკებდა. მერე ეს ქანდაკება სასადილო ოთახში იდგა დიდხანს. ამიტომ იყო, რომ თუ ბავშვები, როგორც წესი, თვალ-წარბიან და გაცინებულ მზეს, ყვავილებიან მდელოს, გრძელკაბიან, ხელებგაჩაჩხულ პრინცესებს და მათ გვერდით უპროპორციოდ მდგარ პრინცებს ხატავდნენ, თამრიკომ პირველივე ცდაზე მამის პორტრეტი დახატა.უფრო ობობას ჰგავდა. შენახული გვაქვს. მერეც ხშირად ვხატავდი მორისს~.
პროფესიის არჩევას კიდევ ერთი ძვირფასი მოგონება უკავშირდება. სკოლას ვამთავრებდი, როცა მამამ ქანდაკების სასწავლად როლანდ ნაროუშვილთან მიმიყვანა. იმავე პერიოდში როლანდი ჭაბუა ამირეჯიბის ქანდაკებაზე მუშაობდა.დათა თუთაშხიაც~ იმავე პერიოდში უნდა გამოცემულიყო. მე ოთახის სიღრმეში ვიჯექი, შეგირდის რანგში. ჭაბუა მოქანდაკის პირისპირ – მენატურის ადგილას იჯდა და ამბებს ჰყვებოდა. მერე კი, როცა წავიკითხე `დათა თუთაშხია~, კლასელებს დიდხანს ვახარბებდი, რომ ეს ისტორიები ძალიან ინტიმურ სივრცეში, თვითონ მწერლისგან მქონდა მოსმენილი; რომ პირადად მწერალი ჰყვებოდა რაღაც ეპიზოდებს რომანიდან, რომელმაც მერე ყველა აალაპარაკა~.

რომანი
ამ სიტყვის ორჯერ ხსენება სიტყვების თამაშზე მეტია, რადგან ორ რომანს ვგულისხმობთ – მამის და შვილის. ორივე მათგანი – თავისიც და მშობლისაც შვილს ისე ძალიან მოსწონს, რომ კინოს სიუჟეტად აღიქვამს. ისედაც: ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი რომანები კინოს ჰგავს~. მერე კინო მთავრდება. ამბავი ხან წყდება, ხან გრძელდება. სიყვარული კი სულ რჩება, და თან, სულ დაფრინავს. მამის რომანი ასე იყო: გაგრაში დაიწყო, შუაგულ შავ ზღვაში. როზიტა ქერათმიანი იყო. მორისმა ის შორიდან დაინახა – მზის სხივებზე აბრიალებული თმებით. რუსი ეგონა. უკან დაედევნა. გოგონა უკვე ზღვაში ღრმად იყო შესული, როცა პოეტი წამოეწია და ჰკითხა: ”Который час” – ასეა ხოლმე, როცა ერთდროულად ცურვისგან და მღელვარებისგან სუნთქვა გეკვრება, როცა პოეტურობა და ორიგინალობა გტოვებს, საშველად ბანალურობას მოუხმობ ხოლმე და გამოსავალს სტანდარტულ ფრაზებში ეძებ... პასუხი ქართულად მიიღო და ისე გაუკვირდა, ისე დაიბნა, რომ ნაპირზე გამოსულმა, ქერა გოგონა დედას გააცნო; თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი – კონსტანტინე გამსახურდიას, გოგლა ლეონიძეს. მაჩაბლის ქუჩაზე, დიდი ხეების ჩრდილქვეშ დანიშნული პაემნები ქორწილით დაგვირგვინდა. თამადა გოგლა ლეონიძე იყო. შვილი სულ შეყვარებული იყო. ჯერ გამოგონილი პერსონაჟი – გია ჟაკეტაშვილი უყვარდა. მერე კისკოლაში მიღებული გამოცდილების~ შემდეგ დაასკვნა, რომ ბიჭები ერთი ნახვით, მათი გარეგნობის მიხედვით კი არ უყვარდებოდა, არამედ სიყვარულის გასაღვივებლად განსაკუთრებული სიტუაცია სჭირდებოდა. მას პოტენციური სიყვარულის ობიექტი მაშინ უნდა დაენახა და აღმოეჩინა, როცა ის რაიმეს გამორჩეულად აკეთებდა. ამ ლოგიკით, თამრიკოს სკოლაში შეუყვარდა ბიჭი, რომელსაც ერთხელ იმ მომენტში შეხედა, როცა მან კალათში სამქულიანი მოათავსა; მერე კი ერთი ბიჭი მოსწონდა, რომელიც კარგ მოთხრობებს წერდა.
ანუ: `ჩემი სიყვარული ყოველთვის Aცტიონ-ში მოდიოდა~…

Aცტიონ! ორი მნიშვნელობით
რეჟისორის ასისტენტის ეს ბრძანება გადასაღებ მოედანზე ხშირად ისმის ხოლმე. დუბლი 1, დუბლი 19, დუბლი 178-ე… არ ვარგა. ერთხელაც, თავიდან, Мотор! = Aცტიონ!
გიო მგელაძე არა, მეგობარო!~-ს ცუდ დროში იღებდა. დროში, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე თაობას – ჩემსას, ჩემზე ცოტა წინას და იმაზე უფრო წინას – ათქმევინა, რომ ჩვენ დაკარგული თაობა ვართ. დრომ, რომელმაც ლევან აბაშიძე იმსხვერპლა. გიორგი გურგულიაარა, მეგობარო!~-ს გადაღებებზე ლევანმა მიიყვანა და ყველას გააცნო, მათ შორის თამრიკოსაც. თამრიკო 33 წლის იყო, გიორგი – 4 წლით უმცროსი, მოჩხუბარი. მუშაობდნენ, იღებდნენ, მერე ლევანი გაქრა. პირველი შოკის შემდეგ მთელმა ჯგუფმა გადაწყვიტა, გადაღებები მაინც დაესრულებინათ. გიო მგელაძემ გამოსავალი სუბიექტურ კამერაში იპოვა – კამერა ლევანი იყო, გადასაღებ მოედანზეც ყველა მისთვის თამაშობდა.
სწორედ იმ დროს მოხდა ის Aცტიონ, რომელიც უკვე გადაღების დაწყებას კი არა, იმ მოქმედებას ნიშნავდა, სიყვარულს რომ იწვევს; ანუ ის გრამატიკული დრო დადგა, თავიდან რომ ვახსენეთ. ლექსის წერის არ იყოს, შეყვარებასაც ხომ ძალიან უხდება ეს აწმყო განგრძობითი. და წარმოიდგინეთ, რა ბედნიერია ადამიანი, ვინც მაშინვე გაიაზრებს გასააზრებელს და სათქმელს ზუსტად ყოფნა~ დამხმარე ზმნისა და საუღლებელი ზმნის აწმყო მიმღეობით იტყვის:მე მიყვარდება. ეს ამ წამებში ხდება~.
თამრიკო კამერის ობიექტივში იყურებოდა, დეტალებს ასწორებდა, ამოწმებდა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. ამ დროს მის წინ გიორგი გურგულია იდგა და თამაშობდა. თამაშობდა კარგად~. _ რას აკეთებდა? განსაკუთრებულს არაფერს. კამერისკენ უნდა გამოეხედა. გამოიხედა, მე ობიექტივიდან ვადევნებდი თვალს. მივხვდი, ჩემთვის თამაშობდა. ამას ქალი ყოველთვის გრძნობს~.
კინო დამთავრდა. მაგრამ არ დამთავრდა ამბავი. არადა, მეგონა, რომ არჩევანი გაკეთებული მქონდა. მეგონა, რომ თავი საქმისთვის უნდა შემეწირა – საკუთარი ქორწინება ვერ წარმომედგინა. იმდენად დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, რომ ამან მერე ტრადიციული ქართული ოჯახის შექმნაშიც შემიშალა ხელი. თვეების განმავლობაში ვიყავი გადაღებებზე, ტყე-ღრეში დავდიოდი, უამრავ რამეს თვითონ ვწყვეტდი. ამიტომ დაქორწინების შესახებ მოსაზრებაც სპონტანურად შევცვალე. თვითონ გიორგი დამეხმარა. ამ მხრივ ძალიან აქტიური ადამიანი აღმოჩნდა~. _ გამოგივლი და წავიდეთ, _ უთხრა. თამრიკომ ზურგჩანთა აიღო და წავიდნენ. დრო იგივე იყო: ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების წრიალის. ყველა გაგებით. ტაქსმა მოსაშვილის ქუჩაზე მიიყვანა, ერთ პატარა ოთახში. გიო მგელაძემ შამპანური მოიტანა, თამრიკომ სამთავროს დედათა მონასტრიდან დედების მიერ ნაჩუქარ, იქ კი ჰუმანიტარული დახმარებიდან მოხვედრილვეჯი ბურგერებს~ წყალი დაასხა და კატლეტი შეწვა. ასეთი იყო მათი ქორწილი.
ტრადიციული ქართული სამასკაციანი ქორწილი ჩვენთვის მთელ თვეზე გადანაწილდა. ქუჩაში მანქანები არ დადიოდა. შუქი არ იყო. ჩემს გარშემო უამრავი უმუშევარი იყო, მაგრამ ჯიხურებში შამპანური მაინც იყიდებოდა. ვიღაც ყოველთვის ახერხებდა ყიდვას და ასე ნაწილ-ნაწილ მოდიოდნენ მოსალოცად. ერთი თვის თავზე მივხვდი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, გავგიჟდებოდი. ისევ ავიღე ჩემი ზურგჩანთა და სამუშაოდ წავედი. სერიალისსახლი ძველ უბანში~ გადაღებები დაიწყო~.
ერთი თვის თავზე ყოველ საღამოს ვეჯი ბურგერებით~ გადახდილი ქორწილი დამთავრდა და დაიწყო პირველი ჩხუბი. სერიალის გადაღებები კავკასიის ბირჟაზე, პავილიონში მიმდინარეობდა, სადაც ყოველდღე აყალმაყალი იყო და სროლა ისმოდა. თუ სერიალში გოგოლა კალანდაძის გმირი ელოდებოდა ბავშვს, სინამდვილეში _ თვითონ თამრიკო იყო ორსულად. გიორგი ნერვიულობდა და ცოლის სახლიდან გასვლას აპროტესტებდა.როცა პირველად მომთხოვა შინ დარჩენა, მაშინ გავიაზრე, თუ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება~.
თუმცა, ჩხუბი მათ ისე მიიღეს, როგორც ერთთვიანი ქორწილისა და თაფლობის თვის შემადგენელი ნაწილი. ამ ტრივიალურ თემებზე წარმოქმნილ კამათს სანთლის შუქზე გამართული ჭადრაკის პარტიებით აგვირგვინებდნენ. ეს საუკეთესო პერიოდი იყო~. 1995 წლის თებერვალში დათო დაიბადა.მერე უკვე, როგორც მთელი ქვეყანა, ისე ჩემი ოჯახიც, თანდათან, ეტაპობრივად დგებოდა კალაპოტში. მეტიც, მგონი, რევოლუციის პერიოდში განვქორწინდით. არჩევნებზე ერთად წავედით და როცა არჩევნები საჭირო აღარ იყო, ჩვენი ოჯახი დაიშალა~.
ტყუილად არავის ეჩვენება, რომ თამრიკო განქორწინებაზე მართლაც ყოველგვარი ტკივილისა და სასოწარკვეთის გარეშე საუბრობს. ყველაფერი ისევე ლაღად და თანხვედრილი გრძნობით დასრულდა, როგორც დაიწყო. ისინი ერთად მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან ერთდროულად მიხვდნენ, რომ სიყვარული დამთავრდა.
როცა პირველად წავედით ერთად, საკუთარ გადაწყვეტილებაზე მთელი გზა მეცინებოდა. ძალიან მიხაროდა, რომ ასე ვიქცეოდი. მიკვირდა და მიხაროდა. ფინალიც ასეთივე მხიარული იყო – ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, იუმორსა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული~. მოკლედ, სიყვარული დამთავრდა და ეს მათ საქმესაც დაეტყო. სანამ კარგად იყვნენ, ერთობლივი ნამუშევრებიც კარგი გამოსდიოდათ: ღვინოსათავადო~ და შეყვარებული კაცების არაყი. მაყურებელმა ორივე რეკლამა შეიყვარა, იმიტომ, რომ წყვილმა მასში მთელი გრძნობა ჩადო. თითქმის სულ ასე იყო – თავიანთი სიყვარულიდან გამომდინარე, საქმესაც ერთგულებით ეკიდებოდნენ. ბოლო პერიოდში ერთად შექმნილი ნამუშევრების გახსენება კი თამრიკოს არც სურს _ გრძნობის გაციება საქმეშიც გამოვლინდა და იმიტომ.
მარიკა თხელიძემ პრეზენტაციაზე მთელი ოჯახი დაპატიჟა _ გიორგი, თამრიკო და დათო. ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე მივიდა. იმ საღამოს გადაწყვიტეს, ოჯახურ პრობლემაზე ღიად ესაუბრათ.
რამდენიმე ხანში თამრიკოს დათო ნიცაში მიჰყავდა, ფესტივალზე. ფიქრობდა, რომ შვილს მშობლების დაშორებით გამოწვეულ ტრავმას მოგზაურობით გაუიოლებდა. ერთმანეთსაც ამის გამო შეხვდნენ, მაგრამ არა თამრიკოს ან გიორგის სახლში, ან კაფეში, არამედ საქმიან ადგილას, ნოტარიუსთან, სადაც გიორგის წერილობითი თანხმობით უნდა დაედასტურებინა, რომ დედას ბავშვს საზღვარგარეთ ატანდა.
მოსაწევად გარეთ გამოვედით. ვიდექით კოსტავაზე, კარგი ამინდი იყო, ვეწეოდით და არ ვიცოდით, პირველად რომელს გვეთქვა. იდგა დაძაბული სიჩუმე, ისევე, როგორც სიყვარულის ახსნის დროს არის ხოლმე~. ბოლოს, სიგარეტის ნაფაზსა და ნაფაზს შორის, ნავსი გატყდა და სათქმელი ითქვა. ორივემ შვებით ამოისუნთქა. გაერთნენ კიდეც.იმდენად არაფერი გვქონდა საკამათო, რომ ერთადერთი კითხვა გაჩნდა: ზაური ვის დარჩეს?~ ზაური მძღოლია. რაღაც უნდა გითხრა~
დიდ სიყვარულს ასე გმირულად მხოლოდ ძლიერი ქალები ელევიან ხოლმე. იმის აღიარება, რომ ისტორია დამთავრდა, როგორც წესი, უჭირთ. თამრიკო კი მიიჩნევს, რომ ძლიერია. კერპები არ ჰყავს, მაგრამ ყოველთვის აღაფრთოვანებდა სამი ქალი, სამივე გერმანელი: მარლენ დიტრიხი, ლენი რიფენშტალი და მარია ბრაუნი – ისე, როგორც ფასბინდერის ფილმშია. როცა ფაშისტობას აბრალებდნენ, ლენი ადგა და აფრიკაში წავიდა ფოტოების გადასაღებად... მე ეს ქალები შინაგანი ძლიერების და ურყევობის გამო მომწონს. ფაქტი, რომ ისინი არსებობდნენ, მეც მამხნევებს~. ძლიერი ქალები ტრაგედიებს შემართებით იტანენ. თამრიკოსთვის თვითმფრინავის ბიჭების ისტორია ძალიან ახლობელია. ერთად ნახეს ფილმი თვითმფრინავის გატაცების შესახებ, საიდანაც რადიკალური პროტესტის იდეა დაიბადა. თამრიკომ ნანახი უმალ დაივიწყა, ბიჭებმა – არა. თამრიკოს მეგობარს, დათო მიქაბერიძეს სახეზე შეთქმულის იერი დაედო. მისი იშვიათი ფირფიტებითა და ათასგვარი საინტერესო ნივთით სავსე ოთახიც, რომელიც მთელს სამეგობროს უყვარდა, თანდათან გაიძარცვა; მთელი სივრცე და აურა ბიბლიამ დაიკავა. თამრიკოსთვის მისი საქციელი იდუმალების ბურუსში გაეხვია, მაგრამ ყურადღება მაინც არ მიაქცია, ეგონა, რომ სიყვარულის ბრალი იყო. ერთ საღამოს, მეგობრის სახლიდან დიდი მხიარულების შემდეგ, შინ ბრუნდებოდნენ. დათო მოულოდნელად დასერიოზულდა. და ძალიან უცნაური ხმით მიმართა:რაღაც უნდა გითხრა…~ მაგრამ თამრიკომ მეგობრის სახლიდან გამოყოლილი აღტკინებული ხალისით უპასუხა და დათომაც აღარაფერი თქვა.
მერე მოხდა ის, რაც იმ ღამეს დათომ მას არ უთხრა. ქვეყანა ამოტრიალდა. ყველაფერი გადაფასდა. ახალი ათვლის წერტილი გაჩნდა. წარსულს ჩაბარდა რომანტიზმის ხანა, როცა გაცნობიერებული, თუ გაუცნობიერებელი პროტესტისთვის ქუჩის კოსტიუმირებული შოუებიც კმაროდა; როცა ხან ბონი და კლაიდის~ დღე ჰქონდათ, ხან – ამერიკული ვესტერნის და ქუჩებსაც შესაბამისად გამოწყობილები იპყრობდნენ. მერე გამოივლიდა ვიღაც გიტარით, დათო მიქაბერიძე მივიდოდა, სთხოვდა გიტარას და თამრიკოსთან ერთად, ექსპრომტად, ფოტოს იღებდა – თამაშით, მხიარული ჟესტიკულაციით. ერთხელ გრამოფონის საღამოც მოაწყვეს. დათოს გოგო მოსწონდა. გოგო ავად იყო. დათომ მისთვის გრამოფონის ჩუქება გადაწყვიტა. კონტექსტიც მოუფიქრა. თამრიკომ ოციანი წლების კაბა ჩაიცვა, დათო – გეტსბივით გამოეწყო. ხელში გრამოფონი ეჭირათ და მიდიოდნენ დაბადების დღეზე – რეალობიდან სრულიად ამოვარდნილები. იმ დროს თბილისში სხვანაირი ბიჭები ცხოვრობდნენ. ისეთი სხვანაირები, რომ ბევრს, შეიძლება, არც გაუმართლა და ასეთებს ვეღარასდროს შეხვდება.ბოლოს არ ვიცი, როდის ვნახე ასეთი მამაკაცები, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო იცვლება ყველაფერი. ვცდილობ, თინეიჯერების თაობაში ჩავიხედო. ვაკვირდები იმ ბავშვებს, ბასას გადაღებებზე რომ მოდიან ხოლმე, მაინტერესებს, აქვთ თუ არა ასეთი ურთიერთობები. რაღაც მსგავსებას ვხედავ, მაგრამ იმ რომანტიკას, რომელიც წინათ იყო, მათ სამყაროში ვერ ვპოულობ ხოლმე… აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად მიხარია ხოლმე, იმ პერიოდის მეგობრებს რომ ვხვდები. საახალწლო პროექტზე ჩვენთან ერთად გოგა ჩხეტიამაც იმუშავა. დიდი ხნის მერე შევიყარეთ, და მივხვდი, რომ ძველი სამეგობრო ისევ ვიკრიბებოდით. ძალიან გამეხარდება, თუ ლადო მაისაიასთანაც მომიწევს ოდესმე მუშაობა. დანარჩენები? იურა ბერიშვილი დღემდე ზის თავის სახლ-სახელოსნოში და იმას აკეთებს, რასაც წინათ – ხატავს…~

ფინალი
თამრიკო მხატვარია, მაგრამ იმდენადაა კინოსთან შეზრდილი, რომ საკუთარი ცხოვრების შესახებაც კინოენით საუბრობს: ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი რომანები კინოს ჰგავს~;ჩემი სიყვარული აცტიონ_ში მოდის~; ეს ამბავი ისეთი საინტერესოა, რომ კინოს სიუჟეტად აღვიქვამ~... – ასე ლაპარაკობს თამრიკო და თუ მას მივბაძავთ, გამოდის, რომ ამ ისტორიასაც დასასრული კი არა – ფინალი აქვს. ოღონდ, ყველა ფინალი ხომ პირობითია და სინამდვილეში ახალ დასაწყისს გულისხმობს _ მომავალ დროს. ჯერ კი ისევ აწმყო განგრძობითი დგას. თამრიკო ისევ შეუსვენებლად მუშაობს და დათოს ზრდის. დათო 10 წლისაა. დედის და მამის განშორებას მტკივნეულად არ აღიქვამს, რადგან ბავშვი თავიდანვე მიხვდა, რომ ამ გაყრაში არ იყო არც ჩხუბი და, რაც მთავარია, არც ტყუილი. მიხვდა, რომ ყველაფერი სტრესის გარეშე, ბუნებრივად მოხდა; რომ დედა და მამა ასე უკეთ გრძნობდნენ თავს. ეს ჰარმონიული არჩევანი ბავშვის ხასიათშიც ვლინდება.ძალიან არ მინდოდა, მამასავით მოჩხუბარი გამოსულიყო, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. დათო ძალიან სხარტია და აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე გიჟდება. ანუ, თუ მამამისი უსისტემოდ ჩხუბობდა, დათომ სისტემა მოუძებნა ამას – ეს უკვე ჩემი დეტალია. უყვარს წიგნებიც, რის გამოც დედაჩემი მე მამსგავსებს, რადგან იყო დრო, როცა წიგნებს მიმალავდნენ – ერთხელ საყინულეშიც კი ვიპოვე…~
თამრიკო კი მუშაობს. ტრიესტიდან და ბერლინიდან დაბრუნებული, მომავალი დროის დადგომას ელის, როცა წვრილ-წვრილ, მიმდინარე პროექტებს რაღაც დიდ და უფრო ამბიციურ კინოპროექტს მოაყოლებს. ჯერ ამაზე ლაპარაკი არ უნდა. მერე უფრო დიდი ეფექტი ექნება. ამასობაში კი ცხოვრება დამხმარე ზმნა `ყოფნისა~ და საუღლებელი ზმნის ინგ-იანი ფორმით გრძელდება. ამავე დროში ერთი უწყვეტი, მუდმივად ბრუნვადი მოქმედება ხდება. თვითონ გამოიცანით, რაც. 

ავტორი: თამარ ბაბუაძე

ფოტო: იური მეჩითოვი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s