პატარა პრინცის ნათესავები

მისი მარშრუტი ასეთია: ტულუზაკასაბლანკა, კასაბლანკა დაკარი. ხან სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს, ხან _ აფრიკაში. არაბი მეგობრები ხომ, საერთოდ, აღმერთებენ. თუმცა რა გასაკვირია?! ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ფრთიანი მანქანით იქ დაფრინავს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აქლემების ქარავანებით წყლის საძებნელად კვირებს ატარებს.
სოფელში ჩადის. დიდ სკივრში ინახება ნივთები, რომელთაც შვიდი წლიდან აგროვებს. ჩადის და ამ ნივთებს ამოალაგებს ხოლმე, ძირს აწყობს და წარსულს უბრუნდება.
მას არაფრის ეშინია. ყველა ფრენა წარმატებით მთავრდება, მაგრამ ამბობს: გამარჯვებულები ჩუმად უნდა იყვნენ!
ის მადლობელია უცნობი ქალბატონის, რომელმაც წინა ღამით მისთვის ბახის ნაწარმოები შეასრულა.
ფრენებს შორის იმ წიგნებს წერდა, რომელიც ოკუპირებული საფრანგეთის საზოგადოებას ახალ ძალებს მატებდა.
კიდევ იყო ერთი წიგნი, რომელიც პატარა პრინცის ამბავს მოგვითხრობდა. მკითხველს ყველაზე მეტად ეს წიგნი შეუყვარდა. დღემდე, ბესტსელერების ჩამონათვალში, ის კონკურსგარეშე ლიდერია. სტილისტურად, ბავშვის დაწერილი დღიური გეგონება, _ არადა, სავსეა გამოცდილებით.
1944 წლის 31 ივლისს ის თითქოს ჩვეულებრივად აფრინდა. გავიდა დრო. თავიდან ჩათვალეს, რომ მოგვიანებით გამოჩნდებოდა. მაგრამ, როცა ძალიან დააგვიანდა, მთელს მსოფლიოს ამცნეს: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ჰაერში გაუჩინარდა. ის საფრანგეთის გათავისუფლებამდე სამი კვირით ადრე დაიღუპა.
`პატარა პრინცი~! _ ასეთ დროს ემოციას ვერ ფარავენ და ამბობენ: ვგიჟდები.
მივხვდი, მხოლოდ ადამიანებს როდი უსრულდებათ ოცნებები. არსებობენ ბედნიერი ჟურნალებიც, რომლის ფურცლებზეც ეგზიუპერის შთამომავალთა ექსკლუზიური ინტერვიუ შეიძლება მოხვდეს, ანდა პარიზში მდებარე ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ცენტრის ფოტორეპორტაჟი წარმოგიდგენთ.

კარი გაიღო და ასაკოვანი ქალბატონის მომღიმარე სახე გამოჩნდა. ეს კლოდ პრიმაკოვი გახლდათ, ეგზიუპერის დის შვილიშვილი. ჩაი მოგვართვა და საყვარელი სიგარეტი _ უფილტრო გალუაზი~ გამოგვიწოდა. ჩვენ არ ვყოფილვართ პირველი ქართველები, რომელიც ქალბატონმა კლოდმა გაიცნო. მეუღლის დედა, ქართველი ანასტასია მიქელაძე იყო. 80-იან წლებში საქართველოში ნამყოფს, დღემდე ღიმილს ჰგვრის ბედნიერი სახეების გახსენება. რესტორნებში მაგიდებიდან გვიხმობდნენ და გვეპატიჟებოდნენო.ვეფხისტყაოსანსაც~ საპატიო ადგილი უპოვია მის ბინაში, სადაც კლოდი ახლა მარტო ცხოვრობს. მეუღლე ოთხი წლის წინ გარდაეცვალა. გოგონა პარიზში, სხვა სახლში დაბინავდა. ვაჟი კი ნანტში ცხოვრობს, ქართველ მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
სეირნობა, მეგობრების წრეში გართობა და ჩოგბურთი უკვე წარსულს ჩაბარდა. მანქანა, რომელიც გადაადგილებაში ეხმარება და წიგნები: ჰემინგუეი, კუნდერა. ჩვენში პოპულარული თანამედროვე ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი როცა ვუხსენე, ჩაეღიმა და თქვა: ძალიან უცნაური მწერალიაო. კეთილგანწყობილი და საინტერესო გარეგნობის ქალბატონი ძალიან მივამსგავსეთ ეგზიუპერის. გაირკვა, რომ პირველები აღმოვჩნდით, ვინც ეს მსგავსება შენიშნა.
ბავშვობაში დედა არ გვაკითხებდაპატარა პრინცს~. თვლიდა, რომ ნაადრევი იქნებოდა. ჩემს შვილებს, პირიქით, ადრეულ ასაკში წავაკითხე და ძალიან მოიწონეს.
მე არ შევხვედრივარ ანტუანს. ის 1944 წელს გარდაიცვალა და მაშინ პატარა ვიყავი. მისი და, ბებიაჩემი ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ქალბატონი იყო. ის ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. ჩინეთში იმდენ ხანს ცხოვრობდა, რომ ენაც შესანიშნავად ისწავლა და ფიზიკურადაც კი დაემსგავსა ჩინელს.
ათი-თორმეტი წლის ასაკში, ეგზიუპერით მოხიბლული, ინგლისში აღმოვჩნდი. იქ უამრავი წიგნი წავიკითხე ომზე.
როდესაც საფრანგეთში გერმანული არმია შემოვიდა, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ბებიასთან გაგვხიზნეს. მშობლები პარიზში დარჩნენ. საფრანგეთი ორ ნაწილად გაიყო. ერთიდან მეორეში გადავედით. გერმანელები სახლებს იკავებდნენ. ჩვენთანაც შემოვიდნენ, მაგრამ არ ავუწიოკებივართ.
ძალიან ამაღელვებელი გარემო იყო. ბაღებში ტანკები იდგა. სრული ქაოსი… მამა ფანჯარასთან დაგვაყენებდა და გვაფრთხილებდა, რომ გარეთ გასვლა სახიფათო იყო. თუმცა, ამ სანახაობას გვამახსოვრებინებდა, როგორც რეალობას.
ყოველდღე რაღაც ხდებოდა. მამა ცდილობდა, BBC-ზე ნამდვილი ამბები მოესმინა და საქმის კურსში ყოფილიყო.
ინგლისში სამი წელი ვსწავლობდი. შემდეგ სარეკლამო ინდუსტრიაში ვიშოვე სამსახური.
სასიყარულო ისტორიაც ჩვეულებრივად დაიწყო. არანაირი მისტიკა. ჩემს ქმარს შესანიშნავი მშობლები ჰყავდა. თვითონ საფრანგეთში იყო დაბადებული.~
ქალბატონი კლოდი ვერაფერს ხედავს უცნაურს იმაში, რომ ლეგენდარული მწერლის სისხლისმიერი ნათესავია. არანაირი უტრირება. მის ბინაში ერთი ფოტოც კი ვერ ვნახეთ, არამცთუ ნივთი, რაც ეგზიუპერისთან ასოციაციას აღძრავდა.
როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამ მწერლის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ვუამბობდით, ისიც ვაუწყეთ, რომ საყვარელი წიგნების ჩამონათვალში პატარა პრინცი~ კვლავინდებურად ლიდერობს. კლოდმა თავმდაბლობა გამოიჩინა, ჩაიღიმა და კითხვა შემომიბრუნა, ეგზიუპერის გარდა, კიდევ რა არის იმ ჩამონათვალშიო? როგორც ადგილზე გაირკვა, ყველაზე ცოტას სწორედ ბაბუაზე საუბრობს. უყვარს, როცა პარიზის მეხუთე და მეექვსე უბნებს მანქანით უვლის წრეს და სენ ჟერმენზე ფეხით სეირნობს. ზაფხულს ზღვის პირას მდებარე სახლში ატარებს, რომელიც ყოველთვის სავსეა საყვარელი მეგობრებით. არ ვარ მოდას აყოლილი, თუმცა სხვაზე ძალინ მომწონს ძვირფასი მორთულობა. ღვინო და მოდა ფრანგისთვის უმთავრესია. პარიზი იცვლება, მაგრამ არაფერი ემუქრება არქიტექტურას და ქალებს. აქ ძალიან ბევრი რამეა, რაც თავს გაყვარებს.~
საუბრის დიდი ნაწილი ინფორმაციების გაცვლას დაეთმო. მას თურმე მიშა კობახიძის შავ-თეთრი ფილმები მოსწონს, უყვარს მუზეუმები და არ დადის ოპერაში. ჩვენ ვუთხარით, რომ ყოფილი ბარნოვის, დღეს უკვე ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, არის ერთი ბაღი, რომელიც ორ პრესტიჟულ უბანს _ ვერას და ვაკეს აერთებს და რომელსაც, აგერ უკვე რამდენი ხანია, მრგვალ ბაღს უწოდებენ. მის შუაგულში პატარა პრინცის ქანდაკება დგას, რომლის ირგვლივაც ის ცხოველებია გამოსახული, ასე კარგად რომ გვახსოვს წიგნიდან. მადამ კლოდს ისიც ვაუწყეთ, რომ ჩვენს ქალაქში იყო დრო, როცა დილაობით, მრგვალ ბაღში ჩვენი საყვარელი გმირების ქანდაკებები აღარ გვხდებოდა… მერე ისევ დგამდნენ, მერე ისევ ქრებოდნენ.
კლოდ პრიმაკოვი დინჯად გვისმენდა და საუბრის ბოლოს მაინც დაეტყო, რომ მას ერთადერთი გმირი ჰყავს. ეს გმირი ბაბუა _ ანტუან დე სენტ ეგზიუპერი გახლავთ.

ჟან-პოლ გოტიეს განწყობაში გადაწყვეტილი პარიზი, ასიმეტრიის კლასიკური გააზრებით, სავსეა ფანტასტიური მისამართებით. მაგრამ იყო გამონაკლისიც, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:
სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული პატარა პრინცის პატარა ქანდაკებები. პატარა პრინცის ჯადოსნური მოსასხამი. ათასნაირი ნივთი მისი გამოსახულებით, და წიგნები _ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემული. ეს ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ცენტრის ოფისი იყო, რომლის ხელმძღვანელიც მწერლის კიდევ ერთი ნათესავი _ მეორე დის შვილიშვილი ოლივიე დ’ აგი გახლავთ.
და თუ მადამ კლოდ პრიმაკოვთან ერთი ფოტოსურათიც ვერ მოვიძიე და მაინც, მწერლისადმი მისი დამოკიდებულება შესანიშნავად ვიგრძენი, აქ, ამ ოფისში, ეგზუპერის საავტორო უფლებების, P.ღ.-ის, არქივისა და ზღაპრული გარემოს სივრცეში აღმოვჩნდი.
რამდენიმე თანამშრომელი მწერლის ცხოვრებას და შემოქმედებას პერიოდების მიხედვით იკვლევს. ეს ცენტრი კონტაქტებს იმ ქვეყნებთან ამყარებს, სადაც ამ წიგნის თარგმნის სურვილს გამოთქვამენ. ასეთი ქვეყანა კი 120-ზე მეტი აღმოჩნდა.
გასულ წელს სამხრეთ კორეაში ვიყავი. წიგნების მაღაზიაში შევედი და ვუთხარი,პატარა პრინცი~ მომეცით-მეთქი. უეცრად გამყიდველი მომიბრუნდა და მკითხა, ჩვენ 47 თარგმანი გვაქვს, თქვენ რომელი გნებავთო. შოკში ჩავვარდი და ყველა შევიძინე. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს უნივერსალური შემთხვევაა. ეს ნაწარმოები ერთნაირად უყვართ ბრაზილიაში, იაპონიაში, არგენტინაში. პატარა პრინცი ფრანგი არ არის.
ტოკიოში ეგზიუპერის მუზეუმია, რომელსაც წელიწადში მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. იაპონელებს ეგზიუპერი გამორჩეულად უყვართ. მოგეხსენებათ, სამურაების ქვეყანაა და ალბათ ანტუანშიც მებრძოლს ხედავენ. მისი ფილოსოფია, მოვლენების მთლიანობაში აღქმითა და სიმსუბუქით, იაპონელებისთვის ახლობელი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, საფრანგეთში ჯერ არ არსებობს მისი მუზეუმი. ეს ჯერ-ჯერობით დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
ჩემთვის ეს წიგნი ათი წლის ასაკში გახდა ცნობილი, მოვიხიბლე და სამუდამოდ შევიყვარე.
ბებია 1992 წელს გარდაიცვალა, შესანიშნავი ქალბატონი იყო. ძმაზე საუბარი არ უყვარდა. ოჯახური მოგონება ბევრი არც ჰქონია, ვინაიდან ანტუანმა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო ფრენა და, შესაბამისად, ხშირად ოჯახიდან შორს იყო.
ეგზიუპერი იმ მწერალთაგანია, რომლის ცხოვრებაც ზღაპრული თავგადასავლებით იყო სავსე. მის შესახებ უამრავი სასიყვარულო ისტორია არსებობს, რომლებიც მოგონებების წიგნებშია შესული. მოკლედ, ცხოვრების სენტიმენტალური მხარე. მომხიბვლელი მამაკაცი გახლდათ და პოპულარობითაც სარგებლობდა ქალბატონებში. ისე, ბავშვობიდანვე ქალების გარემოცვაში იზრდებოდა. მამა ადრე გარდაეცვალა, დედა და დები დარჩნენ.
ანტუანის მეუღლე კონსუელო ძალიან ორიგინალური ქალბატონი გახლდათ. ის ხელოვანი იყო და ამიტომაც, მათი ერთობლივი ცხოვრება ხშირად ირეალურობაში გადადიოდა.
უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ პატარა პრინცი~ 1940_43 წლებში, ამერიკაში დაიწერა და იქვე დაიბეჭდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. საფრანგეთში კი მხოლოდ 1945 წელს გამოვიდა. წელს პირველი გამოცემიდან 60 წელს აღვნიშნავთ. როცა წიგნისთვის ილუსტრაციები მომზადდა, უამრავი შეცდომა დაუშვეს. საუბარია ილუსტრაციასა და ტექსტს შორის აცდენაზე და ორიგინალთან შედარებით, ფერთა შეუსაბამობაზე. 50 წლის მანძილზე, ადამიანები მცდარ ვერსიას ეცნობოდნენ. ათი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ორიგინალური ვერსია გამოგვეცა. მაგრამ უცნაური რამ მოხდა: ორიგინალები დაიკარგა.~ ამასობაში ჩემი აზრი გამოვხატე და ვთქვი: დარწმუნებული ვარ, ამერიკაშია. ოლივიეს ჩაეცინა და თქვა: რა თქმა უნდა, ამერიკაშია. უახლოეს მომავალში ამერიკაში სწორედ ამის გასარკვევად მივდივარო. გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ამიტომაც, ორიგინალებს ახალი ილუსტრაციები ჩავუნაცვლეთ, რომელზეც ფრანგი დიზაინერები მუშაობდნენ. თუმცა, კიდევ ერთი საოცრება მოხდა: ახლი ვერსიებიც გაქრა.
მაგრამ მისტიური არამარტო ილუსტრაციების ბედია. ~პატარა პრინცში~ უამრავი დამთხვევა და მინიშნებაა.…ორიგინალურ ვერსიაში 44 მზის ჩასვლაა, 44 კი ის წელია, როცა ეგზიუპერი გარდაიცვალა. ეს მოახლოებული სიკვდილის წინასწარმეტყველებაა~.
ჩვენს წინ, მაგიდაზე უნიკალური გამოცემები ეწყო. ზოგიერთს თავად ავტორის ავტოგრაფი ამშვენებდა. 60 წლის წინანდელი პირველი გამოცემები, გახუნებული ყდით.
1943 წლის 7 აპრილი _ პირველი გამოცემის თარიღია. იმ დღეს კი 2005 წლის იანვარი იყო და ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ცენტრის ოფისში, ოლივიე დ’ აგის თხოვნით, ქართული გამოცემის (მთარგმნელი ჟორჟ ეკიზაშვილი) სათაურის ქვეშ, ლათინური ასოებით ვწერდი: PATARA PRINTSI. ეს, უბრალოდ, ჟღერადობისთვის.
დამშვიდობებისას, ოლივიემ თქვა: საქართველოს გადაეცით, რომ ის ჩვენს გულშიაო. და სწორედ ამიტომ, ამერიკიდან დაბრუნებული, ორიგინალური ილუსტრაციების ბედის შესახებ სწორედ ჩვენ მოგვაწვდის ინფორმაციას. `ცხელი შოკოლადის~ მკითხველი კი იქნება პირველი, ვინც ამ ექსკლუზიურ ასლებს იხილავს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s