ან.კა. ანუ მოკლედ კალატოზიშვილებზე

ბედნიერია, როცა გარშემო ყველა ჯანმრთელადაა და ბევრი სამუშაო აქვს. არ სჯერა ცრურწმენების; თვლის, რომ ზოდიაქოს ნიშანმა _ ტყუპებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია მის ხასიათზე ~არა, მერყევი ხასიათი არ მაქვს, უბრალოდ როცა ერთ ანკას იქით უნდა, მეორე აქეთ იქაჩება~. საინ­ტერესო მოსაუბრეა. საკმაოდ ბევრს ეწევა. მეგობრებთან ერთად მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელსაც ხშირად მიირთმევს. არ ჰგავს თავისი ასაკის ქალბატონს, და საერთოდ, სიტყვა ქალბატონი სკამზე ფეხებით შემოსკუპებულს სრულებითაც არ უხდება. სამაგიეროდ უხდება კი არა, არის კიდეც შემოქმედი ადამიანი, საოცარი ფანტაზიის მქონე ნიჭიერი მხატვარი. ერთადერთი, რაზეც გული წყდება, სახელოსნოს არ ქონაა, რის გამოც დიდი ხანია ვეღარ ხატავს ზეთში. სამაგიეროდ, ქმნის შესაშურად ლამაზ აპლიკაციებს და კიდევ უფრო ლამაზ სასცენო კოსტიუმებს. ბევრჯერ იმეორებს, რომ თბილისი, მოსკოვი და ვენა ყველა მისია. რატომ?

თბილისი. აეროპორტი.
საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრციდან დიდი~ თვითმფრინავი ნელა ეშვება მიწაზე. მაღალი, ოდნავ წელში მოხრილი, შუახნის ჭაღარაშერეული მამაკაცი დინჯად მიუყვება ტრაპს. _ მიხეილ კალატოზოვი? – კითხულობს პასპორტის საკონტროლო პუნქტიდან გამოყოფილი თავი. –დიახ. ეს ხომ პატარა ანკასთვის მთელი რიტუალია. მამასთან ერთად, მანქანანით წასვლა იქ, სადაცდიდი~ თვითმფრინავიდან ერთი დიდი~ კაცი ჩამოდის. დიდია აბა რა, ტანმაღალი, მოსული ძალიანდიდი~ ქუდით და ასევე დიდი~ პალტოთი. ისე, შეიძლება სულაც არ იყო ასეთი დიდი, მაგრამ მაშინ ასე ეჩვენებოდა. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო. აერო­პორტის მოსაცდელისთვის ჩვეულ ჩოჩქოლში, ცოტა ხანს მამასთან ერთად იცდის, მერე კი... მერე კი ჩამომსვლელთა ნაკადში გამოჩნდებადიდი~ კაცი და რიტუალიც მთავრდება.

ხუთი წლის რომ ვიყავი~ ხუთი წლის რომ იყო, კარგად ახსოვს როგორ ხვდებოდა ზემოთ მოხსენიებულ რიტუალში ბაბუას – გამოჩენილ კინო­რეჟისორს, მიხეილ კალატოზოვს (კალატოზიშვილს), როგორ თამაშობდა უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე აშენებულ ერთ-ერთ პირველ კინომუშაკთა სახლის ეზოში და როგორ ხიბლავდა შუა ეზოში აღმართული საოცრად ლამაზი ტირიფი. ლამაზი, მაღალი და რატომღაც სევდიანი ხე, რომელსაც დიდხანს უყურებდა. მაშინაც კი, როცა გაიზარდა და თბილისიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ბებიასთან სტუმრად ჩამოსულს კი ნაღვლიანი ტირიფი ისევ იქ, ეზოს შუაგულში ხვდებოდა. სახლი, სადაც ყველა ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობდა. ალბათ ისეთი, მხიარულ იტალიურ ფილმებში რომ გვინახავს –მე ჩემი მეგობრებით, ჩემი ძმა მიშა თავისი მეგობრებით და დედა და მამა საკუთარი მეგობრებით~. მოკლედ, დღესაც ხალისით იხსენებს ბავშვობის მხიარულ წლებს. თუმცა არა, ვიტყუები. ბედნიერ ბავშვობას ერთი ფაქტი აქარწყლებდა _ ყველაზე მეტად როცა გინდა ანცობა და ყირაზე დგომა, ამ დროს კი დედის ხმა კომუნისტური ”Время”-ს მუსიკასავით, რიხინ-რიხინით უსიამოვნოდ რომ ჩაგესმის ყურში –`აბა ძვირფასო, შენი ძილის დროა~. სხვა რა გზა აქვს, ემორჩილება ბედს და საზიზღარ, ბნელ ოთახში წვება. ამ დროს კი სახლში იწყება დროს ტარება და თავდავიწყება – სტუმრიანობა, რომელიც კალატოზიშვილებთან ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტი იყო. საწოლში ჩაწოლილს, ჩაძინებამდე კიდევ დიდხანს ესმოდა მეორე ოთახიდან გამომავალი სიცილ-ხარხარი, გაუთავებელი ნაბიჯები და ოდნავ ხმადაბალი მუსიკა. იწვა და მთელი გულით იქ იყო, იმ ოთახში, თითქოს სათითაოდ ხედავდა ყველას: დედას, სტუმრებს, მამას, რომელიც მეგობარს რაღაც ძალიან საინტერესოს უყვება… და საერთოდაც, იქ ხომ ყველაფერი გასაოცარი ხდება – ფიქ­რობდა თავისთვის – გასაოცარ ამბებს ყვებიან, გასაოცარ მუსიკას უსმენენ… მეორე დღეს გაიღვიძებდა თუ არა, პატარა თითებით სასწრაფოდ იწყებდა ფირფიტების გადალაგ-გადმოლაგებას. აბა ხომ უნდა ეპოვა ის განსაკუთრებული, რასაც მის გარეშე გუშინ ამ ოთახში უსმენდნენ?! მორიგი ძიებები ყოველთვის უნაყოფოდ მთავრდებოდა, არაფერი განსაკუთრებული, ისევ ის ფირფიტები, რაც გუშინ და იმის წინათაც ნახა. უბრალოდ იქ, ბნელ ოთახში განმარტოებულს ყველაფერი ასე _ განსაკუთრებულად ეჩვენებოდა.

ბაბუა~ მიშა კალატოზიშვილი 1903 წლის 28 დეკემბერს დაიბადა თბილისში, გაიზარდა მთაწმინდაზე... მოკლედ, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ნებისმიერი თბილისელის ბიოგრაფიაში, თუმცა... ტექნიკუმის სტუდენტი მალევე ანებებს ყველაფერს თავს და ხდება მძღოლი, ფირის შემწებებელი, მექანიკოსი, მემონტაჟე, შემდეგ უკვე კინოოპერატორი და ბოლოს რეჟისორი. მუშაობდა გამოჩენილ ქართველ რეჟისორთან, ნიკოლოზ შენგელაიასთან, მერე კი უკვე მასთან მუშაობდნენ: შონ კონერი, კლაუდია კარდინალე... მეგობრების რიცხვს კი ისეთი სახელები შეემატა როგორიცაა ჩარლი ჩაპლინი, ჟან გაბენი, ჟან კოქტო, აკირა კუროსავა, ჟორჟ სადული... თუმცა მათთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსათვის ის კალატოზიშვილი კი არა _ მიხეილ კალატოზოვი იყო. ჯერ კიდევ 30_იანი წლების დასაწყისში, დამწყები რეჟისორი აიძულეს, სასწრაფოდ დაეტოვებინა თბილისი და საცხოვრებლად მოსკოვში გადასულიყო. საბჭოთა კავშირის სივრცეში კალატოზოვს არასდროს აღიარებენ დიდ რეჟისორად, თუმცაჯიმ შვანთე~, მე_კუბა~,მიფრინავენ წეროების~ კადრები თავად ამბობენ სათქმელს და ერთხელ ნანახნი, სამუდამოდ იდებენ ბინას ტვინის სულ პატარა, მიმალულ კუთხე-კუნჭულში.

იტალიური საგრაფოდან~ საბჭოთაკომუნალკამდე~
_ როგორ, ჩემი ქალიშვილი ვიღაც ფოტოგრაფს უნდა გაჰყვეს ცოლად?!~ _ წამოიყვირა ტიტო მამიანი დელალოვერა-ვალაციმ, როდესაც ქალიშვილის _ ჟანას და ვიღაც დამწყებიკინოშნიკის~ _ მიშა კალატოზიშვილის სიყვარულის შესახებ შეიტყო. ჟანა მამიანი დელალოვერა-ვალაცი საკმაოდ შეძლებული, იტალიელ გრაფთა ერთერთი თვალსაჩინო გვარის წარმომადგენელი იყო. რომელთა წინაპრებადაც თავად როსინი და მიქელანჯელოს მფარველი პაპი ლეო სახელდება. უმდიდრესი, საუკუნეების მანძილზე ხელოვნების მეცენატებად ცნობილი ოჯახი, მე_20ე საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა ბათუმში. ჩამოთვლილი საგვარეულო ღირსებების გარდა, ჟანა ყველას აოცებდა თავისი გასაოცარი სილამაზით, კოლორიტული ხასიათით და ერთი უჩვეულო, საკმაოდ პიკანტური ჩვევით _ ფეხის თხელ კოჭთან გაკეთებული თხელი საათით. ქალიშვილის დროებითი სასიყვარულო თავგადასავლის (როგორც ფიქრობდა მამა) დროული და რაც მთავარია უმტკივნეულო დასასრულისთვის, ჟანას სამოგზაუროდ უშვებენ. თუმცა ევროპიდან დაბრუნებული იტალიელი გრაფის ასული მალევე მიჰყვება მიშას ცოლად.
ცხოვრება ერთი დიდი, დაუსრულებელი ბანალური ისტორიაა; აქ არც თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულები და არც ფსევდო-მელანქოლიური მზერით მომზირალი მეფის ასულები არსებობენ; უბრალოდ ზოგჯერ, რაღაც უზარმაზარი მეტეორივით ჩაიქროლებს ხოლმე და გიხალისებს არსებობას… ასე იყო აქაც, თუმცა მიშას და ჟანას ზღაპრულ დასაწყისს ზემოთ ხსენებული ბანალურობა შეეპარა და ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. ვერ შეეწყვნენო~, თქვეს. მაშინ ანკამ ვერ გაიგო, რას ნიშნავდა _ ვერ შეეწყვნენო. _ბებია მეორედ გათხოვდა და იტალიელ გრაფთა შთამომავალმა, ჯორჯიაშვილის ქუჩის ერთ_ერთ `კომუნალკაში~ გაატარა დარჩენილი ცხოვრება. დედა მიყვება, რომ ჟანა იტალიიდან შემოტანილ პირველ ფილმებს თარგმნიდა. ზოგჯერ თუ ფილმში ძალიან სენტიმენტალური სცენა იყო, ტირილს იწყებდა და მთელ დარბაზში ჟანას ღრიალი ისმოდაო.~
მიუხედავად ბანალურობისა, ანკამ იცის, რომ ჟანა კიდევ დიდხანს, დიდხანს წერდა მიშას გასაოცარ, დაცრემლილ წერილებს.

ამ ისტორიას კი ერთი დაუჯერებლად საინტერესო ლეგენდა აგვირგვინებს:

უზარმაზარი გემი ღრმად მიაპობს ოკეანის გარინდულ ტალღებს, ხოლო მოკამკამე ცას, ხელის ერთი პეშვით მიმოყრილი ძვირფასი თვლებივით მოკაშკაშე ვარსკვლავები ამშვენებს. მიმზიდველი გარეგნობის ქალიშვილი სევდიანად გაჰყურებს აქაფებულ ტალღებს და ფიქრობს მასზე… ვისთანაც დააშორეს, ვისთან ერთადაც ყველაზე მეტად ისურვებდა აქ და ამ წუთას ყოფნას. ამ ფიქრებში იყო, როცა სიცილიური აქცენტით, მიმზიდველმა მამაკაცმა საცეკვაოდ გაიწვია. საღამოს სამოსში გამოწყობილ რჩეულ საზოგადოებაში, ისინი გამოირჩევიან: მჩქეფარე ახალგაზრდული სულით, საოცარი მომხიბვლელობით. მთელი ღამის მანძილზე კი ვალსის ნაზი ჰანგები რაღაც გაურკვეველ ბურუსში ახვევს გემბანზე მოცეკვავეებს… ჟანა მხოლოდ მერე იგებს უცნობი კავალერის სახელს; ის ისევე სიცილიურად ჟღერს, როგორც თავად მისი აქცენტი _ ალ კაპონე.
_ `დღესაც არავინ იცის მართალია ეს ამბავი თუ არა. მაგრამ ბებია თურმე ამას ხშირად იხსენებდა~.
ჟანა ავტო-კატასტროფაში დაიღუპა, შვილთან მიდიოდა. გადაღებებზე.

`ოჯახის დაუწერელი ტრადიცია~
ყველა ოჯახს ხომ თავისი წესები და დაუწერელი ტრადიცია აქვს. ასეა აქაც, სადაც:
1) ოჯახის ყველა მამაკაცს მამის სახელი ჰქვია. ამიტომაა, რომ ტიტოსა და მიშას გარდა, სხვა სახელს ვერ გაიგებთ;
2) ყოველი მათგანის პროფესიაა _ რეჟისორი. ასე იყო – მიშა და მისი შვილი ტიტო;
ასე არის _ ტიტოს შვილი მიშა;
და ასე იქნება _ მიშას შვილი ტიტოც.
3) ერთი ნაწილი ყოველთვის მოსკოვშია, მეორე კი თბილისში. ასეა ახლაც, ანკა თბილისშია და აქ ხატავს, ძმა მიშა კი მოსკოვშია _ იღებს ფილმებს.

ნაგავში მოსროლილი ლეგენდა~ ვინაიდან და რადგანაც ბაბუა მიშას ძალიან უყვარდა ტექნიკა, (კანის კინოფესტივალისოქროს პალმის რტოს~ მფლო­ბელი რეჟისორის ჰობი ხომ რადიო აპარატურის შეკეთება იყო) კალატოზიშვილებთან ყოველთვის საუცხოო ტექნიკა, საკონცერტო დინამიკები და რასაც ანკა სიამაყით აღნიშნავს _ ერთ-ერთი პირველი ჩანაწერები არსებობდა: ბარბარა სტრეიზანდის, ლუი არმსტრონგის, ”თჰე Bეატლეს”-ის… უი, მთავარი დამავიწყდა. აი ის, ნაგავში მოსროლილ ლეგენდას რომ შეეხება:
ანკას ბაბუის ნაცნობობის წრე სიტყვა საინტერესოსაც და ფართოსაც რომ სცილდებოდა, ამაში მგონი, თქვენც დაგარ­წმუნეთ. და იმასაც მიხვდებოდით, რომ სახლში ბევრი საინტერესო ნივთი ინახებოდა; მაგალითად, ჩაპლინის ჯოხი (რომელიც დღესაც ამშვენებს სასტუმრო ოთახის კედელს), პიკასოს ფოტო _ ”თო Mისჰა Kალატოზოვ.
19.5.56 Pიცასსო” და ა.შ.

ჰოდა, ასეთ უჩვეულო ნივთთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ზემოთ ხსენებული ჯგუფ ”თჰე Bეატლეს”-ის ფირფიტა, რომელსაც რეჟისორისადმი ლეგენდარულ შემსრულებელთა მინაწერი და ავტოგრაფები ამშვენებდა. ერთხელაც, სახლში საინტერესო ნივთების მორიგი დათვალიერებისას, ანკას ძმა ამ ფირფიტას გადააწყდა და მისი კარგად შესწავლა მოინდომა, რაც ამ უკანასკნელისთვის სავალალოდ დასრულდა _ გადატყდა. აბა, ახლა მითხარით, რა უნდა ექნა პატარა შეშინებულ ბიჭს, რომელიც მიხვდა, რომ რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი ჩაიდინა? აიღო და არამარტო გატეხილი ფირფიტა, არამედ საღსალამათ მინაწერებიან ჩასადებსაც თავი უკრა სანაგვეში. ანუ _ მთლიანად მოსპო ფაქტები.
არ ჰქვია ახლა ამას ნაგავში მოსროლილი ლეგენდა?!

“Совеთჩкий ребёнок дружит с мексиканцем?“
ანკა ხუთი წლის იყო, როდესაც ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ახსოვს გრძელი, დამღლელი ფრენა. მერე ავტომანქანით შორი გზა ახალ სახლამდე და ახალი ცხოვ­რება უცნობი სახელწოდების ქალაქში – მოსკოვი. იქ ჩემი ბავშვობაა, ამ ქალაქში 15 წელი მაქვს გატარებული. ძველი მეგობრების და საოცრად ლამაზი ტირიფის გარეშე.უეცარი გადასახლება ისევ იმ დიდ~ კაცთან იყო დაკავ­შირებული; ბაბუა გარდაიცვალა, მამამ კი მისი დაწყებული ფილმის დამთ­ავრება გადაწყვიტა. თქვენ ხომ უკვე იცით, რომ ეს ამ გვარის დაუწერელი ტრადიციაა?! საბჭოთა კავშირის ეპიცენტრში მოხვედრილი, თვლის, რომ სწავლობდა საშინლად ჩაკეტილ, აკადემიურ, კომუნისტურ სკოლაში, სადაც სიტყვაშატალო~ ფანტასტიკის სფეროდან უფრო იყო, ვიდრე სკოლის ყოველდღიური რუტინიდან. აქ ხომ ერთიათად იგრძნობოდა კომკავშირლების ომახიანი შეძახილები და პატარა ოქტომბრელთა მწყობრი ნაბიჯის ხმა. ამიტომ უკვე კარგად იცოდა, რა უნდა მოეყოლა სკოლაში და რა _ არა; რა წიგნებს კითხულობენ, რას უსმენენ და საერთოდ, რა ანეგდოტებს ყვებიან სახლში.
როდესაც მთელ კლასს ნორჩი ოქტომბრელის გულსაბნევები დაურიგეს, ქართველმა მოსწავლემ პატარა ლენინის გამოსახულებაზე აიჩემა – თქვენ, ყველას ლენინი გყავთ, ჩემი კი პუშკინიაო~. პუშკინიოო? – ანკას დედა დირექტორთან დაიბარეს და უმორჩილესად თხოვეს _ასე არ შეიძლება, თქვენს შვილს მიხედეთო~. არადა, წყნარი ბავშვი იყო, თანაც კარგად სწავლობდა… მაგრამ ამით ჯინას სტუმრობა დირექტორის კაბინეტში, არ აღმოჩნდება პირველი და უკანასკნელი. _ ”Советский ребёнок дружит с мексиканцем? На что этო похоже?” _ გაისმა დირექტორთან მორიგ დაბარებაზე. საქმე კი ის იყო, რომ ამ დახურულ, ჩაკეტილ, კომუნისტურ სკოლაში დიპლომატის შვილები სწავლობდნენ. ჰოდა აბა რა ანკას ბრალი იყო, რომ სიმპათიური მექსიკელი ბიჭი ექტარ კარდენასი მოუსვეს გვერდზე, და რომ ქართველ კალატოზიშვილს და მექსიკელ კარდენასს ერთმანეთი მოეწონათ? თუმცა ამ ისტორიას არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. ყოველ შემთხვევაში ისეთი, წინა ფურცლებზე რომ არის. მშობ­ლები მექსიკაში დაბრუნდნენ და პატარა მექსიკელიც თან წაიყვანეს. ეს იყო და ეს.
ერთი, რაც სევდით ახსენდება, მოსკოვის სახლია, რომელიც მათ აღარ ეკუთვნის. მოსკოვში ჩასული ხშირად სტუმრობს გვერდზე სადარბაზოელ ბაღელ მეგობარს. და როცა საყვარელ ფანჯრებქვეშ უწევს გავლა… რა კარგი იქნებოდა, ერთი წუთით მაინც იქ დაბრუნება. შენ შენი თოჯინით ხელში, ცნობისმოყვარეობისგან გაფართოებული თვალებით რომ ითვისებ ახალ ბინას, მიშა იქვე დგას და ჩუმად ხევს “თჰე Bეატლეს”-ის ფირფიტის ჩასადებს, დედა და მამა კი სტუმრების მოსასვლელად ემზადებიან _ `მადლობა ღმერთს, რომ ეს არასდროს გვაკლდა _ ბევრი კარგი მეგობარი~ _ მეტყვის ანკა 33 წლის შემდეგ. ალბათ ესეც მათი ოჯახის დაუწერელი ტრადიციაა.

თბილისის ბავშთა მუზეუმიდან ლონდონის წმ. მარტინის კოლეჯამდე~ ანკას არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. მით უმეტეს ახლა, როდესაც მის შემოქმედებაზე ვეკითხები _~ნიჭი, ბავშვობაში? არა, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა. უბრალოდ სულ ვხატავდი. მაგის გარეშე არ მიცხოვრია~. ჯერ კიდევ ნორჩი მხატვრის ნამუშევრები, ნახატები და ფერადი ქაღალდისგან შექმნილი აპლიკაციები, თბილისის ბავშთა მუზეუმში იყო გამოფენილი. ხატავდა ყოველთვის, თუმცა... დასაწყისში იმაზე მოგახსენებდით, რომ ამ ოჯახში თითქმის ყველა რეჟისორია-მეთქი. ჰოდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო ჩემი მხრიდან შეკითხვა, უფიქრია თუ არა ამ პროფესიაზე ოდესმე თავად ანკას. _არა, არასდროს~ – გაისმა მტკიცედ _ უბრალოდ, სულ მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი, ოღონდ არა კინოსი. სცენაზე გავსულიყავი. მაშინ მახსოვს, მამა რომ მეუბნებოდა _იცი, ანკა, შენი ხასიათით მსახიობი ვერ გამოხვალ~. ახლა იცის, რომ მამა მართალი იყო, _ ~არ ვარ ისეთი ადამიანი, ამ პროფესიას რომ სჭირდება. ძალიან დიდი დოზით მაკლია, თუნდაც გამტანობა… მით უმეტეს, რომ ყოველთვის მეშინოდა კამერის. ისე ვიბნევი და ვიბოჭები, რომ… ძალიან უნდა შევეცადო, არ დავიკარგო, ისევ ანკად დავრჩე. არც სცენაზე მიყვარს გასვლა, აუდიტორიის წინაშე. ასე რომ… მამა მართალი იყო~.
1984 წელს ანკა სამხატვრო აკადემიაში, თეატრის ფერწერის ფაკულტეტზე აბარებს. პედაგოგები _ გოგი მესხიშვილი და ფარნა ლაპიაშვილი. რა ახსოვს ამ პერიოდიდან ყველაზე კარგად? _ სტუდენტური გაცვლის პროგრამით აღმოჩენილი _ პრაღა და ლონდონი.
ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვ­რებაში იმიტომ, რომ პირველი გასვლა იყო საზღვარგარეთ. ეს იყო საოცრად ლამაზი პრაღა, თან საინტერესო პრაქტიკები ბატონ კოკა იგნატოვთან.~ შემდეგ კი მსოფლიოში განთქმული წმ. მარტინის კოლეჯი. როცა ლონდონსა და ამ კოლეჯში გატარებულ დროზე საუბრობს, ყველაზე ხშირად იყენებს სიტყვებს _ ~ნუ, რა ვთქვა~,აი, რა გითხრა~, იცი რა იყოო~ და ა.შ. მოკლედ, ძალიან მაგარი იყო. აბა, არ იქნებოდა მაგარი პიტერ გრინუეის ლექციებზე დასწრება?! მსოფლიო მნიშვნელობის კოლეჯში გამოფენის მოწყობა?! ოქსფორდში სტუმრობა და დღესაც გახმაურებული მიუზიკლისჩატს~-ის ნახვა?! როდესაც ახალგამომცხვარ დამწყებ მხატვარს ცნობილი ბალერინა ნატალია მაკაროვა და პიტერ უსტინოვი მოგიწყობენ შეხვედრას?! ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა გართობაც ხომ გინდება ადამიანს, მით უმეტეს ახალგაზრდას, და თანაც ევროპაში?! არადა, ჯიბეში ფული კი არა, ცარიელი გროშები გიყრია! ამ დროს თითქოს ღმერთის საჩუქარიაო, ვიღაც ნამუშევრების შესყიდვას სთავაზობს და ანკა… უკვე წარმოიდგენს, როგორ ზის ქინგს როუდის ყველაზე მაგარ კაფეში, და აღებული ფულით ნელ-ნელა წრუპავს ლონდონურ… ნუ, არა აქვს მნიშვნელობა _ რას, თუნდაც ყავას და უცებ: არა! ეგ არც იფიქრო! რამდენი ნამუშევარიც გაიტანე, იმდენი უნდა შემოიტანო ქვეყანაში. გასაგებია?!~. მიუხედავად ოცნებადქცეული ყავის დალევისა, დღესაც მიაჩნია, რომ ლონდონისმსგავსი ქალაქი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ამბობს _რაღაც განსაკუთრებული აურა აქვსო~.

რაც შეეხება სიზმრებს~ სიზმარში ხშირად ხედავს ჩხეიძის ქუჩის ეზოს, მოსკოვის მოყინულ ქუჩებს. მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც უკოსტიუმო მსახიობებს. რატომ? მისი ნამუშევრების ქება-დიდება სულაც არაა საჭირო; ამაში თავად დარწმუნდები, როცა თვალს გადაავლებ არაჩვეულებ­რივ აპლიკაციებს; ზღაპრულ კოსტიუმებს ბალეტებიდანლურჯი ფრინველი~, კოპელია~,მძინარე მზეთუნახავი~… ნახულობ ფოტოებს, რომელზეც ზეთში შექმნილი ნახატებია აღბეჭდილი. ნახატები, რომლებიც დღეს სხვადასხვა კერძო კოლექციებშია მიმოფანტული – მათთან გაშორება კი მიჭირს. მაგრამ რა ვქნა _ ”Надო же на что-тო жить” _ აი, ასე იჭრება კიდევ ერთხელ აუტანელი ბანალურობა. ჰო, სიზმრებზე დავიწყე: _ვხედავ, რომ იწყება წარმოდგენა. დარბაზი გადავსებულია. დღეს პრემიერაა. მძიმედ იწევა გრძელი ფარდა და, ღმერთო ჩემო! ეს რა არის?! იქ ხომ ყველა შიშველი, უკოსტი­უმოდ დგას?! რას ჰგავს ეს?! ეს ხომ მხატვრის ბრალია! ვერ მოასწრო კოსტიუმების შეკერვა _ ანკააააააა _ ისმის აქა-იქ დარბაზში. ის კი ამ დროს გზაშია და წარმოდგენაზე აგვიანდება – მე, სპექტაკლი ჩავაგდეეეეეეე…~ ამას მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა ახალ სპექტაკლზე იწყებს მუშაობას; როცა ღამეებს ათევს ახალ-ახალი იდეების მოლოდინში, და საერთოდ, დაკავებულია პროცესით, რომლის გარეშეც ცხოვ­რება წარმოუდგენელია. _ იცი რა~ – წყვეტს უცებ –ეს უფრო მშობიარობას ჰგავს. როცა შექმნი, ჩუქნი ახალ სიცოც­ხლეს და შენში უცებ რაღაც აუტანელი სიცარიელე დგება; მთლიანად გამოშიგნული ხარ, და თან სევდიანი. შემდეგ კი ისევ იწყება რაღაც ახალი ეტაპი, პროცესი…~ თუ ასე დავით­ვლით, მაშინ ანკას ერთი ნამდვილი და 40-მდე შემოქმედებითი მშობიარობა ჰქონია. რა, ცოტაა?

რა საერთო აქვს კინოში ნანახ ნეორეალიზმს ანკას ავსტრიასთან?~ ავსტრია. ვენა. ექვსი წელი უცხო ქვეყანაში. მანამდე კი ანკას ცხოვრებაში იყო თუშეთი და ... გიორგი. ისე დაიწყო, როგორც საერთოდ იწყება ხოლმე. არაფერი განსაკუთრებული. მეგობრები დაქორწინდნენ და გადაწყვიტეს კარვებით თუშეთის მთებში გასეირნება. თან რამდენიმე ახლო მეგობარიც დაპატიჟეს. ანკა სიამოვნებით დათანხმდა. დიდ ზურგჩანთამოკიდებულები, ხან სად ჩერდებიან და ხან სად, ხან სად დაბობღავენ და ხან სად... მოკლედ, სერიოზული ლაშქრობაა. ახლო სამეგობრო წრეში ერთი ახალი ბიჭია _ ვიღაც გიორგი. _რა არის, ვინ წამოიყვანა ეს ტიპი~ – ფიქრობდა თავისთვის ანკა _ ცოდო არ არის ჩემი მეგობარი, ამხელა ჩანთას რომ ათრევს, ეს ვიღაც გიორგი კი უფრო ძლიერი ჩანს და ნახე?! რა პატარა რაღაცას მოათრევს?!~ გზადაგზა დასასვენებლად შეჩერებული გიორგის ზურგჩანთა ნელ-ნელა მძიმდება _ ანკა ჩუმად უყრის მეგობრების ნივთებს _ძლიერია, იმან ათრიოსო…~ გიორგი ყველაფერს ხვდება, მაგრამ როცა უკვე გიყვარს? ანკა კი მხოლოდ მაშინ მიხვდება, როცა ბერლინიდან ჩამოსულს, გიორგი დაურეკავს იცი, ბიძა გარდამეცვალა. პაუზა. შენ ერთადერთი ხარ, ვისი ნახვაც მინდოდა~. ეს დღესაც კარგად ახსოვს ”На всю жизнь”. 1991 წლის 4 ივნისს თბილისში, ერთი სიმპათიური ადამიანი დაიბადა _ ელენე. ერთ წელიწადში ახლადშექმნილი ოჯახი ვენაში გადადის საცხოვრებლად. ისე, ცხოვრების ასაწყობად, სამუშაოდ. ავსტრია დიდი გამოცდა იყო. _~საერთოდ იქ გამოვფხიზლდი. იქ მოვედი ცხოვრების აზრზე. აქ, იცი... ვიღაცის შვილი, შვილიშვილი ხარ... რაღაც სულ კომპლიმენტებს ვიღებდი აკადემიაში... მეგონა, რაღაცას უკვე წარმოვადგენ-მეთქი, იქ კი... არავის აინტერესებს არც შენი დედა, არც მამა. საერთოდ არაფერი. ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო. სულ რაღაც უნდა ამტკიცო~. ვენაზე ნოსტალგიურად, და ამავე დროს, სიყვარულით საუბრობს. ის მისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და, სამწუხაროდ, უკვე წარსულია. პირველი წელი ძალიან რთული იყო. ფიქრობდა, რომ მხოლოდ ინგლისურითაც გაიტანდა თავს, მაგრამ ბოლოს მიხვდა _ როცა მოგწონს ქვეყანა და იქ ცხოვრობ, ენა აუცილებლად უნდა იცოდე. ამიტომ ისწავლა გერმანული. კარგად ლაპარაკობს, თორემ გრამატიკა _არ მკითხო~. საერთო ცხოვრების პირველი ნაბიჯები უცხო ქვეყანაში, მოცუცქნული ოთახი დერეფანში მოწყობილი სამზარეულოთი. ღამე, ოდნავ განათებულ ოთახში ზეთით ხატვა; ჩუმად, უხმაუროდ; ელენეს სძინავს. დღისით კი რუსული ენის კერძო გაკვეთილები დერეფანში. ბავშვი ხომ ჯერ კიდევ პატარაა. ორად-ორი რამ იცის ძილი და ჭამა; ძილი და ჭამა. ამას გარდა, პატარ-პატარა საქმეები: “Lეიცა”-ს ფოტოატელიეში, სპეც. სკოლაში ხელოვნების თერაპია…
_ ეგ რაღაა?
_ აი, იცი რა… ხომ არიან ადამიანები რომელთაც ბავშვობაში უნდოდათ გამოსულიყვნენ მხატვრები, ფერმწერები, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო, ასე არ მოხდა. ზოგს კი ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. ჰოდა, რომ არ იგრძნონ თავი მარტოდ, მოახდინონ ბავშვობის აუხდენელი ოცნებების რეალიზება და დეპრესიამ არ შეიპყროს, სახელმწიფო ასეთ სასწავლებლებს ხსნის. აი ასე. მერე თვითონვე ეცინება ~ისე ვლაპარაკობ ვენაზე, როგორც ბებიები ომის დროზეო~ და ისევ ნეორეალიზმის~ ხანას უბრუნდება _არა. პირველი წელი საშინლად რთული იყო. ბედნირების ტოლფასი იყო თოვლის მოსვლა~ _ ესე იგი ცოტა ფულს იშოვიდნენ, აბა ვინმეს ხომ უნდა გაეწმინდა ტრამვაის დათოვლილი რელსები? აიღებდა გიორგი ხელში ნიჩაბს და ჩამოუყვებოდა ვენის დათოვლილ ქუჩებს. არ არის ახლა ეს ნეორეალიზმი? ვისკონტის როკო და მისი ძმები~? _ახლა თბილისში იტყვიან, ანკა და გოგი უცხოეთში არიანო~ _ ხალისობდნენ მეგობრები გოგი ოქროპირიძის ნახევრად სარდაფ სახელოსნოში. იქ, რატუშის პირდაპირ, სრულიად გაყინულ-გათოშილ სარდაფში, რომელსაც ერთად­ერთი გამათბობელი ძლივსძლივობით ათბობს. იმასთანაც ანკა დგას მოლბერტით. მას ხომ ასე ძალიან უყვარს ზეთში ხატვა. მეგობრები ხშირად დაძვრებიან მშენებლობებზე, რომ რაიმეს _ ძველ ავეჯს ან დამტვრეულ ხეებს გამოჰკრან ხელი°_ აბა რითი გაათბონ ხვალ გაყინული სახელოსნო?!
დღეები ნელა მიზოზინობენ; ერთმანეთს ჰგვანან. თბილისში ხშირად ვერ რეკავენ. არადა, იქ ომი და უბედურებაა. საღამოობით მაინც ახერხებენ რადიო თავისუფლების~ მოსმენას. რა იცი, რას იტყვიან თბილისზე. ნეტა ყველაფერი კარგად დამთავრდეს! ახალ წელს მეგობრის სახელოსნოში ხვდებიან, საკუთარი ხელით შექმნილი ნაძვის ხის სათამაშოებით. მოკლედ ნამდვილი ჰანდ მადე-ია, რა! ვენა ლამაზია~ _ ამ თემის განვრცობა ანკას უსასრულობამდე შეუძლია. მას ხომ ძალიან, რაღაც განსაკუთრებულად უყვარს იგი. შეიძლება იმიტომაც, რომ ის უკვე წარსულია. თავისი პატარ-პატარა ქუჩებით, უამრავი მეგობრით – ~აქ, ევროპაში უძველესი ბაზარია. იცი რა ლამაზია?! მე-13 და მე-14 უბნებში შედარებით ღარიბი ფენა, თურქები, მუშები ცხოვრობენ. ბევრი საროსკიპოა, გარეთ გამომდგარი ქალებით, ყველა ამვლელ-ჩამვლელს რომ ათვალიერებენ; აქვე მოედანია, საიდანაც აბსოლუტურ კონტრასტში, სუფთა ვენურ სიტუაციაში გადადიხარ, თავისი კაფეებით, მაღაზიებით~ _ განაგრძობს თხრობას.
ჩვენ კი, მოდით, აქ ერთი წუთით შევჩერდეთ და ვენის იქეთა მხარეს, აი ბევრი უძველესი პროფესიის მანდილო­სანი რომ დგას, იქ დავბრუნდეთ. ახალგაზრდა გოგონას საბავშვო ეტლი მოჰყავს, უკან კი წელში ცხრად მოკეცილი კაცი მოჰყვება. არა, კაცი არ სჩანს. მარტო ფეხები და ზემოდან წამოხურული დიდი, უზარმაზი მაგიდა, რომელსაც ”Как панцирь”, ზუსტად ისე მოათრევს. აქ უკვე აღარ ფიქრობს _ `არა უშავს ათრიოსო~, უკვე ძაანაც ეცოდება, მაგრამ რა ქნას, ნაჩუქარ მაგიდას გზაში ხომ არ დატოვებენ?! ამ ფიქრებში იყო ანკა, რომ უცებ მის ქმარს, უფრო სწორად, გიორგის ფეხებს და მაგიდას უამრავი მეძავი შემოეხვია: მაღალყელიანი ტყავის ჩექმებით, ბანტებიანი თეთრეულით და ზედ წამოხურული ქურქებით _ ასე ერთად ათრიეს მაგიდა სახლამდე. რა კარგი ქალები ყოფილან! ნახეთ?
ნეორეალიზმიდან ნორმალურ ყოფამდე გზა ნელ-ნელა, რაც მთავარია, ერთად გაიარეს. ანკა მაინც ახერხებდა ხატ­ვას და გამოფენების მოწყობას. თუმცა ძლივსძლივობით აწყობილი ცხოვრება მალევე დაიშალა _ გიორგი თბილისში დაბრუნდა. მერე ანკაც გამოჰყვა – არ ღირდა კარიერისთვის ცხოვრების დანგრევა. თუმცა ამით ხელი მაინც ვერ შეუშალა იმას, რაც თავისთავად, მაგრამ მაინც მოხდა.

Тётя Ляля
არ ვიცი, იცის თუ არა тётя Ляля-მ, რომ ანკა სწორედ მას უკავშირებს საოცარი აპლიკაციების შექმნას. როცა გოგი ალექსი მესხიშვილი `ბალ-მასკარადს~ დგამდა, ანკას კი ბედმა გაუღიმა და მის სტუდენტ ასისტენტებს შორის მოხვდა, ეს საოცარი ქალბატონი გაიცნო და სწორედ აქ, ოპერის სამკერვალოში ნახა პირველად კოლაჟური, უზომოდ ლამაზი ნამუშევრები. ავსტრიიდან სრულ წყვდიადში ჩამოსულს, როცა თბილისში ჯერ კიდევ იშვიათობა იყო განათებული ნათურის დანახვა, რითი უნდა გაეყვანა დრო? იჯდა და მეგობართან ერთად დიდ ნაჭერზე პატარ-პატარა აპლიკაციებს აკეთებდა; ისე, უბრალოდ. სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ხარისხის ნაჭრით. მერე თეფშებზეც გადავიდა და დღეს ყველამ იცის, რაიმე ლამაზი ჭურჭელი თუ გაგიტყდა, არ უნდა გადააგდო, რა იცი, რას შექმნის მისგან ანკა? დიდ ჩიტს, სასაცილო იხვს თუ…

Женское счастъе
_ ანკა, წავალ რა ნინკასთან და მერე მომაკითხე~ _ ისმის უეცრად, ოდნავ შეღებული კარიდან. პასუხი აგვიანებს _კაი, ჰო. ოღონდ არ ვიცი, როდის გამოგივლი~. კარი იხურება და ორ წამში ისევ იღება _ ანკა, ბარემ იქ დავრჩები რა?~ _ ~ბედნიერი ვარ, როცა ჩემი შვილი თვითონ მიყვება ყველაფერს. მაქსიმალურად ვცდილობ, არ ჩავერიო მის ცხოვ­რებაში. ერთადერთი, რაშიც მკაცრი ვარ _ განათლებაა. მინდა, კარგად ვასწავლო ენები, მომავალში თუ საშუალება მექნება სამოგზაუროდ გავუშვა, რომ თვითონ ნახოს ცხოვრება, გამოფხიზლდეს. და რაც მთავარია, ბედნიერი ვიქნები, თუ ის По-женски будет счастлива; _ По-женски счастлива? _ზუსტად არ ვიცი, რა არის. პატარა რომ ვიყავი, ბებია სულ ამბობდა, რომ ეს იშვიათობაა, იყო По-женски счастлива. ვერაფრით ვერ ვიგებდი, რა სისულელეა? ქალური ბედნიერება, არა… მეგონა, რომ ყველგან ყველაფერი ბედნიერად იყო, ისე როგორც ჩემს ოჯახში, დედასთან და მამასთან. დღეს კი ვხვდები, რომ ეს მართლაც იშვიათობაა~…

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ფოტო: გიკა მირზაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s