მაგნიტი, რომელიც ნორმას განიზიდავს

კომფორტი
მახსოვს ძალიან კარგად: დედამ გააყოლა თვალი ჩემს მზერას _ ქუჩაში ვიდექი და სხვის ფანჯარაში ვიყურებოდი _ და მითხრა: ეს უზრდელობაა, მაგრამ მეც ვიხედები ხოლმე, ლამაზი ჭაღები მიყვარს~. ფსიქოლოგს რჩევისთვის არ მივმართავ. უყვარს დედაჩემს ლამაზი ჭაღები და ეს ვისაც როგორ უნდა, ისე ახსნას: როგორც შური ელექტრონით გამთბარი სხვისი ოჯახური იდილიის მიმართ, ან, თუ უნდა, უფრო მარტივად _ როგორც უზრდელობა. მე კი დედასთან ერთად ჩადენილი ბავშვობისკრიმინალი~ ყველაზე აზარტულ ჰობიში გადამეზარდა: სხვი­ს სახლებში ჭვრეტა – ადამიანებში ჩახედვად~, მათი დამუღამების სურვილად. დღეს ორ ადამიანს ვამუღამებ. ლევან ნუცუბიძეს _ ფოტოგრაფს და ნანიკო ხაზარაძეს _ ტელეწამყვანს. პროცესს ნაჩვევი ხერხით _ სახლში შეჭვრეტით ვიწყებ. ერთი შეხედვით, უჩვეულო არაფერი. სახლი: მთლიანი ფიცრებით შეკრული გრძელი მაგიდა. შეუღებავი. ფიცრისფერი. წესით, პროვანსულ სამზარეულოში უნდა იდგეს. მაგრამ მინიმალისტებმაჰაი-თექის~ სიცივის ასე მოტეხვა გადაწყვიტეს და მსგავს მაგიდებსაც ბევრმა მიუჩინა ადგილი მბზინ­ვარე ალუმინითა და შუშით გაყინულ ოფისებში.


მოკლედ, ფიცრის მაგიდა, კაბინეტის ფუნქციით. კარგია.
ორი კიბე. თაღს იქით სამზარეულო.
გრძელი და ვიწრო ფარდები. თბილი დეტალი.
განათება: აქა-იქ. რბილი. ფავორიტი კუთხე-კუნჭულების ხიბლს ზუსტად ამოჰყოფს.
ნანიკო: ჯინსი. თეთრი ზედა. ჭურჭელს რეცხავს.
ლევანიკო: შავი ზედა. მოკლე თმა. კომპიუტერთან ზის. სიგარეტს ეწევა.
ეს ფოტო კარგი. ისე, ორივე არაფოტოგენურები ვართ, მეც და შენც, არა?~ _ გასძახის. რაა? არ მესმის~ _ წყლის ხმა ფარავს დაბალ ხმაზე ნათქვამს.
ლილუ: გოგოა. უფრო სწორად, მაგარი ბავშვი, წლის და შვიდი თვის, რომელიც თანდათან ნამდვილი გოგო ხდება. იპრანჭება. მამას სულ სხვანაირად ეკონტაქტება. დედას ლოყაზე ეფერება.
ჯოჯო: ისიც გოგო, კატა. უბრალოდ, საოცრად ამართლებს სახელს. ისე, კარგი ხასიათის ყოფილა. განსაკუთრებით, როცა არ დგას მარტი და როცა პირადი ცხოვრებაც მოწესრიგებული აქვს. დღეს კი მარტია. ლილუს გამონაცვალ კალათში წევს და იწმაწნება. კნავის. შეუსვენებლად…
_ სად ერთობით თბილისში?
სამზარეულოს მაგიდასთან, ყავისა და სიგარეტის გვერდით, რბილი განათების ფონზე მშვიდად დევს ლევანიკოს და ნანიკოს საერთო პასუხი:
`უკვე ყველაზე კარგად სახლში ვგრძნობთ თავს. ვხვდებით, რომ ყველაზე კარგად აქ ვერთობით. ერთმანეთთან, ლილუსთან და ჯოჯოსთან ერთად. გაქცევას აზრი არ აქვს. დისკომფორტი თბილისშიც არის, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე დიდი კომფორტია, სახლი და ერთმანეთი~.
ვრწმუნდები: ნაჩვევმა ხერხმა გამიმართლა. ჯერ სახლში შემოჭყეტა ყოველთვის ღირს. თუ სახლი ციხე-სიმაგრე კი არა, კომფორტია, მაშინ ხო _ მით უმეტეს.

სიგიჟის ანონსი
და რა არის კომფორტი? ბევრი რამე. ამ შემთხვევაში ის, როცა ერთ სივრცეში ჰარმონიულად თანაცხოვრობენ პლუს-მინუსები~: ნანიკო _რეალისტი ვარ. ხშირად ვყოყმანობ. ლევანი მქაჩავს~;
ლევანიკო _ მეუბნებიან, რომ ცაში დავფრინავ, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ მე თავს მიწაზე ვგრძნობ~. ლილუ _ ზუსტად არ ვიცით, რას ფიქრობს. სავარაუდოდ:რატომ წევს ჯოჯო ჩემს კალათში?~.
ჯოჯო _ `როდის მოვა რვა საათი, როდის წამიყვანენ ქმართან?~ _ მარტია.
და კომფორტია ისიც, როცა ადამიანებთან ერთად, იმავე სივრცეში, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ მათივე:

სიყვარული
ნანიკო: `სიყვარულის ახსნა არ ყოფილა. პირველი პერიოდი მახსოვს, როგორც დიდი, კარგი ენერგია~.

ერთად ჩადენილი სიგიჟეები
ნანიკო: `ქორწილი პირდაპირ ეთერში გვქონდა~.

გადაფასებული ფასეულობები
ლევანიკო: `ბრძოლის მეთოდი შევცვალე. დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, რადიკალიზმი სრულ იგნორს იწვევს~.

იუმორი
ნანიკო: `დაღვინდა ჩემი ლევანი~.

მოჩვენებითი გაუცხოება
ლევანიკო: `კრიზისი გვქონდა. შეიძლება გარემოს ბრალი იყო, შეიძლება _ ჩვენი, შინაგანი. ინდოეთში მივხვდი, რომ არ არსებობდა ჩვენ _ ცალ-ცალკე. დავბრუნდი. კარგიც კია, რომ ასე მოხდა~.

ნიშნები
ლევანიკო: `სულ გახსნილი ვარ, ვამჩნევ და ვკითხულობ. ნიშნები ჩვენს ურთიერთობას თავიდანვე მოჰყვება~.

უცნაურობები
ლევანიკო: მიკი მაუსად ვმუშაობდი დისნეი ლენდში~. ნანიკო:სიგარეტ `ვესტს~ ვარიგებდი ღრმაღელეში~.

იდეები
ლევანიკო: მინდა, რომ ტორტივით სახლები ავაფეთქო ტროტილით~. ნანიკო:მინდა, რომ კაფე მქონდეს, დიდი სივრცით, კომფორტული ბალიშებით, შეზლონგებით, დიდი ჭერით და ჭერზე ეკრანით~.

ოცნებები
ლევანიკო: ეგეთიკრუტოიც~ არ ვარ, რომ არ ვიოცნებო. მაგრამ ზომიერების ფარგლებში~.

ვგიჟდები სიგიჟეებზე, უტოპიებზე, ექსტრემიზმზე და მერე მოულოდნელ დამშვიდებაზე, ემოციებით გადაღლაზე და უკან _ ისევ რუტინაში დაბრუნებაზე.
ვის უნდა, რომ ავიყოლიო? კალაპოტიდან ამოვაგდო? კარგი გაგებით, მშვიდი გაგიჟებით, მკითხველის სტატუსით, სასიამოვნოდ; ბოლოს და ბოლოს, საინტერესოდ მაინც. წავედით!
მინიშნება: ნუ დაიბნევით, თუ მოხდება ცნებების, კომფორტი-დისკომფორტის, იდილია-ქაოსის, სიმშვიდე-პროტესტის და ა.შ. აღრევა. ყველანაირი განმარტება პირობითია. ისედაც.

-სტაბილიზაცია დე-
ნანიკო ხაზარაძეს საკუთარი რეალისტობის დასადასტურებლად აქვს ერთი საბუთი, პირობა _ სტაბილურობა: ერთ ბაღში დავდიოდი, ძირითადად, ჩუმად ვიყავი. ჩემთვის ვიდექი და არავის ვეკონტაქტებოდი. ერთი სკოლა დავამთავრე, ერთი კლასი~. მაგრამ საბუთს ვიწუნებთ. ამ პერიოდში ცხოვრება ისედაც სტაბილურია ხოლმე. ურევ მერე, მაშინ, როცა შინაგანად იხსნები და არევისთვის საჭირო ჭკუა მოგეკითხება.სამხატვ­რო აკადემიაში ვსწავლობდი ფერწერას. თან ექიმობა მინდოდა, შატალოზე მორგში ვიპარებოდით ხოლმე მე და ჩემი მეგობარი. ერთ დღესაც თეატრალურ ინსტიტუტთან გავიარე, განცხადება წავიკითხე მისაღები გამოცდების შესახებ და ის იყო, დიპლომი უნდა ამეღო აკადემიაში, რომ ყველაფერი მივატოვე და თეატრალურში ჩავაბარე. ათ წელს გაგრძელდა სტუდენტობა~.
ლევანიკო თავიდანვე ასეთია. ცხრა თვის ბავშვი დედის მეგობარს ეუბნება: ასპირინი აიღე, ბორჯომში გახსენი და მიიღე~. მავნეა. ჭურჭელს არ ლეწავს. სამაგიეროდ, დიდებს სკამს უწევს და ძირს ყრის. მისი მარტო დატოვება არ ღირს. დედას ქამარი უკეთია, ქამარზე ლევანიკოა გამობმული, ყურადღების მოდუნების შემთხვევაში, ქამრის სიგრძეზე რომ შეძლოს მხოლოდ მოძრაობა, იგივე: მავნებლობა. ნანიკო მუშაობას ადრე იწყებს. მეთერთმეტე კლასშია. უშუქო, უგაზო და უტრანსპორტო 90-იანების თბილისში ფუნქციონირებს ქარხანამეგატა სტანდარტი~. ნანიკო ყოველ დილას მეტროთი დადის დიდუბეში, ასწორებს სარეკლამო ტექსტებს და აკეთებს წისქვილის დიზაინს. ერთი თვის თავზე აძლევენ ხელფასს _ 3 ათას კუპონს. ეს იგივეა, რაც სამი ლარი და ასანთის კოლოფი ხურდაში.
ნანიკო მოდის.
მიდის ტელევიზიაში, მეორე არხზე, გადაცემაში დუბლი 2~. თითქოს სინჯები უნდა იყოს. ნანიკოს შინდისფერი ჟაკეტი აცვია, ოდნავ ამოჭმული _ ძველი. მას კი ეუბნებიან, ხუთ წუთში ეთერში ხარ. სარეკლამო პაუზების დროს უარესად ნერვიულობს და ტირის, პირდაპირ ეთერში ლოტოტრონს ატრიალებს, გამარჯვებული ტელეფონის ნომრებს ასახელებს და პრიზებს თვლის. მესამე სამსახური: სიგარეტივესტის~ სარეკლამო აქცია. თუ ცენტრალურ უბნებში დაარიგებ ვესტს~, საათში 50 დოლარს გადაგიხდიან, გარეუბნებში _ ნაკლებს. ნანიკო ფიქ­რობს, რომ არ ღირს რუსთაველზე გამოჩენა. ღრმაღელეში მიდის და 25 დოლარს იღებს. მეოთხე ჯერზე, ისევ ტელევიზიაში ბრუნდება. გასართობი გადაცემატერმინალი 72~. ცოტა ხანში ტოტო ლოტო~. მერემაესტრო~ _ ტოროლების~ ეპოპეა; კონტრაქტი ჯეოსელთან; საავტორო გადაცემა რადიოუცნობზე~; ჯეო­სტარი~ დაფორტი ბოიარდი~. ცხოვრების სტაბილურობა მთელი ამ წლების განმავლობაში სტაბილურად, თანმიმდევრულად ირღვევა. გადამწყვეტ როლს, ცხადია, ლევანიკოს გამოჩენა თამაშობს.
ლევანიკო: მე რომ გაგიცანი, საკმაოდ ჩაკეტილი იყავი~ ნანიკო:ხო, შენ ძალიან დამეხმარე. მერე გავიხსენი~.
და უფ, უცნაური სამსახურების მეტი რა არის.
ლევანიკო: ფლორიდაში ვსწავლობდი. დისნეილენდში წავედით. ვაკანსია იყო მიკი მაუსის ადგილზე და დავრჩი. მიკი მაუსს შემცვლელი ჰყავდა, მინი მაუსს _ არა. ერთხელ მინი მაუსი ავად გახდა და მე ჩამაცვეს მისი ფორმა, ქალის თეთრიკოლგოტკებიდან~ ბიჭის ფეხები და თმა ჩანდა~. ბავშვებს ეშინოდათ. ერთი პერიოდი დინოზავრადაც ვმუშაობდი. იქვე~.
თვითშეფასება: მე არ ვარ რადიკალი. უბრალოდ, რაღაცნაირად გახსნილი ვარ და სულ ასეთ სიტუაციებში ვხვდები. თითქოს, მივიზიდები ასეთი გარემოსკენ~. მართლაც, ლევანის ბრალი ხომ არაფრით არ იქნებოდა ის, რომ ამერიკულ სკოლაში სწავლის დროს სამი ოჯახი გამოიცვალა. პირველი ოჯახი ტრაილერში ცხოვრობდა, უმცროსი ძმა ფსიქიურად აშლილი იყო. ლევანის იქ ყოფნის პერიოდში ბიჭმა თავისი და ველოსიპედით აუზში ჩააგდო.აუზში ნიანგები ცხოვრობდნენ. მე სუპერმენი გავხდი~ _ ხელს მაღლა სწევს ლევანი _ წყლიდან ამოვიყვანე. გადავარჩინე. პატარა გოგო იყო, ქერათმიანი და გამხდარი. ტიროდა~. მეორე ოჯახში მამა შვილს იარაღით გაეკიდა მოსაკლავად. მესამე ოჯახში _ ლოთები იყვნენ.გამიჭირდა, ვერ გავძელი~.
შემდეგი გაჩერება მოსკოვი იყო. ლევანიკოს თავიდან სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ესწავლა. ექიმობა უნდოდა. მაგრამ გამოცდაზე შევიდა და იქ მიხვდა, რომ არა. მაგრამ არ წამოსულა. სამედიცინო ინსტიტუტის კიბეები ჩამოიარა და სუფთა ჰაერზე გაიაზრა, რაც უნდოდა. აღმოჩენა იმ წუთში არ გამიკეთებია. პარალელურად, ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა~. გარეთ გამოვიდა და მოსკოვში კიდევ შვიდი წლით დარჩა. ფოტოაკადემია დაამთავრა და სარეჟისორო. ძველი შავ-თეთრი ფოტო მივიტანე აკადემიაში. მეგობარი ზის უნიტაზზე, სახეზე ტუალეტის ქაღალდი აქვს აფარებული. მოეწონათ~.
რა მოეწონათ?
კადრი უპრეტენზიო იყო, თან სიახლისა და თავხედობის პრეტენზიით. მოკლედ, ჩონტემპორარყ Aრტ _ თანამედროვე ხელოვნება, რომელსაც ლევანიკო ყველგან და ყველაფერში დაეძებს, მაგრამ თბილისში იშვიათად პოულობს. `თბილისს ყველაზე მეტად აკლია ეს კავშირი ახალ დროსთან~.

დე-სტაბილიზაცია
მაგრამ აქ პაუზა. მერე შტოპ-ი და Eჯეცტ-ი. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, სად გავჩერდით – იმ მომენტზე, როცა ლევანიკოს ცხოვრება სრულიად ახლებურ გეზს იღებს; რაც უფრო მეტს ფიქრობს, სულ უფრო ვერ ხვდება, რატომ არის ნორმა ის, რაც არის.
მოკლედ, თითი Eჯეცტ-ზე და კასეტა, რომელზეც მარკერით მივაწერეთ: -სტაბილიზაცია დე-~ უკვე გარეთ არის. დროებით მას გვერდზე ვდებთ. სამაგიეროდ, ვიდეოფლეერს შავად დაღებულ პირში მეორე კასეტას ვტენით, წარწერითდე-სტაბილიზაცია~. ვგულისხმობთ რას:
ნამდვილ დესტაბილიზაციას – ორი ადამიანის სამყაროში.
დიალოგი, რომელიც ზევით შედგა, ხომ გვაუწყებდა:
ლ: მე რომ გაგიცანი, საკმაოდ ჩაკეტილი იყავი~. ნ:ხო, შენ ძალიან დამეხმარე. მერე გავიხსენი~.

ნანიკოს ჩვენება:
ყველგან, სადაც მივდივარ, სამსახური იხურება ხოლმე. ტოტო-ლოტოც მალე გაუქმდა. უმუშევარი დავრჩი. ამ პერიოდში გავიცანი ლევანიკო~. ლევანიკო მოსკოვში უნდა წასულიყო. წინა ღამით გამოსამშვიდობებელი საღამო ჰქონდა. ნანიკო მასთან მეგობარმა მიიყვანა:ლევანიკოს ხომ იცნობ? წამოდი, გავაცილოთ~. `მივედი და იმ საღამოს ძალიან ახლოს გავიცანი. გავიფიქრე და ვთქვი კიდეც, რა კარგი ბიჭია ეს ლევანიკო-მეთქი, მაგრამ მითხრეს, დაივიწყე, ხვალ მიდისო~.
დაივიწყა, უფრო სწორად, პასიურ მეხსიერებაში გადაიყვანა, ოღონდ მხოლოდ ერთი წლით.
მეორე წელს, ერთმანეთს ქობულეთში შეხვდნენ.
თითქოს, ძველ შავ-თეთრ ფოტოზე გაკეთებულ წარწერას კითხულობდეს, ლევანიკო გამოთქმით ამბობს:
Кобулети. Июль,1998.

ნანიკო აგრძელებს:
მოღრუბლული ამინდი იყო. ტენტის ქვეშ იჯდა. ადიდასის შორტით და პირსახოცით მხარზე. მოწყენილი იყო. სახეზე ეწერა: რა ვქნა, რა გავაფუჭო?~ ერთმანეთის ნახვა ძალიან გაეხარდათ. იგრძნეს, რომ ერთად ბევრ რამეს გააფუჭებდნენ. დაძმობილდნენ . ოთახიდან არ გამოდიოდნენ. ისხდნენ და ერთმანეთს ამბებს უყვებოდნენ, მუსიკას ასმენინებდნენ. მოკლედ, შეუფერხებელ რეჟიმში მიდიოდა ძალიან მაგარი პროცესი _ ერთმანეთის გაცნობა. ეს ურთიერთობის პირველი სტადიის ძალიან ტკბილი ვნება და ხიბლია, რომელსაც თუ აყევი, ბოლომდე გაგიყვანს. ნანიკოც ამბობს:მთელი ეს პერიოდი მახსოვს, როგორც დიდი, კარგი ენერგია. მაშინ არც მქონია დრო, დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რა იქნებოდა მერე. არ ვიცოდი, თუ ეს ურთიერთობა რამეში გადაიზრდებოდა~.
ქობულეთშივე გაირკვა ერთი ყველაზე მთავარი და ამ დროს ძალიან მარტივი რამ: ლევანიკოსაც და ნანიკოსაც შეეძლოთ აყოლა ზედმეტი, წვრილმანი კითხვების გარეშე.

  • და მართლა, რამდენი წლის ხარ? _ ეს კითხვაც კი უკვე გახურებული ურთიერთობის დროს გაჩნდა.
    რომ მიპასუხა 19-ისო, დიდი სტრესი მივიღე. მე 26 წლის ვიყავი. არადა, არც დამიშვია, თუ ჩემზე ოდნავ პატარა იყო~. ასაკით არც მე არ დავინტერესებულვარ. ეს ძალიან მეორეხარისხოვანი იყო~.
    აწყობილი ურთიერთობა = თამაში
    მათ ერთად ყოფნაში არის რაღაც ბონი და კლაიდური. ისინი უვნებელ პროვოკაციებს აგებენ და ერთობიან.
    თავიდან ეს ხდებოდა ასე:
    ბულვარში, ტროტუარზე ვისხედით და ვმათხოვრობდით. მართლა გვიყრიდნენ ხურდებს~. მერე: მაშინ რუსთავი-2-ში~ ვმუშაობდი. 15 აპრილს დილის გადაცემის ეთერში დავქორწინდით. მმაჩის ბიუროთი და მთელი ამბით~. ქორწილი მაისში გვქონდა. არა, განგებ არ აგვირჩევია მაისი – თითქოს ცრურწმენის დასარღვევად. უბრალოდ დაემთხვა. ცოტაც რომ გადაგვეწია თარიღი, მერე მშობიარობა მიწევდა. კაბაზე ექოსკოპიის ფოტო გადავიტანე. ყველა ჩვენს ჩაცმულობაზე ლაპარაკობდა. არადა, ლილუც ხომ უნდა დასწრებოდა ქორწილს? კარგი გამოვიდა~.
    მოსკოვში ცხოვრების დროს მეგობართან წავედით. მარტო იყო სახლში. ნანიკოს ტოქსიკოზი ჰქონდა, იწვა. სამზარეულოშისელიოდკა~ ვნახე. ვიფიქრე, წავიღებ, ლოგინში ჩავუწვენ და კარგად გახდება-მეთქი. მეგონა, პაკეტში იყო, არადა, პარკი გახეული ყოფილა. და სანამ თევზი საწოლამდე მივიტანე, იატაკი ზეთითა და წვენით დაისვარა. იქვე დამთავრდა ნანიკოს ტოქსიკოზი~.
    მაესტროს ეთერში სამივეს ერთად _ მე, ლევანიკოს და ლილუს _ მიგვყავდა დილის გადაცემა. ლილუ ხელფასსაც იღებდა, გადაცემაში ათ ლარს. მის ნაცვლად, უწყისში ხელს მე ვაწერდი. შენახულიც მაქვს ის ფურცლები, სადაც აწერია: ლილუ ნუცუბიძეს~. ლევანიკო ერთი პერიოდი სულ თმას იღებავდა. ჯართან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და ყოველ წელს ახალ-ახალი იმიჯით მიჰქონდა ფოტოები კომისარიატში _ ხან შინდისფერი თმა ჰქონდა, ხან თეთრი, ხან ნაჩოსით~ იყო. გიჟდებოდნენ~. ამ ციტატებს ზღვარი არ უჩანს. ხომ გახსოვთ? _მე არ ვარ რადიკალი, უბრალოდ მივიზიდები…~

მოსკოვი-თბილისი. ვის არ სჯერა ცრემლების?
სანამ ლილუ გაჩნდებოდა, ლევანიკოს და ნანიკოს ერთი ხანგრძლივი პერიოდის გადატანა მოუხდათ. ქობულეთის მერე, ლევანი ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ურთიერთობას თავდაპირველი მუხტი ტელეფონმა შეუნარჩუნა. ნანიკო ჯეოსელში~ მუშაობდა და, როგორც კომპანიის თანამშრომელი, უფასოდ რეკავდა.საათობით ვლაპარაკობდით. მგონი, ყველაზე დიდი სატელეფონო ანგარიში მთელ ჯეოსელში~ მე მქონდა~. იმავე პერიოდში ნანიკოს ცხოვრებაში ერთი, თითქოს, სასიამოვნო რუტინა გაჩნდა _ გადაცემატოროლა~ მაესტროს~ ეთერში. ეკრანზე ყველაფერი დიდ გართობად ჩანდა. თბილისელმა თინეიჯერებმა მიიღეს ის, რაც არასდროს არ ჰქონდათ – მუსიკალურ-თინეიჯერული სიხარული; რაღაც, რაც თან სამამულო იყო, თანემტივურიც~. მოზარდებმა ეს ყველაფერი კი მიიღეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ნანიკოს პირადი ცხოვრება და სამსახური გაითქვიფა ერთმანეთში. სახლი სასტუმროსავით გახდა. ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა~. ლევანიკო ისევ მოსკოვში იყო და ნანიკოს ჩასვლას ითხოვდა. ნანიკო კიდევ ცოტა მშიშარა იყო და გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. ლევანიკოს დაჟინებული თხოვნა რომ არა, შეიძლება, მე დღესაც მაესტროში ვყოფილიყავი~.
ბოლოს დედამაც ურჩია: თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ წადი~. თითქოს, ამ ბიძგს ველოდი. გამოვფხიზლდი, ბილეთი ვიყიდე და წავედი~.
მოსკოვმა მათ ერთად ყოფნას დაუჯერა. ლევანიკომ სახლი თავისი ხელით გაარემონტა. რვა თვეს ცხოვრობდნენ იქ. მერე დაბრუნდნენ.
`ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. რაც, ჩემი აზრით, საინტერესოა მოსაყოლად, თან ძალიან ინტიმურიც არის და ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ხოლო ის, რაზეც ლაპარაკი შეიძლება, საინტერესოდ სულ არ მეჩვენება~ – ამბობს ლევანიკო და ესეც მისი დაუფიქრებლად წამოსროლილი მორიგი პროვოკაციაა. ლევანიკოს და ნანიკოს თემაც მოსკოვში ასე იხურება.

კოელიოს დაუძახეთ
მოვლენების ინტერპრეტაცია და მათი ნიშნებად გადათარგმნა პაულო კოელიოს და დიდი-დიდი ჩემი საქმე მეგონა. ამის გამო თავს ძალიან გაპოპსავებულადაც~ ვგრძნობდი. მაგრამ თანდათან ვარკვევ, რომ ესჭირი~ ბევრს ჭირს. ეტყობა, პალეოლითის მერე დიდად არ შევცვლილვართ. ისე, რას ვერჩი, ნიშნებს გამოდევნება ყველა სასიყვარულო ურთიერთობას უხდება. ალბათ, გახსოვთ ლევანის დაანონსებული ფრაზაც:
სულ გახსნილი ვარ, ვამჩნევ და ვკითხულობ. ნიშნები ჩვენს ურთიერთობას თავიდანვე მოჰყვება~. ერთ ცნობილ ამბავს გიამბობთ – თბილისი ხომ იტალიური ეზოსავით არის და შეიძლება, უკვე ისედაც იცით. ეს არის ამბავი იმისა, თუ როგორ დაერქვა ლილუს მილა იოვოვიჩის გმირის სახელიმეხუთე ელემენტიდან~.
მიკროფონთანაა ნანიკო: თავიდან მითხრეს, რომ ბიჭი მეყოლებოდა. სამი თვის განმავლობაში ასე ვიცოდი. მერე ექოსკოპია თავიდან გავიკეთე. მაგიდაზე ვწვებოდი, როცა ლევანიკოს მესიჯი მივიღე მოსკოვიდან, მწერდა: დამესიზმრა, რომ ძალიან ლამაზი გოგო გაგვიჩნდა, რომელიც მილა იოვოვიჩს ჰგავსო. რამდენიმე წუთში ექიმმა მითხრა, რომ პირველი ექოსკოპიის პასუხი შეცდომა იყო. სახლში მოვედი და ლევანიკოს დამ მითხრა, თუ გოგო უნდა დაიბადოს, ლილუ დაარქვითო. თან იმ პერიოდში თითქმის ყველა არხმა აჩვენამეხუთე ელემენტი~. ასე გახდა ლილუ ლილუ. მხოლოდ შემდეგ გაარკვიეს, რომ მილა იოვოვიჩის ხათრით დარქმეული სახელი ქართული ყოფილა. წავიკითხე, რომ ლილუ ლაჟვარდს ნიშნავს~, _ ამბობს ლევანი და სიტყვებით მართლა ვერ გადმოსცემს იმას, თუ როგორ შეცვალა ლილუმ ყველაფერი მათ ცხოვრებაში.მე სულ სხვანაირად მეკონტაქტება. რაღაც სხვანაირი სითბოთი. რომ მხედავს, ხმა ეცვლება ხოლმე~.

Лихорадка в Москве
ახლა კი ისევ პაუზა. მერე შტოპ-ი და Eჯეცტ-ი.
მერე ძველი კასეტა.
Pლაყ და ისევ მოსკოვი.
ლევანიკო ისევ მიიზიდა მაგნიტმა, რომელიც პარალელურად ყველანაირ ნორმებს განიზიდავს. მისი შაბათი საღამოები ТВ 6-ის არხზე აბობოქრებულ რადიკალურ ციებ-ცხელებაში გადიოდა. შატურდაყ Nიგჰტ Fევერ-ის მიბაძვით გაკეთებულ გადაცემას Лихорадка Субботним Вечером ხომ უამრავი მაყურებელი ჰყავდა; ჟურნალ ОМ-ს კი – კიდევ უფრო მეტი მკითხველი. ლევანიკო ტელევიზიაში რეჟისორის ასისტენტი იყო, ჟურნალში – რედაქტორის თანაშემწე.
1995 წელს იგორ გრიგორიევის მიერ დაარსებული ОМ-ის სტატუსი დღემდე არ შეცვლილა. რუსული ახალი თაობის ბიბლია და კულტი~ – ასე უწოდებს ჟურნალი თავისთავს და ბომბებს გაბედული დიზაინით, ტაბუირებულ თემებსა და იმიჯებზე ტაბუს მოხსნით ახლაც ისე აფეთქებს, თითქოს პირველი ნომერი იყოს. პრეტენზია ასეთი აქვს: – ОМ-ის სამყარო მსოფლიო ურბანისტული კულტურის და თანამედროვე ცხოვრების სტილის სამყაროა. ლევანიკომ ეს კარი სრულიად შემთხვევით შეაღო. ჟურნალის გამომცემელი ერთ ჩვეულებრივ მოსკოვურ тусовка-ზე გაიცნო და მერე ასევე ჩვეულებრივ тусовочный დიალოგში ОМ-ში მიიღო მიპატიჟება. იმ დღეს სასწრაფოდ უნდა გადაეწყვიტათ გარეკანზე მთავარ თემად რა გაეტანათ – მასალა ფედერიკო ფელინის თუ დევიდ ბოუის შესახებ. ფელინი თუ ბოუი? – ვერ წყვეტდნენ. მე ვთქვი: – რა თქმა უნდა, დევიდ ბოუი. მოეწონათ~.
შემდეგ სულ ასე იყო. თემებს ერთი კონკრეტული პრინციპით ვირჩევდით – ის უნდა ყოფილიყო ახალი, დროში აქტუალური, თან თანამედროვე ხელოვნების შესახებ~. არანაკლები იყო ТВ 6-ზე ატეხილი ციებ-ცხელებაც. პირველივე გადაცემა ისეთი ბომბი გამოვიდა, რომ პრემიერაზევე ავტორებს ყვითელი ბარათი აუწიეს.წითელზე საერთოდ არხი იკეტება, არათუ გადაცემა~. მართლაც, აქ ყველაფერი ტაბუმოხსნილი იყო – თემებიც და ინტერიერიც. აქა-იქ დაუდევრად, თითქოს შემთხვევით ეყარა ნივთები, რომლებიც ტელეეთერში წესით არ უნდა ხვდებოდეს _ ვიბრატორები, პრეზერვატივები. პირველი სტუმარი პორნოვარსკვლავი იყო, მერე – ჩვეულებრივი ცნობილი სახეები მოჰყავდათ და არა-ჩვეულებრივ კითხვებს უსვამდნენ: – თუ შეიძლება, გაიხსენეთ, თქვენი პირველი ორგაზმი?~ იბნეოდნენ, მაგრამ პასუხობდნენ. СТС-ზე იყო გადაცემა Вася Iნ Dა Hოუსე. ლევანიკოს რადიკალურ ჯგუფს მილიონი დოლარი მისცეს გადაცემის გასაკეთებლად. უნდა გამოსვლოდათ თოქ-შოუ, ოღონდ რადიკალურ თემებზე. და რახან ფულის გარშემო ტრიალებდნენ, თანაც ამხელა ფულის, მთავარ თემადაც დოლარები აიღეს. გააკეთეს შუშის კაბინა, რომელშიც სტუმარს სვამდნენ, უკრავდნენ ხელ-ფეხს და უყრიდნენ ბევრ ფულს. მას პირით უნდა აეღო ბანკნოტები და რამდენის აღებასაც მოახერხებდა, ჩუქნიდნენ. რა იყო ამ გადაცემის მორალი და რა ფიქრები და ასოციაციები ჩნდებოდა პირით ბანკნოტებჩაბღუჯული, გუგებგაფართოებული და დახარბებული კაცის დანახვაზე _ თვითონ გადაწყვიტეთ. ფოტოაკადემიაში კი ბევრი არაფერი ასწავლეს _ ასე ფიქრობს თვითონ. ერთადერთი, რაც იქ საბოლოოდ აღმოაჩინა, იყო ის, რომ არ მოსწონდა გამეფებული რეალობის ესთეტიკა.ამიტომაც ზოგი ჩემი ძველი ფოტო საერთოდ აღარ მომწონს _ ზედმეტად ლამაზია და ესთეტური. მე ჰელმუტ ნიუტონიც არ მიყვარს~.

. . .

ინდოეთი _ მოსკოვის შემდეგ ეს სულ სხვა თემაა, რომელიც რაღაცით უახლოვდება თბილისის განწყობას. გზამ აზიაში _ ბაქოდან დაწყებული და პაკისტანამდე გასული _ ლევანიკო დაარწმუნა, რომ იქ, რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო მეტად კარგავ კავშირს აწმყოსთან; მით უფრო უკან-უკან მიდიხარ დროში. თბილისიც ხომ დაახლოებით ასეა.
კლუბი გვქონდა,ლიფტი~ მე-11 სართულზე. ელექტრონული მუსიკის პირველი კლუბი იყო. ექვს თვეს გაძლო. მერე ბანკი გაიხსნა პირველ სართულზე და დაგვხურეს~.
რაც შეეხება ციებ-ცხელებას? ლევანიკო ამბობს, რომ ეს გართობა იყო და წარსულს ჩაბარდა. იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში მან ახალი ცხოვრებისეული ღირებულება აღმოაჩინა: მივხვდი, რომ სიმშვიდე კარგია. მივხვდი, რომ სისულელეა ყველაფრის გამოხატვა, რადგან ამ დროს სრულ იგნორს იწვევ და მიზანსაც ვერ აღწევ~. მე: ბრძოლასა და პროტესტზე უარს ამბობ? ლევანიკო:არა, უბრალოდ სხვა ფორმით ვიბრძვი. მშვიდად~.
მე: შეუმჩნევლადაც?
ნანიკო: Тихо едешь дальше?
ლევანიკო: `არა, შეუმჩნევლად ნამდვილად არ გამოვა, ისეთი რაღაცეების კეთება მინდა~.
და აქ ისევ იწყება მიზიდვის პროცესი. ერთი მრავალ­მნიშვნელოვანი ღიმილი, საკუთარი თავის გასაგონად დასმული კითხვა _ რისი გაკეთება მინდა? და აბსოლუტურად არა-მშვიდი პასუხების მთელი წყება.

მინდა, რომ:
თბილისში გრაფიტის ნამდვილი კულტურა გაჩნდეს და მოისპოს კედლის მონუმენტური მოხატვის მანია~. ტორტებივით სახლები ავაფეთქო ტროტილით~
დავწვა სამხატვრო აკადემია და თეატრალური ინსტიტუტი~... მინდა, რომ…~ _ უსასრულოდ გრძელდება.

ლევანიკოს სიმშვიდე ორბუნებოვანია ეს მისი მორიგი პროვოკაციაა. თვითონ მოიფიქრეთ, აჰყვებით თუ არა.

ავტორი: თამარ ბაბუაძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s