თაობები

ალბათ უცნაური შეგრძნებაა, როცა სხვაგან საპატიოდ გამოფენილი სახელგანთქმული ადამიანების ფოტოსურათები შენს საოჯახო ფოტოალბომშია ჩაკრული. ერთი მხრივ _ საამაყო რამაა, მეორე მხრივ _ მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობა. ცნობილ მოღვაწეთა შვილიშვილებისა თუ შვილთაშვილებისთვის ბებიები და ბაბუები საუკეთესო სარეკომენდაციო ბარათი არიან, მაგრამ ამავე დროს, მათ უფრო გულმოდგინედ აკრიტიკებენ ხოლმე, აქაოდა, ასეთ დიდ მოღვაწეს ასეთი მემკვიდრე არ ეკადრებოდაო.
ამ უკანასკნელი აზრის მქონეთა გულის გასახეთქად, რამდენიმე სახელგანთქმული ქართველის შთამომავლებს გაგაცნობთ. ისინი ლამაზებიც არიან, გონიერებიც და ნიჭიერებიც. ხოლო ის ფაქტი, რომ თინანოს დიდი ივანესთანა ჯერ არაფერი შეუქმნია და ტატოს დიდ ვახუშტიმდე ბევრი უკლია, არაფერს ნიშნავს _ მაშინაც მრავალი გამოჩნდებოდა ახალგაზრდებით უკმაყოფილო.

ივანე ჯავახიშვილი
თინათინ ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილი ბაბუასავით ნამდვილად არ მიყვარს _ ან როგორ მეყვარება, არ ვიცნობდი… ძალიან კი მიხარია, რომ ასეთი ადამიანის შთამომავალი ვარ.

ვაჟა-ფშაველა
ვაჟა გიორგობიანი

მე, საერთოდ, მიყვარს პოეზია, ყველაზე მეტად _ ვაჟა-ფშაველასი.
ის ჩემთვის მხოლოდ გენიოსი კი არა, ბაბუაცაა. ასეთი კაცის შთამომავალი როცა ხარ, ეს დიდი მოვალეობაა.

ნატო ვაჩნაძე
ნატალია შენგელაია

ნატო ვაჩნაძეს, ცხადია, პირადად არ ვიცნობდი _ ეკრანზე მყავს ნანახი, ფოტოსურათებზე. მაგრამ ჩემთვის ის მაინც არაა მხოლოდ ლამაზი ქალი და ვარსკვლავი, არამედ ბებიაცაა, და რადგან დღესაც მისთანა ადამიანებთან მიწევს ყოფნა, ის ჩემთვის ძალიან ახლობელი და გასაგებია.
ზოგჯერ, როცა მეტყვიან ხოლმე, ნატაშა, ნატოს გავხარო, გული სიხარულით მევსება. ნატო ვაჩნაძის შვილთაშვილობა ძალიან მეამაყება, მე ის ძალიან მიყვარს.

ვახტანგ კოტეტიშვილი
ტატო კოტეტიშვილი

ერთი მხრივ, უსიამოვნოა, რომ გაცნობის დროს
ადამიანებს ჩემი წინაპრები უფრო მეტად აინტერესებთ და უყვართ,
ვიდრე მე. მაგრამ, მეორე მხრივ, ვახტანგ კოტეტიშვილის
შვილთაშვილობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მიშა მესხი
მიშა მესხი

პირველ რიგში, ბაბუაა, ძალიან საყვარელი. ცხადია, ვამაყობ კიდეც.

კოტე მახარაძე
დათა თავაძე

ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მომიწია ბაბუასთან ურთიერთობა. ნამდვილად არ იყო საკმარისი. ის ცამეტი წელი ჩემს ცხოვრებაში “კოტეს დროდ” იქცა.

მიშა კალატოზოვი
ტიტო კალატოზიშვილი

კალატოზოვს პირადად არ ვიცნობდი.
ისე, მთელი ბავშვობა მისი სახელი მესმოდა. კინო~, კალატოზოვი~, მიფრინავდნენ წეროები~ - ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი დიდი ჰალუცინაცია იყო. მიფრინავდნენ წეროები~ რომ ვნახე, რეჟისორობა უკვე გადაწყვეტილი მქონდა.
მის დიდ ოსტატობას ვაფასებ, მაგრამ მე განსხვავებული კინო მომწონს.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s