ჯაზში მხოლოდ ბიჭები არიან

სექსი ძალიან ჰგავს ჯაზს, _ ვგულისხმობთ ულევ შესაძლებლობებს, იმპროვიზაციას; როცა რეალურად არ იცი, თუ სად არის კულმინაცია. და კიდევ, ასეთი სახით ის აღარას­დროს განმეორდება. საუბარია იმ დინამიკაზე, იმპულსზე და ენერგიაზე, რაც ერთი შეხედვით გაფიქრებინებს, თითქოს დროდადრო ტემპი იზრდება, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, დროის ამ მონაკვეთში, ფანტაზია დაუჯერებელ შესაძლებლობებს აღწევს. ჯერ ახალი ორლეანიდან მისისიპის გაყოლებით გაცურავს სანაოსნო წვეულება, შემდეგ კედელზე გაკრულ თეთრ ზეწარზე ძველ მეჯლისს უჩვენებენ. ჯაზი ყველგანაა, ღმერთივით~, ისევე როგორც სექსი. თურმე ადრე ჯაზის დაკვრისთვის საკმარისი იყო ძლიერი ექსტაზი და ჯაზის სიყვარული. დღეს აღარ, რადგან განვითარდა და მხოლოდ იმიტომ არ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, რომ მისი არსი შესრულებაშია.
სექსშიც იგივეა. სიყვარულის და ექსტაზის გარდა, ხომ არის კიდევ რაღაც, მეტაფიზიკური ბოდვა თუ აღვირახსნილი სწრაფვა, _ სწრაფვა იმ ერთადერთი მიზნისთვის, რასაც სიამოვნება ჰქვია.
და რაც უფრო უადგილო და უდროოა ის მთავარი, მით უფრო ეფექტურია, ისევე როგორც იუმორი.
არტისტული ნევროზი თუ შიზოფრენია? არც ერთი. უფრო კი ადამიანური სისუსტე.
ჯაზი ბევრად ადრე არსებობდა, ვიდრე აფრიკელები დოლებს დედას და მამას ეძახდნენ. უბრალოდ, იყო ერთი პირობა: ჯაზი აუცილებლად მეოცე საუკუნეში უნდა მოდებოდა მსოფლიოს. უფრო მეტიც, წლებიც გათვლილი იყო და დღეებიც. ამიტომ ამერიკის ერთი ბოლოდან მეორეში, გაგრილებამდე ატარეს ჯაზი.
რატომ უღიმიან ერთმანეთს ჯაზ-მუსიკოსები კომპოზიციის შესრულებისას? ისინი იმპროვიზაციის გენიალურობას მოჰყავს გაოცებაში და ღიმილით იმ წამს აფიქსირებენ, რომელიც აღარ განმეორდება, ისევე როგორც სექსში~.

ნესტან კვინიკაძე
`ისპაჰანის ბულბულები~ (გვ.69-70)
2004 (რომანი)

ამის მეტი ლირიული გადახვევა არ იქნება. თან, არც მინდა ჯაზით აღფრთოვანებული ვიყო. როგორც ულტრათანამედროვეობის წარმომადგენელს, სულ სხვა გეგმები მაქვს. ეს ტექსტი, შესაძლოა, წინა საჯაზფესტივალო განწყობის იყოს. მოკლედ, მინდა გიამბოთ, თუ როგორ დაიჯერეს ჯაზ-ლეგენდებმა, რომ საქართველოშიც შეიძლება კონცერტების ჩატარება; რომ `აქაც ისევე სურთ კარგი მუსიკის მოსმენა, როგორც ნიუ იორკში ან ბარსელონაში~; რომ არსებობს ქვეყანა, სადაც როგორც ერთ დღეს CNN-მა აღნიშნა, თვიური ხელფასი სამი ლარია. მაგრამ რეი ჩარლზის კონცერტზე ორიათასკაციანი დარბაზი სავსე იყო, ბილეთი კი 100 დოლარი ღირდა. ზოგმა ოქროს ნივთები გაყიდა და ბილეთი ისე შეიძინა; ზოგიც, შესაძლოა, დღემდე იმდროინდელ ვალს ისტუმრებს. ასე იცის ჯაზის სიყვარულმა. ვერც მიხვდები, სად ამოხეთქავს. აი, როგორც ახლა ხდება, აქ, ამ პრიალა ფურცლებზე.

ერთი სიტყვით, TAKE SIX
სანდრო ბითაძე _ `ისთერნ პრომოუშენის~ ტექნიკური დირექტორი (ტექნიკური რაიდერი)
კახა კანდელაკი _ მარკეტინგი (რეკლამა)
მიშა გიორგაძე _ ერთ-ერთი დამფუძნებელი (საგარეო ურთიერთობები)
დათო მენაბდე _ ფინანსები
ეკა კუპრეიშვილი _ P.R. (დიასახლისი)
გიორგი კერესელიძე _ კომერციული დირექტორი (MR. კომფორტი)

დო _ ჯაზთან ზიარება
იმ დროს საზღვარგარეთ მხოლოდ მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები დადიოდნენ. იყო წყალბურთელთა ნაკრებიც _ თბილისის დინამო~ და იყვნენ ბიჭები, რომლებიც ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კარგ მუსიკას უსმენდნენ. კახა კანდელაკი:1979 წლიდან დაწყებული, როცა პირველად ბი-ბი ქინგი ჩამოვიდა, მამაჩემი _ გაიოზ კანდელაკი ფილარმონიის დირექტორი იყო. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში რამდენიმე დიდი პროექტი განხორციელდა: პირველი როკ-ფესტივალი; პირველი ჯაზ-ფესტივალი. პატარა რომ ვიყავი, იშვიათი ფირფიტების დიდი კოლექცია გვქონდა. ტანსაცმელი არ მიყიდია. პირველ რიგში, დისკებს ვაგროვებდით, მეც და მამაჩემიც. ვარჯიშისგან დაღლილს, მუსიკის მოსმენა მეხმარებოდა. გუნდშიც ასეთი სიტუაცია იყო. 1988-89 წლებია. ნაკლეიკას~ რომ ჩამოიტანდი, იმაზე ტყდებოდა ერთი ამბავი. ხან იმაზე მოგდებდნენ შარს, რომ მანქანას საჭე მარჯვნივ ჰქონდა! და მიდიოდა დიდი გარჩევა. ჩაკეტილი ქვეყანა იყო და, შესაბამისად, სხვანაირად აღიქვამდი ყველაფერს. ჩვენ მაილს დევისს, Weather Report-ს ვუსმენდით. მაგნიტოფონი თან დაგვქონდა, ბენსონზე და Earth wind and fire-ზე ვცეკვავდით. ეს სტილიდინამო თბილისის~ მუსიკად იქცა, სადაც ბავშვობის მეგობრები ვთამაშობდით. ჩვენ 6 წლის ასაკიდან ერთად მოვდივართ~.


ვიღაცაზე რომ შეიტყობდნენ, რეი ჩარლზის კონცერტზეა ნამყოფიო, ის უკვე სერიოზულ პიროვნებად ითვლებოდა. მოხდა ისე, რომ გერმანიაში შეჯიბრზე ყოფნას ფრენკ სინატრას კონცერტი ემთხვეოდა. ხუთ კაცს სულ 700 მარკა ჰქონდა. ხელფასი ორი კვირის შემდეგ უნდა აეღოთ, ეს კი საჭმლის ფულად ეკმარათ. სინატრას კონცერტის ბილეთი 650 მარკა ღირდა. ბიჭებმა კახა კანდელაკს ოცნება აუსრულეს _ ბილეთი უყიდეს. სამაგიეროდ, მთელი შემდეგი პერიოდი ჩარლი ჩაპლინის მსგავსად, თასმებს ხარშავდნენ~. მაგრამ ღირდა. ეს ფრენკ სინატრას საბოლოო კონცერტი აღმოჩნდა! მოკლედ, უცხოეთში გატარებული დრო ცოცხალ კონცერტებთან ასოცირდება, მასეო პარკერი იქნება ეს თუ U2.გამუდმებით იყო ერთი განცდა: ნეტავი ჩვენები აქ იყვნენ, ნეტავი ეს მომღერალი საქართველოში ჩაგვაყვანინა~. ეს ოცნებას ჰგავდა. მაგრამ თურმე ისევე ექვემდებარებოდა ასრულებას, როგორც კახა კანდელაკის ბავშვური ინტერესი, როცა ფირფიტებზე მოსმენილი ცოცხალი შესრულებისას, ტაშის გაგონებაზე ფიქრობდა, ნეტავი იქ რა ხდებაო?!

1989 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირში პირველი საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი თბილისში ჩატარდა. ამერიკიდან 12 ჯგუფი ჩამოვიდა: ართ ბლეიკი, ფრედი ჰუბარდის კვინტეტი… მთელი ქალაქი მოგროვდა. ფილარმონიის დარბაზი გადაჭედილი იყო. მაშინ ჩარტერული რეისი იყო თბილისი _ ვარშავა. მუსიკოსები ვარშავაში იკრიბებოდნენ. იქ ენთუზიასტები~ ხვდებოდნენ ცარიელი თვითმფრინავით და თბილისში მოჰყავდათ. ვინ იხდიდა ფულს? რატომ იხდიდა? _ არავინ იცის. მაშინ ბიზნესი და ფულის ამოღება არ იყო აქტუალური. ის ათი დღე დღემდე ახსოვთ: ღამე არ ეძინათ. ჯემსეიშენები... მოკლედ, ნამდვილი ჩიკაგო. გარშემო მიტინგები, მაგრამ ჯაზ-ფესტივალს ეს არ ეხებოდა, _ უნდა ჩატარებულიყო. ამის აუცილებლობა არსებობდა, თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ ფასეულობები ისევ ღირებულია. თბილისს დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. ეს წრე ომის შემდეგ გაწყდა და ერთ დროსენთუზიასტები~, დღეს კი `ისთერნ პრომოუშენი~, ამის აღდგენას ცდილობს.

რე _ გამოცდილება + პირველი ნაბიჯები
აქ ომი დაიწყო. იქ (გერმანიაში) კონტრაქტი დამთავრდა. საქმე არ ჩანდა. არეულობა. თბილისში ერთადერთი, კოკა-კოლას ქარხანა იყო. მათ გაუმართლათ: კოკა-კოლაში~ მოეწყვნენ, სადაც მარკეტინგული ბიუჯეტი არსებობდა. პირველი რეკლამა: ქოლგები, ბილბორდები. აქ გამოცდილება დააგროვეს. წითელი მაცივრები გარეთ რომ გამოიტანეს, მთელი ქალაქი ამაზე ალაპარაკდა. მერე ტროლეიბუსები გადაღებეს. მერე იყო _რა დროს მაქდონალდსია, ხინკალი გაწყდება!~… და ასე შემდეგ!

იქ უკვე საშუალება გაჩნდა, რომ თავიანთი იდეების განხორციელებაზე ეფიქრათ. და უეცრად, რეი ჩარლზის ჩამოყვანის შანსი! კოკა-კოლას~ დაყოლიების შემთხვევაში, ზაზა შენგელიამენთუზიასტებს~ რეალური დახმარება აღუთქვა. იმ ღამეს არავის ეძინა. დაიწყო მიმოწერა. ინფორმაციისთვის ადრე ჩატარებული ჯაზ-ფესტივალი გამოიყენეს. მთავრობის გარანტიები სჭირდებოდათ. 1996 წელი იყო.
ეს დაუჯერებელი გვეჩვენებოდა. სანამ კარი არ გაიღო და 38-კაციან ბენდთან ერთად არ გადმოვიდა, ვერ დავიჯერეთ. აეროპორტში კი სრული ქაოსი იყო: არავითარი საზღვრის კონტროლი, არც დაცვა! სამ ლარს იხდიდი და რაც მოგესურვებოდა, იმას იზამდი. მუსიკოსს სამი ათასი კაცი დახვდა. მანქანები თვითმფრინავის ფრთების ქვეშ ჩერდებოდა, იყო გადაძახილები. მენეჯერი ჯო ადამსი _ ყველაზე მკაცრი მენეჯერი _ გაოგნებას ვერ ფარავდა. კიდევ კარგი, რეი ამ ყველაფერს ვერ ხედავდა. მუსიკოსი სათანადო დონეზე მიიღეს. მაშინ ძვირი ღირდა ბილეთი, მაგრამ ხალხი გაყიდული ოქროს ნივთების ფასად, 8 გრემის მფლობელი ლეგენდის სანახავად მოვიდა~. ერთ მხარეს იყო სურვილი და ახლად ფეხადგმული საქართველო; მეორე მხარეს კი _ კონტრაქტი, რომელიც კრიზისში მყოფი ქვეყნისაგან დაუჯერებელ მოთხოვნებს აყენებდა. ხელშეკრულებას ყოველთვის თან ერთ­­­ვის ტექნიკური მოთხოვნა,ტექნიკური რაიდერი~, სადაც დათქმულია: დრო, თარიღი, გადახდის ფორმა, ვადები, ხანგრძლივობა, თბილისში ჩამოფრენის და გაფრენის დრო, სცენის განლაგება. ზოგიერთი ვარსკვლავი, საერთოდ, ლიმუზინით დახვედრას ითხოვს. ასევე გასათვალისწინებელია მიკრო ავტობუსი; სატვირთო მანქანა, _ იმ შემთხვევაში თუ სპეციალური მოწყობილობა, ინსტრუმენეტები და სხვა რამ ჩამოაქვთ; კიდევ _ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ზოგს პირადი დაცვა სჭირდება, ზოგი, საერთოდ, ხელშეკრულებაში მიუთითებს, რამდენჯერ უნდა ასადილო; ხან ებრაელი გაერევა ჯგუფში და ქაშერის ითხოვს, ხან ვეგეტარიანელს სურს შესაბამისი საკვები. ღვინო რომელი? ლუდი? ბრენდისთან ერთად ადგილობრივ ლუდსაც ხომ არ მიირთმევთ? Manhattan transfer -მა ვერცხლის დანა-ჩანგალი და გაუხსნელი ფაიფურის თეფშები მოითხოვა. პრაქტიკულად, მენიუ შედგენილია.
რამდენი საგრიმიორო ოთახი გნებავთ? ერთი დიდი სარკე? კედელზე დამონტაჟებული ოცი და ორი დასადგამი საკიდი? ფენი? მაგალითად, ჯეიმს ბრაუნს თავშესაყოფი ფენი სურდა. თან, არც საგრიმიოროს ტემპერატურა უნდა დაივიწყო.


მუსიკოსებს ხმის რეჟისორი ყოველთვის თან მოჰყვება. ის, ფაქტობრივად, ჯგუფის წევრია. ხშირ შემთხვევაში, განათების დიზაინერიც ჩამოჰყავთ. აღარაფერს ვიტყვით დასარტყამი ინსტრუ­მენტების ზომებზე, სცენის გაწყობაზე და რაც მთავარია _ სთეიჯ ფლოტი~. ჯაზის ხათრით, ეს ყველაფერი დაძლეულ იქნა. მაშინაგუტინებს~ მიჰქონდა ყველაფერი და, მოულოდნელად, ერთმანეთს მიჰყვა: მასეო პარკერი, Manhattan transfer, ჯეიმს ბრაუნი, პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი, ქულიო, ჯო ზავინული და კიდევ მრავალი სხვა. ქულები ჩაწერილია! ყველამ იცის, სად არის საქართველო და იციან, რომ ამ კონცერტებს საუკეთესო მსმენელი ესწრება. თბი­­­ლისს უკვე იცნობდნენ და მასზე სიყვარულით ჰყვებოდნენ. ჯაზმენებს თურმე ევროპის ორ ქვეყანაში ჩასვლა უყვართ _ საქართველოში და ტალინში. გიჟდებიან… ამ ხალხმა ხომ შესანიშნავი დახვედრა იცის. მოსწონთ, რომ ახალგაზრდები ესწრებიან კონცერტებს. 40 პროცენტი მართლაც ახალგაზრდები არიან. ელ ჯერო ტიროდა, როცა 11-12 წლის ბავშვები ხელით ეხებოდნენ. ჯორჯ დიუკმა თქვა, ახალგაზრდებმა ისეთი ამბავი გამართეს, თავი ბრითნი სპირსი მეგონა. ჩემს კოლეგებს რეკომენდაციას ვაძლევ, თბილისში ჩასვლის შანსი ხელიდან არ გაუშვანო.
ჩვენში დახვეწილ კულტურას ხედა­ვენ. მაგალითად, ჯონ მაკლაფინს სხვა­დასხვა ქვეყანაში გასტროლების შესახებ დაწვრილებით ეკითხებოდნენ. იქ ჯაზმენებს ასე არ ხვდებიან, მაიკლ ჯექსონზე კივიან. ჯაზი ელიტური მუსიკა გახდა. სუპერმარკეტებში ჯექსონია ჩართული, კარტიესა~ და ~როლს როისის~ მაღაზიაში ელა ფიცჯერალდს, მაილს დევისს ან ბილი ჰოლიდეის უსმენენ. ჩვენთან ჯაზი ისეა, როგორც იქ პოპ მუსიკა. დღენახევრით ჩამოსულები იმდენ კარგს ხედავენ, ჰგონიათ, მთელი ქვეყანა ასეთია. ერთ-ერთ ფესტივალზე, სტუმრებმა ქალაქში გავრცელებულ ბილბორდებს რომ მოჰკრეს თვალი, გაოგნება ვერ დაფარეს, გატაცებული ბიზნესმენების ფოტოები და წარწერა: KIDNAPPED შენიშნეს. ეს რა ხდება, თქვენთან ხალხს იტაცებენო? შეშინდნენ. მასპინძლებმა უპასუხეს, რას ამბობთ, ეს ახალი დეტექტიური სერიალის რეკლამაა, მალე გამოდის და მთელი ქალაქი ამას უცდისო. ისე დაინტერესდნენ, დღემდე ელოდებიან კასეტებს.
უკან დაბრუნებულები, ჭორებს და ინფორმაციას ცვლიან. ხმა ადვილად ვრცე­ლ­დება, რადგან სხვადასხვა ჯგუფებში უკრავენ. იმას ჰყვებიან, რაც განიცადეს.
გვყავს მაყურებელი, რომელიც ხარისხიან მუსიკას ირჩევს. დარბაზის განწყობას მუსიკოსები შესანიშნავად გრძნობენ. როგორც წესი, კონტრაქტში მითითებულია კონცერტის ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მუსიკოსსა და დარბაზს შორის ემოციური მუხტი დამყარდა, მუსიკოსი დაგეგმილ დროს გადააცილებს. ჩვენს შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე, სულ ირღვევა პი­რო­ბა და აღფრთოვანებული ჯაზმენები დროს ხშირად აჭარბებენ ხოლმე. თავიდან კონცერტებზე 300_400 კაცი იჯდა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე უკვე ის ნდობა დავიმსახურეთ, რომ რადგან ესა თუ ის მუსიკოსი ჩამოგვყავს, კონცერტზე დასწრება ღირს. საჩვენებელი მაგალითი საქსოფონისტი კენი გარეტი იყო. მისი შემოქმედების შესახებ ბევრმა არ იცოდა და არც ისე მსუბუქი მუსიკის მიუხედავად, დარბაზი ემოციით სავსე იყო და აღფრთოვანებას ვერ ფარავდა~. ევროპის ტურნეებისა და უკვე ნამყოფი ვარსკვლავების სიის წყალობით, დღეს მათი მოწვევის პრობლემა არ არსე­ბობს. არის გამოხმაურება, რომ ჩამოსვლა სურთ, რაც ბევრს ნიშნავს.ახლაც, რამდენიმე დღის წინ, ლოს ანჯელესში მცხოვრებ ჩვენს მეგობარს, სერგი ნაკაიძეს ველაპარაკე. ჩიკ კორეას კონცერტზე ვიყავი და ყველა ჯაზმენი თბილისზე ლაპარაკობდაო.~
~სულ რისკზე მივდიოდით: ხან ბებიაჩემის სახლი იყო ჩადებული, ხან `MSლაითის~ აპარატურა. ხშირ შემთხვევაში ვაგებდით, მაგრამ აზარტის ამბავია, სპორტსმენები ვართ და როცა აგებ, ყველაფერს აკეთებ მოგებისთვის, ეს სისხლში გვაქვს. მაიკლ ფრენქსი სამი წელი ჩამოგვყავდა. გეგმები სულ იშლებოდა, მაგრამ არ მოვეშვით და ბოლოს მაინც ჩამოვიყვანეთ.
ჩვენი ქვეყანა ყველაფრისგან შორს არის. ამერიკიდან პირდაპირ არავინ ჩამოვა. ეს არ არის გერმანია, სადაც ათ ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით ჩაატარებ კონცერტს და ავტობუსით შემოივლი ნახევარ ქვეყანას. საქართველოში ასეთი ტურნე მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ბათუმი, თბილისი, ბაქო და ერევანი _ ეს გზა რეალური გახდება. ის 2000 კაცი, რაც ფილარმონიაში ეტევა, ერთ კლუბად იქცა და საერთო გემოვნება ჩამოყალიბდა.~

რე დიეზი _ ამბობდნენ…
მაყურებელი კრიტიკულია. ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლების შემთხვევაში, ხან ტანია მარიას თვალზე ჩამოსულ ტუშზე საუბრობდნენ~, ხან ლოს ანჯელესიდან ჩამოყვანილ ბრაზილიელ მოცეკვავეებს უწუნებდნენ ფიზიკურ მონაცემებს. ამბობდნენ, ჯეიმს ბრაუნი ბებერია და თან I FEEL GOOD არ იმღერა,იხალტურაო~. როდესაც ორგანიზატორებმა ჯეიმს ბრაუნს კულისებში ჰკითხეს, I FEEL GOOD რატომ არ იმღერეთო, მან გაკვირვებულმა ამოიხედა და თქვა: 1500 ჰიტი მაქვს დაწერილი, საუკეთესო სიმღერები შევასრულე და~…
კონცერტის დროს, მოულოდნელად აუზში გადამხტარი ჯეიმს ბრაუნი _ კრიტიკულ მსმენელს არც ეს საოცარი სანახაობა დარჩენია ყურადღების მიღმა. მერე მაქფერინზეც გამოითქვა პრეტენზიები: აუ, მარტო დაუკრავსო?! მაქფერინის მთელი ხიბლი კი იმაშია, რომ ოცდახუთი წელია, მარტო ატარებს კონ­ცერ­ტებს, დასარტყამი ინსტრუმენტიც თვითონ არის და ბას-გიტარაც. ეს სამი პროცენტის მოსაზრებაა, თუმცა ხმა მალე ვრცელდება ხოლმე და რომ არა ნაღდად ხელისშემშლელი პირობები, ისეთი, როგორიც იყო მაიკალ ფრენქსის შემთხევევა _ 11 სექტემბრის გამო ჩაშლილი კონცერტი; რომ არა Gიპსყ Kინგს-ის თვითფრინავში აღმოჩენილი ასა­ფე­თ­ქებელი საშუალება და შედეგად _ გადადებული კონცერტი; ასევე ბენსონის შესახებ მოსკოვთან შექმნილი, გახმაურებული პრობლემები, _ მაყურე­ბელი მართლაც ფიქრობდა, რომ ეს ცნო­­ბილი სახელები მხოლოდ ცრუ განგაში იყო.
მალე მითქმა-მოთქმა შეწყდა. საზოგადოება მიხვდა, რომ თბილისის პატარა ჯაზ-ფესტივალიც მსოფლიო მას­შტა­ბის, გლობალური მოვლენაა და იმასაც მიხვდენენ, რომ ასაკოვანი ჯაზმენები ჩამოჰყავთ არა იმიტომ, რომ ისინი დაბერდნენ და წასასვლელი არსად აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ლეგენდები არიან.
მი _ Раз…Раз…Раз…

მიშა გიორგაძის საყვარელი ამბავი:
როცა გაიხსნა საზღვრები და უცხოელებმა მისვლა-მოსვლა იწყეს, 80-იანი წლებში მოსკოვში პირველად BONEY M ჩავიდა. მათ `ტექნიკურ რაიდერში~ მითითებული ჰქონდათ, რომ რევერბერატორი სჭირდებოდათ. მისი ფუნქცია არავინ იცოდა. ხმის შემოწმების დრო რომ დადგა, რევერბერატორი ადგილ-ზე არ აღმოჩნდა. ატყდა სკანდალი, BONE­Y M­­ კონცერტს ჩაშლიდა, თუ რევერბერატორი ადგილზე არ გაჩნდებოდა. როგორც თარჯიმანმა ახსნა, ეს ექოს გამომცემი დეტალი ყოფილა: ვთქვათ, მიკროფონში ამბობ Раз…, ის გამოსცემს ექოს: Раз… Раз… Раз… მათ ეს რევერბერატორი სიმღერა შუნნყ-სთვის უნდოდათ. სხვა რა გზა იყო. მოიძიეს დარბაზში კაცი, რომელსაც ყველაფერი ეხერხებოდა. თარჯიმანმა აუხსნა, რომ საჭიროა ისეთი მოწყო­ბილობა, რომელიც მიკროფონში ნა­თ­­ქვამ სიტყვას გადაამრავლებს და ექოდ გამოსცემს, მაგალითად Раз… შუადღე იყო, საღამოს კი _ დანიშნული კონცერტი უნდა ჩატარებულიყო. ორ საათში გავაკეთებო, თქვა ოსტატმა და სადღაც სამ საათში, სამუშაო დაამთავრა. შემოწმება ვერ მოასწრეს, მაგრამ სტუმრები დაარწმუნეს, რომ რევერბერატორი მზადაა. დაიწყო კონცერტი. შუნნყ-ს შესრულების დროც დადგა. მომღერლებმა რევერბერატორი ჩართეს და მთელ დარბაზში გაისმა: Раз…Раз…Раз…

მი ბემოლი _ HELLO JAY KAY
ტრომბონისტმა დენის როლინსმა, რო­მ­ლის სახელიც თბილისელი მსმენელისთვის აბსოლუტურად უცნობი იყო, მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ორგანიზატორები ყველაზე მეტად გაახარა. მცხეთაში მოწყობილ სადილზე, დენის როლინსმა საუბრისას აღნიშნა, რომ ის ჯეი ქეის და ჯგუფ JAMIROQUAI მეგობარია. კახა კანდელაკმა ტრაბახში ჩაუთვალა, გადამოწმება დაუპირა და უთხრა: ჩვენთან ძმაკაცობა ასე არის, რომ ნებისმიერ დროს აიღებ ტელეფონს და დაურეკავ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დროა და სად ხარო. მომეცით ტელეფონი და დავურეკავო, მშვიდად უპასუხა ტრომბონისტმა. კახამ ტელეფონი გაუწოდა, დენისმა დარეკა და კახა კანდელაკი ჯეი ქეის მცხეთიდან ასაუბრა.

ფა _ ფავორიტები?
უჭირთ იმ შემსრულებლების ჩამოთ­ვ­ლა, ვისი ჩამოყვანის სურვილიც ყვე­ლაზე მეტად აქვთ, მაგრამ მაინც: Eარტჰ ჭინდ ანდ Fირე, ჰერბი ჰენკოკი, ჩიკ კორეა, ქეით ჯარეტი, პეტ მეტენი, სტენლი კლარკი, მარკუს მილერი. აქაც ერთსულოვნებაა.
დაიმახსოვრეთ ეს სახელები და დაელოდეთ, როგორც ერთ დროს ცოცხალ ლეგენდებს: Manhattan transfers-ს, TAKE SIX-ს, ელ ჯეროს თუ ბობი მაკფერინს ელოდით.

ფა დიეზი _ `გმირობაზე არასოდეს გვიფიქრია~ _ E.P. – BOYS
თბილისის ჯაზ-ფესტივალი ევროპის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალების კა­ლ­ე­ნ­დარშია შესული.
მუსიკა, რომელსაც წყალბურთელები ერთ დროს ვარჯიშის შემდეგ ისმენდნენ, დღევანდელ რეალობაში ყოველ ივ­ნისს ქართული საზოგადოებისთვის ცოცხალი შესრულებით ისმის. მართალია, ბევრი მიზეზის გამო, ჯაზ-ფესტივალზე დასწრება ამ ეტაპზე მთელი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ყველაფერი ასრულებას ექვემდებარება! ჯაზ-ფესტივალი ჯერ მხოლოდ ცხრა წლის გახლავთ და ისევე როგორც კახა კანდელაკს ბავშვობაში ფირფიტაზე ცოცხალი მუსიკის მოსმენისას აინტერესებდა, ნეტავი იქ რა ხდებაო, და ბოლოს ამის თვითმხილველიც გახდა, მალე მთელი SWEET GEORGIA გაიგებს ბგერებს ნიუ ორლეანიდან. თითს რევერბერატორის ღილაკს აჭერ და: jazz jazz jazz…

ავტორი: ნენე კვინიკაძე

ფოტო: დავით მესხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s