ნიკა მაჩაიძე/NIKAKOI/ERAST

ფაქტები

განათლება:

1990-92
თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი,
მულტიპლიკაციური რეჟისურის ფაკულტეტი.
1990-93 თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი,
მხატვრული კინოს რეჟისურის ფაკულტეტი.

ძირითადი წარმოდგენები:

1994
თბილისის ხელოვნების სახელმწიფო აკადემია.
ჯგუფური გამოფენა ”4 სტუკ”.

1999
თბილისი. კლუბი `ათი-ნათი”.
“sweet evening of electronic music”, დიმა დადიანთან ერთად.

პარიზი. ელექტრონული მუსიკის კვირეული.
ლაივი. კლუბი L’enfer.

ლაივი სოფიაში.

Radio France International პრეზენტაცია.

2001
ბერლინი.
ლაივი. კლუბი WMF.

2002
ლაივი. transmediale. EWERK, ბერლინი.

ლაივი. კლუბი Batofar. პარიზი.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი თამარ კორძაიასთან ერთად. ელექტროაკუსტიკური მუსიკა.

ლაივი ფესტივალზე SONAR. ბარსელონა.

Behremarken. ბერლინი.

ლაივი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დიუსელდორფი.

ლაივი ფესტივალზე Exit. პარიზი.

2003
თბილისის ისტორიის მუზეუმი
ჯგუფური გამოფენა `არტერია”.

ლაივი თეატრში musson-turm. მაინის ფრანკფურტი

2004
ლაივი ფესტივალზე Fusion. გერმანია.
ლაივი ფესტივალზე SYNCH. ათენი, საბერძნეთი.

თამრიკო კორძაიასა და დომენიკ ბლუმის მიერ შესრულებული ორი პიესა ორი ფორტეპიანოსთვის. ციურიხის სახელმწიფო რადიო.

`ბავშვები თამაშის დროს”, თამრიკო კორძაიას მიერ შესრულებული საფორტეპიანო კონცერტი. theter am gleis. ვინტერტური, შვეიცარია.

ჯილდოები:

1999
გრანპრი. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.
Radio France International .

2002
პრიზი ვიდეო ფესტივალზე CIFA. თბილისი, საქართველო.
ნომინაცია: ექსპერიმენტი.

მუსიკა:

მუსიკა მაკა ასათიანის, ნინო ჩუბინიშვილის და ზალიკო ბერგერის მოდელების ჩვენებებისთვის. ქართული მოდის ფესტივალი.

მუსიკა პიესისთვის “Der Park “. სამეფო უბნის თეატრი.

მუსიკა კოკა რამიშვილის ვიდეოსთვის `მირზაანი”.

მუსიკა თამუნა ქარუმიძის დოკუმენტური ფილმისთვის `ზაჰესი 708”.

მუსიკა სალომე მაჩაიძის ექსპერიმენტული ფილმებისთვის “Boards of Monte-Carlo”, “Boards of Monte-Carlo” 2” და “Soldiers Cry”

მუსიკა პოლ ლეიტონის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “Fucked”.

2002
CD Nიკაკოი “Sestrichka”, WMFREC, ბერლინი.

LP “City lights”, WMFREC, ბერლინი.

2002
საუნდტრეკი ზაზა რუსაძის დოკუმენტური ფილმისთვის `ბანდიტები”.

ტრეკი “მტავარი” კომპილაციაზე Furtther Electronics
ტრეკი “მტავარი” კომპილაციაზე SONAR Official compilation
ტრეკი “მტავარი” კომპილაციაზე A punct Music

2004

LP Erast “GoodAir” LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო.
LP Erast “Minimissing” LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო.

CD Erast “Goodair+Minimissing” LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო.

2005
LP “Rock With Me” ტომას ბრიკმანთან და მარკუს შმიკლერთან ერთად, Lable Max-E /ჩაწერის პროცესშია/
CD Erast “Cyberpunk” LaboratoryInstinct, ბერლინი-ტოკიო / ჩაწერის პროცესშია /

რეჟისურა:

1994
ვიდეო “Kindergeometrie”. ბერლინი.

1996
მოკლემეტრაჟიანი ფილმი “Fly alone”

2000
მიკროფილმები
“Bird shit” გიო სუმბაძესთან ერთად.
“We all are the crows ” თამუნა ქარუმიძესთან ერთად.
“Rabbits” (“ We all are the crows -2”) თამუნა ქარუმიძესთან ერთად.
“Karadeniz” თამუნა ქარუმიძესთან ერთად.
მუსიკალური ვიდეო “Tuuta2” / Nikakoi /
მუსიკალური ვიდეო “Kingdom” / Nikakoi /
მუსიკალური ვიდეო `მე გამოვალ ხაზზე” გოგი ძოძუაშვილისთვის.

2002
მუსიკალური ვიდეო `საქართველოს მომავალი” ედუარდ შევარდნაძის რეჩიტატივით.

2004
ვიდეოკლიპი ”Undine”
მუსიკალური ვიდეოკლიპი “Poema” / Erast /

ინტერვიუ

სად და რამ გაგაღვიძა?

სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროში, სხვადასხვა მიზეზებმა. თუ გინდა შევაერთებ და უცნაური მურაბა გამოვა… 10 წლის ვარ ალბათ… ლეპტოპთან ჩამეძინა… რუსთაველზე ომია და ზამთარი… გუშინ, 10 ნოემბერს ბრეჟნევი მოკვდა… ახალ ტრეკს ვაკეთებდი და ღამე გვიან დავიძინე… ჯერ ეს ესტრადაას” ვუყურე, ჟენია მაჭავარიანმა we are the robots გვაჩვენა, მერე ილუზიონში იყო “Lady karate”, ყოველთვის ასეა აღდგომის ღამეს... დღეს კიდე 11 ნოემბერია, ჩემი დაბადების დღეა და სკოლაში არ მივდივარ! ბრეჟნევს ვგლოვობთ... სხვადასხვა ხმები მაღვიძებს... ტელევიზორში ბუდილნიკია, ჩემი ძმა ELO-ს უსმენს... გვერდზე ოთახიდან Aphex-ის ”Bucefalus boncing balls” ისმის და გიოს ბებიის ხმა:გიორგი, გაფუჭდა, მგონი, მაგნიტოფონი”… კინოსტუდიაში ფარშევანგი კივის, მთელი გაზაფხული ასე კივის და ვერაფრით ვერ აჩუმებენ… გპი-ს ეზოში სტუდენტები ჭყივიან… შლიმანშტრასეზე უფრო სიწყნარე იყო დილაობთ, ამ კროიცბერგში მაგარი ყაყანია… მაქსიმე დახტის ლოგინზე და მაია ცდილობს, რომ შარვალი ჩააცვას… მტკვრის მხრიდან მატარებლის ხმა ისმის… ბიჭვინთა გავიარეთ… მალე მახინჯაურში ჩავალთ და პრავადნიკი გვიკაკუნებს, შევდივართო… თვალს ვახელ. ილუმინატორში ხმელთაშუა ზღვა ჩანს, რომელიც შეიძლება სპარსეთის ყურეა… პატარ-პატარა გემები ზემოდან სათამაშოებს ჰგავს… როდის ჩამეძინა, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ყოველი გაღვიძება ძვირფასია, სადაც არ უნდა გაიღვიძო… მაიამ გამაღვიძა და ყავა მომიტანა ლოგინში.

რის გაცნობიერებამ მოახდინა პირველი ყველაზე ძლიერი ეფექტი?

ეფექტს გააჩნია და ასაკს… მაგალითად, როდესაც 6 წლის ნიკამ, პირველად აღმოაჩინა, რომ დირექტორის კაბინეტის გვერდზე კარები, საპირფარეშოა და იქ მასწავლებლები აა”-ს აკეთებენ. ნამდვილი შოკი იყო!!!! როდესაც პირველად დავინახე ჩემი თავი გვერდიდან... ეს ყველას ემართება მგონი... სარკეში რომ ჩაიხედავ და ვიღაც უცხო დგას... მერე ხვდები, რომ შენ ხარ და შენი გონისგან დამოუკიდებლად, ფიზიკურადაც არსებობ. სულ წამის მეასედია, მაგრამ ეფექტური! როდესაც პირველად ვნახე ეკრანზე ჩემი ფილმის მასალა. პირველად რომ გავაკეთე ტრეკი, რომელიც ხარისხით წარპ-ის პროდუქციის იდენტური იყო და მივხვდი, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. (იცი როგორ მივხვდი, რომ გამომივიდა? როდესაც ტრეკის კეთებას მოვრჩი და ჩავრთე, ვიღაცა იყო ჩემთან, ახლა არ მახსოვს ვინ, და მითხრავააა! ამოაყრევინე არა კომპიუტერს პრუჟინებიო”)
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პირველი გაცნობიერება, რისიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ძლიერი ეფექტია. მეორე წუთში კი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენად იქცევა.

რა იყო მთავარი გავლენა?

ბავშვობა და ყველაფერი, რაც ბავშვობასთან არის დაკავშირებული. საბჭოთა საბავშვო ფილმები (თავისი მუსიკით)… საერთოდ, კინო, რომელსაც იმ დროს ვუყურებდი… რამ გამაღვიძა, რომ გიყვებოდი, იქაც ბევრი გავლენებია… თუნდაც ფარშევანგის კივილი ყოველ დილას ან შორიდან მატარებლის ხმა. მერე ადამიანები… მამაჩემი, ღვინო ~გარეჯი~ რომ ედგა ლოგინთან და პატარა პრინცზე მიყვებოდა ისტორიებს… სალომე მაჩაიძე, რომელიც დღემდე ჩემი ყველაზე ახლო ადამიანია (ბიძაშვილს” არ ვეძახით ხოლმე ერთმანეთს, სასაცილოდ ჟღერს). სალომე იყო თორმეტის და მე ცამეტის, პირველად სიგარეტი რომ მომაწევინა... ჩემი ძმა, რომელიც, ახლა რომ ვფიქრდები, მთელი ჩემი ბავშვობის მუსიკალურ ფონს ქმნიდა. სულ სხვადასხვა სტილის მუსიკას უსმენდა, Led zeppelin-იდან Earth wind and Fire-ზე ხტებოდა, მერე უცებ ~მაშინა ვრემენი~-ზე და ამის შემდეგ ჯექსონს რთავდა... მოკლედ, კიდევ ბევრ სხვა რამეს უსმენდა და მეც მასმენინებდა... ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი... მერე, ძილის წინ მე და სალომესმწვანე მანქანაზე” გვიყვებოდა, გიბსონი მონაგონია, ისეთი კიბერპანკი იყო.
ახლა სალომე რომ ფილმს იღებს, 50% ჩემი ძმის ისტორიების გავლენაა…
ცოტა რომ გავიზარდე, გავლენების შემდეგი ეტაპი დაიწყო (ურთიერთგავლენები)… მაია და გიო, ჩუბიკა და ტუსია… ახალი მუსიკა და ახალი კინო. ღამეების თენება ერთად და თბილისში აღმა-დაღმა სიარული.

ელექტრონული მუსიკა გავლენა კი იყო, მაგრამ ისეთი ძლიერი არა, როგორიც ბავშვობა. უფრო ბიძგი იყო იმისათვის, რომ თავში რაც მქონდა, იმის რეალიზება გამეკეთებინა. კინოს კეთებისთვის ძალიან ზარმაცი ვარ… თან ათას კაცს უნდა ეურთიერთო და აუხსნა, რა გინდა… მუსიკის კეთებისას კი, შენს თავთან ხარ ან (ჩემს შემთხვევაში) კომპთან, ერთი ერთზე. ამიტომ შედეგი მთლიანად შენზეა დამოკიდებული… მგონი, კითხვას ავცდი.

მთავარი გადაკვეთა?
1972 წლის 11 ნოემბერს გადავეკვეთე ამ რეალობას. მთავარი გადაკვეთა ეგ იყო, დანარჩენები მაგ ერთი გადაკვეთის შედეგია.

როგორ ფიქრობ, რა უნდა აკეთოს კაცმა პირველი 30 წელი, რომ 30 წლისას მაგრა არ დაენძრეს?

ყველას თავის გზა აქვს და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც საჭიროდ თვლიან.
ეს კი, რასაც ქვემოთ ვიტყვი, პირადად ჩემი აზრია… უბრალოდ, კითხვაზე გცემ პასუხს.
კომპრომისებზე არ უნდა წახვიდე. ყოველთვის ის უნდა აკეთო, რაც გინდა. არასოდეს არ უნდა ინანო, რაც გააკეთე… სისულელეა სინანულში გაატარო მთელი ცხოვრება იმის გამო, რასაც ვეღარ შეცვლი. შეცდომები უნდა აპატიო ყველას ყოველთვის, მაგრამ პირველ რიგში შენს თავს. რაც მთავარია, მომავლის გეგმები არ უნდა დააწყო. Lifeplanning-ი არის ამერიკული კრეტინობა! მთელ ცხოვრებას გეგმების დაწყობაში რომ ატარებენ და ცხოვრების ბოლოს მოგზაურობას იწყებენ… იდიოტიზმია. ჯობია, სამურაივით, ყოველი დღე იცხოვრო ისე, თითქოს ბოლო დღეა და მაშინ ყველა გაღვიძება მართლა ძვირფასი იქნება.

IM000615.JPG

სენტიმენტი –
…მივხვდი, რომ მაიაა ჩემი მთავარი სენტიმენტი… იცი, როგორ მივხვდი…
გახსოვს, სანამ მელია შეხვდება, პატარა უფლისწული ბაღს რომ ნახავს, რომელშიც ბევრი ვარდებია და მოიწყენს, იმიტომ, რომ თავისი ვარდი ეგონა ერთადერთი მთელს სამყაროში. დაწვება ბალახში და ტირილს დაიწყებს. აი, ამ დროს შეხვდება მელია… თხოვს მომიშინაურე და ბევრ რამეს აზრი გაუჩნდება ჩემს ცხოვრებაშიო… ბედნიერებას ვიგრძნობ, თუ მეცოდინება, რომ შენ არსებობ. აი, იმ პურის ყანას რომ შევხედავ, შენ გამახსენდები იმიტომ, რომ ოქროსფერი თმა გაქვსო… და მოიშინაურებს პატარა უფლისწული… მერე კი, განშორებისას, ეტყვის, არ მინდოდა, შენ რომ ტკივილი გეგრძნოო. მელია კი ოქროსფერ თავთავებს გაახსენებს… და ასეთ რამეს ეუბნება:
`წადი, კიდევ ერთხელ შეხედე ვარდებს და მიხვდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია მთელს სამყაროში. და როდესაც დასამშვიდობებლად დაბრუნდები, მე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. ეს იქნება ჩემი საჩუქარი შენთვის”…
მეც მივიჩვიე ერთი მელია. ძალიან მაგარი მელიაა… სულ მთლად ისე არა, როგორც ეგზიუპერისთან, მაგრამ დაახლოებით ეგრე იყო… და მიმახვედრა, რომ ჩემი ვარდი ერთადერთია მთელს სამყაროში. სხვა ვარდები ლამაზები არიან, მაგრამ მათთვის სიკვდილი არ მომინდება. მაია კი ჩემია! ჩემი მთავარი სენტიმენტია! ერთადერთი ვარდია მთელს სამყაროში, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის იმიტომ, რომ მთელი ჩემი სულის ნახევარი ეკუთვნის.
მეორე ნახევარი მაქსიმესია, ახლადგაღვიძებულს ცხვირი რომ უბზინავს და ატმის ფაქტურა რომ აქვს, აი, ეგ არის ჩემი სენტიმენტი. ყველაზე ტკბილი სენტიმენტია… უბრალოდ, ძალიან იშვიათად ვამჟღავნებ. არ გამომდის… ალბათ ენერგიები ვერ ემთხვევა ერთმანეთს და სულ ვჩხუბობთ… მაგრამ მართლა ყველაზე ტკბილი მაქსიმეა, რამდენიც არ უნდა ვიჩხუბოთ.

მოკლედ, პირიდან თაფლი გადმომდის და ყურებიდან მურაბა.

კრიზისი –

თუ შემოქმედებით კრიზისზე მეკითხები, ეგ ყოველდღე მაქვს და ყოველდღე დედას ——–!!! სხვა კრიზისი არ არსებობს.

სისტემა თუ ქაოსი და ნაკლები პასუხისმგებლობა?

ქაოსი და ანარქია. სისტემა კომპშიც მეყოფა. პასუხისმგებლობა მღლის და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად დავიტვირთო პასუხისმგებლობით… ამიტომაც, არსად ვმუშაობ და ფრეელანცერ-ი ვარ… მაგრამ სხვა პასუხისმგებლობაც არსებობს და თუ აიღე შენს თავზე… ისევ პატარა პრინცთან წავალ (მოკლედ, ამ ინტერვიუს თუ ვინმე წაიკითხავს, ჯობია ჯერ პატარა პრინცი გადაიკითხოს): ხო გახსოვს, მელია რა საიდუმლოს გაუმხელს `…ყოველთვის პასუხისმგებელი ხარ იმათზე, ვინც მიიჩვიე”! ეს პასუხისმგებლობაა მთავარი! თუ აიღე შენს თავზე, ბოლომდე უნდა ატარო.

რაზე ოცნებობ?

აღარ ვოცნებობ. ახლა უკვე ვისრულებ ოცნებებს. საერთოდ, დავაკვირდი, როგორც კი დაგავიწყდება რაზე ოცნებობდი, იმწუთას გისრულდება და ფიქრობ, ესეთ სისულელეზე როგორ ვოცნებობდიო.
მთელ ცხოვრებას ოცნებაში თუ ატარებ, უბრალოდ დრო აღარ რჩება იმისათვის, რომ აგისრულდეს.

რაში თვლი, რომ ძირითადი რეალიზაცია იპოვე?

ალბათ, გარედან ჩანს, რომ მუსიკაში… სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი რაში… არც მინდა, რომ ვიცოდე. თუ ვიგრძენი, რომ რაღაცაში ბოლომდე რეალიზებული ვარ, მაშინ რაღა დამრჩება იმის გარდა, რომ ფეხი ფეხზე გადავიდო და ღრუბლებს ვუყურო აივნიდან… მირჩევნია, ამას დიდი ხნის მერე მივხვდე. ჩემთვის გზა უფრო საინტერესოა ვიდრე დანიშნულების წერტილი.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დროსთან მიმართებაში დარჩე ადეკვატური?
(მაგ. 2005 წელს მარტო ჯაზს არ უსმენდე, ზაპასნაირი ულვაშები არ გქონდეს, მეტალისტი არ იყო ან ფოლკით ფანატურად გატაცებული)

ელემენტარულია. ისევ სამურაის გზის პრინციპია. როდესაც ამ დღით ცხოვრობ, რომელშიც ამ კონკრეტულ მომენტში არსებობ, დროსთან მიმართებაში რჩები ადეკვატური. წარსული ტკბილი და წებოვანია. თუ შეტოპე, გამოსვლა ძნელი იქნება. მეც ყველაზე მეტად ჩემი ბავშვობა მენატრება, მაგრამ უკან დაბრუნების მაგივრად, ვცდილობ, რომ ის ემოცია და ენერგია, რაც ბავშვობას ჰქონდა, დღევანდელ დღეში ჩავდო, თუნდაც ჩემს მუსიკაში.
რაღაც ერთ, კონკრეტულზე დაციკლვა, სულ ჯაზის ან ფოლკის სმენა, დროსთან არა-ადეკვატურობა, ჩემი აზრით, არ არის. ზუსტად იგივეა, როდესაც ვიღაც, დღეს მარტო Pan Sonyc-ს ან Autechre-ს უსმენს. ეს უფრო, საკუთარი თავის ჩარჩოებში ჩასმაა. ალბათ ეგრე ურჩევნიათ, უფრო წყნარად არიან.

ყველაზე ხშირად რა იწვევს შენში გაღიზიანებას?

საარბრიუკენის გაპრიალებული ზედაპირით შთაგონებულებს, იგივე რომ უნდათ საქართველოში გააკეთონ და თავისი გზის მოძებნა რომ ეზარებათ! ევროპის პრიალის ქვეშ როგორი ჭუჭყია, მაგაზე რომ არ ფიქრდებიან. ნაწილს კი, რუსეთთან ყოფნა რომ უნდა და ისევ რუსული ქუსლის ქვეშ რომ ეკვეხებიან გამწარებულები. სახელმწიფოს თავისი გზა თუ არა აქვს, სად მიდის _ გაუგებარია. დუბაიში LUXUS, ფრანგული რესტორანია ერთი, მთელი პერსონალი ინგლისურად ლაპარაკობს ფრანგული აქცენტით. ერთი ფრანგი შევიდა და შეკვეთა ფრანგულად გააკეთა… ბოდიში მოუხადეს და უთხრეს, ფრანგულად არ ვლაპარაკობთო. თურმე ტრენინგები ჰქონდათ, რომლებზეც მხოლოდ ფრანგულ აქცენტს ასწავლიდნენ. იგივე ხდება აქ. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ საქართველო რესტორანი არ არის. ამ ეტაპზე ეს მაღიზიანებს ყველაზე ხშირად.

რა არის `კაი ჰაერი~ შენთვის?

ჩემი ბავშვობის უტოპიაა. რატომღაც ბუენოს აირესი ჯადოსნურ ქალაქად წარმომედგინა, ტყის შუაგულში აშენებული, დიდი ფუტურისტული კოშკებით და გამჭვირვალე ჰაერით… (შეიძლება ჩემი ტვინი ახლა ამატებს ამ დეტალს, მაგრამ ამწუთას ეგრე მახსოვს). ალბათ, ბოლოს მანდ მოვხვდები… სულ ცოტა ხნის წინ, გავაცნობიერე, რომ ბუენოს აირესი კარგ ჰაერს ნიშნავს და ჩემს EP-ს გოოდაირ დავარქვი.

როგორ წარმოგიდგენია, მთელი ცხოვრების რეზულტატებს სად და რა კონდიციაში შეაფასებდი?

… კუნძული! პალმები! ნაშები! მე შეზლონგში ვზივარ, ლაპატნიკში შავი ამერიკან ექსპრესი!… ეს ასე ვხუმრობ… სასაცილოა, ხო???
ყოველდღე ვცდილობ, რომ რეზულტატები შევაფასო (ალბათ, მაგიტომ მჭირს ინსომნია) და ყოველდღე ვხვდები, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს… ახლა ვმეორდები, მაგრამ პასუხი ეგ არის და რა ვქნა: მთავარი პროცესია და არა რეზულტატი! ამიტომ, საკუთარი რეზულტატების შეფასება საერთოდ არ არის საჭირო. თუ რამე მაგარს აკეთებ, შთამომავლები აფასებენ რეზულტატს,
თუ რამე ჩვეულებრივს აკეთებ, უფრო ნაკლები ხალხი და თუ საერთოდ არაფერს არ აკეთებ, მაინც გამოიძებნება ერთი-ორი ადამიანი იმისთვის, რომ შენი ცხოვრების რეზულტატი შეაფასოს… მაგრამ როდესაც შეფასების დრო დგება, შენ სამივე ვარიანტი ფეხებზე გკიდია.

ვსო, ნიკ, სულ ეს არი. თუ შეძლებ, შეეცადე მაქსიმალურად ვრცელი პასუხები გასცე. ხო იცი, რაც არ მოგწონს ან
თვლი, რო ზედმეტად ინტიმურია—Delete იტ ნახუი:))
Thanks a lot
რესპეცტ
L

ავტორი: ლევან ნუცუბიძე

ფოტო: მაია სუმბაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s