არტიომ ტროიცკი

დღეს განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
უფრო სწორად, ჩემი სტუმრობა ამ ოჯახში განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან წუთებს დაემთხვა. შეიძლება ითქვას, პატარა დღესასწაულს, შინაურულ ზეიმს… ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ვარიანტები ბევრია.
ეს არტიომ ტროიცკის, მის ქალიშვილ ალექსანდრას, იგივე შუშას, და კისელის ერთ მოზრდილ ქილას შეეხება.
როდესაც ერთ ჩვეულებრივ დღეს, შუშამ თაროდან ყულაბა ჩამოიღო და გატეხა. შემდეგ კი, შეკოწიწებული ფულით, არა სათამაშოს ან თოჯინის, არამედ მამისთვის ერთი ქილა კისელის ყიდვა გადაწყვიტა. და როცა ბედნიერი მამაშვილი ორივესთვის უძვირფასეს ქილას ხსნიდნენ… ვინ დააცადა. შუშა: ~ჩვენ ახლახანს დავბრუნდით პარკიდან. იქ ძალიან საინტერესოა. ვაგროვებთ ფოთლებს, კიდევ რაღაცეებს…~ ეს შუშას მოკლე ჩართვაა, რომელიც საუბარში კიდევ ბევრჯერ შემოიჭრება. ხან დიდ, ფუმფულა დრაკონზე ამხედრებული; ხან საინტერესო კითხვით. ასე, მაგალითად: მამა უთხარი, უნივერსიტეტში რომ ასწავლი, აი იქ... რა ჰქვია?~. ისე კი, ძირითადად, ფოტოს კაცი ჰყავსდატყვევებული~ და სანამ ჩემს რესპონდენტს ვესაუბრები, ყრუდ მესმის მისი ცნობისმოყვარე კითხვები _ და, თქვენ შვილი გყაავთ?~,და მერე რამდენი წლის არის?~, და აბა ეს რატომ~,და ის რატომ…~ მოკლედ, ვინ ვისთანაა ინტერვიუზე, ვერ გაიგებ.

ყველაზე მოდური, `კრუტოი~ და მაგარი

არა, ჭორია ეგ ყველაფერი. სულ არ ვარ ასეთი. პირიქით, საკმაოდ წყნარი ადამიანი ვარ და ნებისმიერტუსოვკას~, შვილთან ერთად ციგაზე სრიალი და სეირნობა მირჩევნია. არასდროს მიზრუნია კარიერაზე და ვერც დასავლური ცხოვრების სტილს ვიტან… აი ისეთს, მთელი კვირა რომ მუშაობენ, მერე ეწყებათ წეეკ-ენდ-ი (ამას რაღაც განსხვავებულად, გაგრძელებული ხმოვნებით გამოთქვამს). მერე კიდევ, ჰოლიდაყს (ისევ ის მანერა. ავტ.). ასეთი ცხოვრება არ მაინტერესებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ… შუშა, დახუჭე ყურები, და ოდნავ დაბალ ხმაზე, იმიტომ, რომ არ მიყვარს მუშაობა და ამაზე, ხომ გეუბნებით, არასდროს მიფიქრია: არც სამუშაოზე, არც კარიერაზე და არც ფულზე~.
ესეც ასე. კი მაგრამ, მაშინ როგორღაა, რომ იყო:

  1. როკ კონცერტების ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი და მუს. კრიტიკოსი, ჯერ კიდევ 80-იანებში. მათ შორის, 1980 წელს, საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველად, თბილისში გამართული კონცერტისა.
  2. `ფლეიბოის~ რუსული გამოცემის პირველი რედაქტორი.
  3. არაერთი მნიშვნელოვანი ტელეგადაცემის ავტორი და წამყვანი.
  4. არაერთი რუსული ტელეკომპანიის დამფუძნებელთაგანი.
  5. უმსხვილესი ხმისჩამწერი კომპანიის, `Gენერალ ღეცორდს~-ის ხელმძღვანელი.
  6. რუსებს სწორედ მან დაანახა ცოცხლად: დევიდ ბოუი, ელტონ ჯონი, დაიანა როსი, სტინგი.

დღეს არის:

  1. რადიოსადგურ მოსკოვის ექო~-სა დაარსენალ~-ზე მუსიკალური გადაცემების წამყვანი.
  2. ერთ_ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი.
  3. პროდიუსერი. მოსკოვის კლუბებისთვის უცხოელი მომღერლების გასტროლებს აწყობს.
  4. ასწავლის მუს. ჟურნალისტიკას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მართვის ინსტიტუტში.

მაგრამ დაიცადეთ. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და, როგორც თავად რუსები იტყოდნენ: Женщина! всё по-порядку!

ტიპური საბჭოთა, ინტელიგენტური ოჯახი.

პატარა, მშვიდ ოჯახში დაიბადა: დედა, მამა და ის. არანაირი განსაკუთრებული ტრადიციები და დღესასწაულები. ოჯახი, როგორც ოჯახი _ საბჭოთა, ინტელიგენტთა. მშობლები _ ისტორიკოსები. ერთხანს, ორივე მათგანი ისტორიის მასწავლებლები იყვნენ. მერე მამა ლათინური ამერიკის და ესპანურენოვანი ქვეყნების ცნობილი სპეციალისტი გახდა. პირადად იცნობდა ჩე გევარას, ფიდელ კასტროს, გაბრიელ გარსია მარკესს. 77 წლის ასაკშიც კი, ძალზედ აქტიური ადამიანია, და ბრაზილიაში გამართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმიდან სწორედ ამ დღეებში დაბრუნდა. ლექციებს კითხულობს ვენესუელაში, კარაკასში. ~ნუ, იტყვი, მაგარ ფიზიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშიაო~ _ მეუბნება არტიომი. ჰო, ამას მეც მივხვდი, და იმასაც, რომ უფროს ტროიცკისთან არანაკლებ საინტერესო შეხვედრა შეიძლება გამოვიდეს. ეს ისე, სამომავლოდ.
მაშინ, როცა დედა და მამა ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, ისინი პრაღაში გადადიან საცხოვრებლად და არტიომი როკს პირველად სწორედ აქ მოისმენს, რევოლუციური 60-იანების დასაწყისში.
ახლა კი წარმოიდგინეთ, ისტორიის პედაგოგთა ინტელიგენტური ოჯახი, რომლის ერთადერთი ვაჟი ჯერ იყო და გაჰიპდა. მერე გა-როკერდა და, რბილად რომ ვთქვათ, საერთოდ წავიდა ხელიდან. ~არასდროს ვყოფილვარ, ოჯახის შვილი. იმიტომ, რომ გართობა, მეგობრები, და გოგონები ყოველთვის უფრო მთავარი იყო. სულ ცდილობდნენ ჩემს შეზღუდვას და ვერ იტანდნენ ახალ გატაცებას _ რაღაც როკს! თვლიდნენ, რომ ეს საზიზღობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და კარგის კი არა, მხოლოდ და მხოლოდ საშინელების მომტანი იყო~. მიდიოდა გაუთავებელი ჩიჩინი იმის შესახებ, რომ ნორმალური ადამიანი, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც დაკავებულია… თუნდაც აი, მეცნიერებით! ეს კი… მოკლედ, ახალგაზრდა არტიომის მომავალი მისი მშობლებისთვის ბურუსით მოცულ დეტექტივს ჰგავდა, რომელიც აუცილებლად ლოთობასთან და კაცმა რომ არ იცის, ისეთ `მეგობრებთან~ ერთად, უაზროდ პროწიალთან იყო გადაჯაჭვული. ამიტომ სახლში მუდამ პრობლემები ჰქონდა. მისთვის კი მთავარი იყო _

Absolute Freedom!

ეს მაშინ, ახლა კი… ~დღეს 18 წლის რომ ვიყო, არც კი გავიხედავდი იქითკენ, ამ პოპ-როკისკენ, რაღაც ~პაპსად~ რომ აქციეს. იდიოტური ფაბრიკებით~ და ინკუბატორის უბედური არტისტებით. მაშინ კი... უცნაური ის იქნებოდა, ამით რომ არ დავინტერესებულიყავი: 60-80-იანი წლების დასაწყისში, როკი იყო ყველაზე დიდი მაგნიტი, ძალა, მუხტი. ავანგარდული, ახალგაზრდული ცხოვრების მუხტი, სადაც ძალიან საინტერესო, ნიჭიერი და ავანტიურული ხალხი იკრიბებოდა. ეს იყო, რაც იყო!~. თავს ბედნიერად თვლის, რომ იმ დროს, იქ აღმოჩნდა. მაგრამ... მაგრამ არ უნდა, რომ აღიქვან, როგორც ნოსტალგიური როკ-ფიგურა, როკ-ენ-როლის ვეტერან-ინვალიდი, რომელიც ტელე-ეთერის საშუალებით, რომელიმე სევდანარევ გადაცემაშია მიწვეული და კარგად მორთული სტუდიის რბილი სავარძლიდან გიყვება: ეეჰ, რა კარგი იყო მაშინ!!! ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ყოველთვის უარით ისტუმრებს ასეთი წინადადებით მისულ ჟურნალისტებს (რაც, როგორც ჩანს, ხშირად ხდება). თან ამატებს, რომ, სამწუხაროდ, როკის ეს საინტერესო ხანა, დიდი ხანია გავიდაო. როცა ამბობდა, სულ არ მიყვარსტუსოვკებზე~ სიარულიო, იქ ასეთი ფრაზაც დაამატა _ მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის ვზრუნავ ჩემს რეპუტაციაზეო~, რადგან ჟურნალისტი ტროიცკისთვის არაერთხელ შეუთავაზებიათ ქრთამი. ქრთამი სტატიისთვის. რამდენი? 50 ათასი დოლარი! _და შენ დათანხმდი?~ _ ოთახის კუთხიდან შუშას ხმა ისმის.
_ არა, ძვირფასო, რადგან მივხვდი, შემიძლია ავიღო და მშვიდად ჩავიდო ჯიბეში. მაგრამ არავინ იცის, ზნეობრივად რას დავკარგავ და შევძლებ თუ არა, ოდესმე გაწითლების გარეშე, თავს კაცი ვუწოდო.~ ამიტომ ყველამ იცის, რომ არადროს აუღია ქრთამი. წერს იმას, რასაც ფიქრობს. ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. არ არის ინტრიგანი. არც ვინმეს სთხოვს რამეს და ნურც მას სთხოვენ. არავისი შურს. არავისი ეშინია. ზემოთ ჩამოწიკწიკებულ საქმეებს როგორ ართმევს თავს, თვითონაც არ იცის. გამოდის და მორჩა. და კიდევ ერთხელ ქრთამზე _ასეთ წინადადებებზე რომ ვამბობდი უარს, იმიტომ ვარ დღეს ჯანმრთელი, ცოცხალი და არც ისე ცუდად გამოვიყურები! ვცხოვრობ ჩემს გემოზეო! _ ამას ტახტზე გემრიელად მოკალათებული, უბრალო მაისურში, სპორტულ შარვალსა და წინდებში გამოწყობილი მეუბნება. მჯერა.
კარგი ცხოვრების მოყვარული~ ანუ ბონ ვივან-ი ტროიცკი ბოლო პერიოდში ძალზე რადიკალური, პოლიტიკური სტატიების ავტორი გახდა: ~ვიცი, რომ ბევრ რამეს, ჩემდა საზიანოდ ვაკეთებ. თუნდაც იმას, რომ ხმამაღლა ვლაპარაკობ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და პუტინის სულელურ პოლიტიკაზე, რომელიც დიდი ხანია დაშორდა სიტყვას _ დემოკრატია, და თანდათან СССР-ის ხანას მაგონებს.~ _ სხვათა შორის, მასვე უკავშირდება ინტერნეტ საიტის შექმნაც, სადაც ჩეჩნეთის შესახებ სასაუბროდ ყველას იწვევს. რაც მთავარია, მომხმარებელს ამ უაზროდ გაჩაღებულ ომზე სიმღერის ტექსტის დაწერას და გამოგზავნას სთავაზობს.ამის გამო, ბევრი შეშლილად მთვლის. ცდილობენ, ხშირად არ მიმიწვიონ გადაცემებში, რადგან რა იციან, რას ვიტყვი პირდაპირ ეთერში! ტროიცკი ხომ არაკონტროლირებადი ადამიანი გახდაო! ისე, მართალია. თავს საშინლად ვიგრძნობდი, ვიღაცას ჩემი კონტროლი რომ დაეწყო.~ უცებ შუშას ანთებული თვალები და _ ~ნუ, აი შუშას თუ აქვს ამის უფლება, თორემ სხვას…~

`კულტურული ქაოსი~

ცხოვრება არასდროს დაუგეგმავს და, მით უმეტეს, არასდროს ყოფილა რაღაც კონკრეტულისკენ მიმართული. არასდროს უთქვამს _ მინდა მივაღწიო ამას და ამას. ~კარიერა _ ეს ხომ რაღაც ფანტომს ჰგავს, და საერთოდ არ ვიცი რა არის! თუ მოვისურვებდი, დამიჯერე, დღეს ჯიბეებდაბერილი, მილიარდერი ბიძა ვიქნებოდი: ფაბრიკებით~, სერიალებით და საკუთარი ვარსკვლავებით.~ ამბობს, ყველაფერი ძალიან ქაოტურად, სპონტანურად ხდებოდაო. თუკი რაიმე გამომდის, იმიტომ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მომწონსო. და რაც მომწონს, იმაში დიდ სიყვარულს ვაქსოვო. 90_იანი წლების დასაწყისში, როცა რუსეთის ტელეარხი «РТР» იქმნება, არტიომი ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანია. უნდოდა, ხარისხიანი, სერიოზული ტელევიზიის შექმნა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომაბსოლუტურად კორუმპირებულ ქვეყანაში ეს შეუძლებელია~. ერთ ახალ პროექტს მეორე მოსდევს და დღეს ყველაზე პოპულარული ტელეარხი «НТВ» ყალიბდება. ცოტა ხანი ისევ ტელესივრცე, საავტორო გადაცემა კაფეობლომოვი~ და _ ~არ გამოვიდა ის, რაც მინდოდა~. შემდეგ… ფლეიბოის~ რედაქტორი ხდება, იქმნება დიდი ჯგუფი, იბეჭდება ჟურნალის პირველი რუსული ვერსია... პარალელურად, ნატალია სოლოვიოვასთან ერთად, საკონცერტო სააგენტოს აარსებს, რომელსაც რუსეთში ვიღაც-ვიღაცეები კი არა, საკმაოდ სერიოზული და მაღალი რანგის მომღერლები ჩამოჰყავს. მაგალითად: სტინგი, დაიანა როსი, ელტონ ჯონი, დევიდ ბოუი და... და იცით, ამაზე რას ამბობს _ არ მაინტერესებს ასეთდინოზავრებთან~ ურთიერთობა. ეს ძალიან მოსაწყენია, რადგან დიდი მასშტაბები მხოლოდ დიდ ფულთან, ადვოკატებთან, დაზღვევებთანაა დაკავშირებული და მაქსიმალურად შორსაა შემოქმედებით პროცესთანო. ამიტომ ბოუის ჩამოყვანის შემდეგ, უარი თქვა და ეს საქმე მიატოვა. სამაგიეროდ, ახლა მშვენივრად გრძნობს თავს, რადგან შედარებით პატარა სააგენტო აქვს, რომელსაც კლუბებისთვის ჩამოჰყავს შემსრულებლები. უკვე ნერვიულობს იმიტომ, რომ მალე მნიშვნელოვან, გრძელვადიან გასტროლს გეგმავს და ამატებს, _ ნეტავი, თავი აქ არ გამეყოო… მისთვის ახალგაზრდებთან მუშაობა ბევრად საინტერესოა. თორემ _ `თუნდაც ბრაიან ადამსის ან იგივე სტინგის ჩD-ს ხომ აღარასდეს ვიყიდი, ეს უკვე პენსიონერთა მუსიკააო~.

დასკვნა: ქაოსი, როგორც ასეთი, არ ვარგა. მაგრამ აი, ტროიცკისეულ `კულტურულ~ ქაოსზე, ვერაფერს იტყვი.

ორიოდე კითხვა ღრმა ბავშვობაზე და გამოკვეთილ ლიდერ-პირველობაზე.

ბავშვობაში არც ფრიადოსანი და არც ვუნდერკინდი ყოფილა. იმასაც ამბობს, ლიდერული ამბიციები და მონაცემები არც არასდროს მქონიაო. ~სრულიად სხვადასხვაა იყო ლიდერი და იყო პირველი, რადგან თუ ლიდერი ხარ, ესე იგი ლიდერი ხარ რაღაც კოლექტივში; და თუ ხარ პირველი, შეიძლება მარტოც იყო და თან პირველი! მე სწორედ ეს მეორე ვარიანტი ვარ. ყოველთვის ვიყავი ინდივიდუალისტი, არასდროს მომწონდა კოლექტივიზაცია, კოლექტივში მუშაობა, რადგან მთელი ცხოვრება სწორედ ამას გავურბოდი~.
_ …და მე როდის წავალ სკოლაში? _ ისმის უცებ შუშას ხმა, რომელიც რაღაცას უყვება ფოტოს კაცს, და აუცილებლად სჭირდება ციფრების დადგენა.
_ ხუთ თვეში.
ვაგრძელებთ:
ამის გამოა, რომ ტელევიზიის კოლექტივიზაციას~ ვერ შეეწყო და რამდენჯერაცბოსობა~ სცადა, იმდენჯერვე ცუდად დამთავრდა. ~არ შემიძლია, ვიღაცა რომ მემორჩილება. მაწუხებს ძალაუფლება, და ვერ ვიტან მაგიდაზე მუშტების ბრახუნს. ეტყობა, ეს ჩემი სტიქია არაა~ _ ასკვნის ბოლოს.
საკმაოდ ბანალური იქნებოდა, ყველა თავისი პროექტისთვის _ ჩემი შვილებიო, რომ ეწოდებინა. არც უწოდებს. მარტო იმას ამბობს _ ~მიხარია, როცა ისინი ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობენ თავს და პირადად მე, იქ ვიქნები თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა~.
მე კი არტიომ ტროიცკიზე და მის პროექტებზე საუბარი მთლად სუპერმენის~ ისტორიასავით რომ არ გამომივიდეს, ერთ რაღაცასაც გიამბობთ. ის, რაც სცადა, ძაანაც მოინდომა, მაგრამ არ გამოვიდა. როცა სერიოზული ხმის ჩამწერი სტუდიაGენერალ ღეცორდს~ დააარსა, იქ ალტერნატიული მუსიკით დაწყებული, ფილიპ კირკოროვით დამთავრებული, ძალიან ბევრი და განსხვავებული ჟანრის მომღერლები წერდნენ მუსიკას. გამოდიოდა ჩD-ები. გაყიდვის მხრივ, ლიდერები იყვნენ. მაგრამ ~ეს საქმე რომ არ გამოვიდა, დამნაშავე ისევ მე ვიყავი. ყველაფერს პატიოსნად ვაკეთებდით, ვიხდიდით გადასახადებს და ა.შ. მოკლედ, რუსეთში ვიყავით და ინგლისელებივით და ფრანგებივით ვიქცეოდით. ამ ყველაფერმა კი, ლოგიკურად, გაკოტრებამდე მიგვიყვანა. აქ ხომ შოუ-ბიზნესის პატიოსნად მართვა არ გამოდის! აბსურდია! საკუთარი შავი ხაზი თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა!~ მოკლედ, ამ ყველაფერმა ძგერა 7 წლის წინ შეწყვიტა და ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ხმის ჩამწერი კომპანია ისე დაიხურა, თითქოს არც ყოფილა.

`სუპერმენის~ მიწიერი ცოდვანი

როგორც კი საუბარი ამაზე ჩამოვარდა, მაშინვე ცნობისმოყვარე შუშას გახედა, _ ხომ მოშორებით არისო.
~ყოველთვის ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი და ყველაფრის გასინჯვა მსურდა. რამდენიმე ასეთმა ექსპერიმენტმა ძალიან ცუდ შედეგებამდეც მიმიყვანა. და დღეს, ნარკოტიკის პირველი მოწინააღმდგე ვარ. მაგრამ…~ მაგრამ არგუმენტირებულად გამოდის ტელევიზიის, პრესის საშუალებით და ითხოვს, რომ მკაცრად გაივლოს ზღვარი მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკულ ნივთიერებებს შორის ~იმიტომ, რომ, დამიჯერეთ, მოსაწევს არაყზე ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია, როგორც კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე, ზოგადად, საზოგადოებისათვის.~ მომხრეა, რომ მოსაწევი ლეგალური გახდეს. თუ არადა, მაშინ არაყიც აკრძალეთო. მიკვირს, ამას რომ ამბობს. ნახევარი რუსეთი, ნაჯახით ხელში, როგორ არ მისდევს მოსაკლავად?!
მართალია, სამზარეულოში ლამაზად ჩამწკრივებული სასმელი უდგას, მაგრამ სმა არ უყვარს. ~რა არის, დალიო იმისათვის, რომ მერე ვიღაცას თავში ჩასცხო ან იმ ვიღაცამ ჩაგცხოს და დილით თავი გისკდებოდეს?! აი, საქართველოში კი ყოველთვის მომწონდა სმის პროცესი. ურთიერთობების, რიტუალის რაღაც თავისებური თეატრია. ეს საინტერესოა~.

რაც შეეხება ქალებს

ფლეიბოის~ რედაქტორობისას, ყველა ეკითხებოდა _თქვენ ფლეიბოი ხართ თუ ბაბნიკი?პასუხი _არ ვარ ფლეიბოი, რადგან არ ვარ ბაბნიკი. ქალების მიმართ ყოველთვის რომანტიული დამოკიდებულება მქონდა და გაცილებით მაინტერესებდა ღრმა, ადამიანური ურთიერთობები, ვიდრე უბრალოდ:
ეს, ი, იქს!

მართალია, ფიროსმანივით არც მილიონი ვარდი მიჩუქებია ვინმესთვის, მაგრამ ერთხელ, როცა იტალიელ გოგოსთან რომანი მქონდა, ყოველდღე ლენინგრადში ჩავდიოდი. ის იქ იყო, მე კი მოსკოვში. ვნახულობდი და უკან ვბრუნდებოდი. ასე გრძელდებოდა ალბათ ორი თვე. ასე რომ, კაცმა არ იცის, რას ჩაგადენინებს სიყვარულიო. მაგრამ მაღალ, სპეტაკ გრძნობებემდე იყო პირველი და წარუმატებელი ქორწინება. 19 წლის ორი ჰიპი: არტიომი და მისი მეგობარი გოგონა დაქორწინდნენ. ურთიერთობები ძალიან რთული და მძაფრი იყო. ერთ წელიწადში ყველაფერი დასრულდა. ~სამაგიეროდ, დიდი გაკვეთილი მივიღე _ ადამიანურ გრძნობებთან ურთიერთობის, ყოფითი პრობლემების გადალახვის…~ ალბათ ერთადერთი, რაზეც ნანობს, ტელევიზიაში გატარებული ფუჭი წლებია _ რუსეთის დიდ, ბიუროკრატიულ მანქანას რომ ებრძოდა, აი, მაშინ.
~ჰო, კიდევ იცი, რას ვნანობ? იმას, რომ ბევრმა გოგომ ჩემგან აბორტი გაიკეთა, და ახლა დავფიქრდი, ასე რომ არა, ახლა რამდენი…?!`

P.S.
კარზე ზარია. ოო, დედა მოვიდაა, და გახარებულ შუშას არც მამის მონაყოლისთვის ყურის დასაგდებად სცალია და არც `ტყვეობიდან~ გაქცეული ფოტოს კაცი ახსოვს. რა დროს ეს არის? ახლა ხომ თავიდან იწყება შუშას, არტიომის და ერთი ქილა კისელის ისტორია?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s