ქალები დილის 9 საათზე

სპეც-პროექტი

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

სოფო ჭყონია

ბიზნესმენი

ერთნაირი დილა არასდროს არ მაქვს. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვიღვიძებ. თუმცა, დილა საკმაოდ რთულად გადამაქვს: სამსახურის გამო, 9-ის ნახევარზე მიწევს ადგომა… მაგრამ თუ არსად არ მივდივარ…

ბასა ფოცხიშვილი

რეჟისორი

აქედან სრულ მზადყოფნაში მყოფი ჟურნალისტის ხმა: _ ბასა, უკვე 11 საათია. ერთ საათში მანდ ვარ~; იქედან გათიშული, ნამძინარევი ხმა _აუ, გეხვეწები, 10 წუთი დააგვიანე რა?!~
ერთი საათის და 10 წუთის შემდეგ: `ძალიან ძნელად ვიღვიძებ, ეს რაღაც რიტუალს უფრო ჰგავს. როცა სადმე მივდივარ, სამი საათით ადრე ვიწყებ თვალის გახელას, მერე ყოველ შემოძახილზე – ადექი! _ ხელით ვაჩვენებ ხოლმე 2-ს ან 5-ს, რაც ნიშნავს _ დამაცადეთ ორი-ხუთი წუთი; მერე ვიწყებ ჟურნალების თვალიერებას, საწოლში პასეანსის გაშლას, რამდენიმე ჭიქა ყავითა და ფორთოხლის წვენით. ეს ყველაფერი ერთ საათს გრძელდება სამზარეულოში… მაგრამ როცა ვმუშაობ, შემიძლია, 24 საათი თვალი არ მოვხუჭო.

ნანა შონია
მსახიობი

ძალიან მიყვარს დილა! მიყვარს დილით მაღაზიაში პროდუქტებზე გასვლა. ეს ბოლო პერიოდია, ჩემი დილა იწყება მაშინ, როცა პატარა გაბრიელი იღვიძებს…

ნინო დარასელი
ჟურნალისტი

24 საათიც არ მყოფნის ცხოვრებაში, ამიტომ დილით ძილი არ მიყვარს. პრეზიდენტი რომ მოდიოდეს, თუ შხაპი არ მივიღე და არ ვისაუზმე, გარეთ არ გავალ. აი, მარტო ამის შემდეგ იწყება ჩემი ცხოვრება.

თინა ხიდაშელი
იურისტი

ჩემი დილა? გააჩნია, როდის და სად ვარ წასასვლელი. ისე, საერთოდ, 7 საათიდან იწყება, როცა სანდრო ძვრება საწოლში და თავზე მაჯდება. მერე სტანდარტული ყავის სმა და… ელ-ფოსტის შემოწმება. ესაა და ეს.

მაკა მახარაძე
ბალერინა

პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე ვაკეთებ, თვალები უნდა დავიხატო. ვდგები ყველაზე ადრე, ტელევიზორთან ურთიერთობის დროც სწორედ დილითაა, ყავით ხელში; ვუყურებ, რა ხდება ქვეყანაში; ხან აქეთ ვრთავ, ხან იქით… დიდი არაფერი. სულ ესაა ჩემი რიტუალი.

ნანუკა ხუსკივაძე
მსახიობი

მთელ ჩემს დღეს: ოჯახს, შვილს, სახლს _ დილის 7-დან 11_საათამდე ვატევ, რადგან მერე რეპეტიციები იწყება. ამიტომ რასაც დიასახლისები მთელი დღის მანძილზე აკეთებენ, ამ ყველაფრის 4 საათში ჩატევა მიწევს ხოლმე.

ნანკა კალატოზიშვილი
მსახიობი, ტელეწამყვანი

აბაზანა, ვაშლი და არავითარი ყავა. ჰო, კიდევ, ცოტა ყინული სახეზე..

#6(ივნისი) 2005 წელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s